აკაკი იაშვილი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ახალი პრეზიდენტია

ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის არჩევნები გაიმართა. ჭადრაკის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აკაკი იაშვილია. იაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გია გიორგაძე შეცვალა, რომელიც ფედერაციას 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მორიგი არჩევნები 2026 წელს გაიმართება.

კარპოვი შვეიცარიაში არ შეუშვეს

ჭადრაკში, მესოფლიოს მე-12 ჩემპიონი, ანატოლი კარპოვი შვეიცარიაში არ შეუშვეს. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია ზახაროვამ განაცხადა „შვეიცარიამ ანატოლი კარპოვს ვიზა არ მისცა, რათა ის ფილმის – „მსოფლიო ჩემპიონი“ – ჩვენებას დასწრებოდა, რომელიც ჟენევაში გაიმართება. ბერნი იმ ნეიტრალიტეტის დაცვაში უუნაროა, რომლითაც ამდენი ხნის განმავლობაში ამაყობდა,“ – დაწერა ზახაროვამ.  

ოლიმპიადაზე მეორე ადგილი!

საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 18-18 ქულით, საქართველოსა და უკრაინის ქალთა ნაკრებებმა პირველ-მეორე ადგილი გაიყვეს, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლით, უკრაინა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ქართველმა გოგონებმა მთელი ტურნირი შესანიშნავად ითამაშეს, ბოლო დღეს კი, მეზობელი აზერბაიჯანელები დამაჯერებლად – 3:1 დაამარცხეს. ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ნანა ძაგნიძე ლელა ჯავახიშვილი ნინო ბაციაშვილი სალომე მელია მერი არაბიძე საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველომ ბოლოს 2008 წელს… Continue reading ოლიმპიადაზე მეორე ადგილი!

იან ნეპომნიაში: ეს ყველაზე შავი ხუთშაბათია…

  მსოფლიოში ერთერთი გამორჩეული დიდოსტატი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი (რედ: ტიტულისთვის მაგნუს კარლსენს ეთამაშა), რუსი იან ნეპომნიაში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. რუსი დიდოსტატის თქმით, ისტორიას ბევრი შავი ხუთშაბათი ახსოვს, მაგრამ ეს მათ შორის ყველაზე შავია: “ისტორია ბევრი შავი ხუთშაბათი უნახავს. დღევანდელი კი ყველაზე მუქია. არა ომს!”   История видела немало чёрных четвергов. Но сегодняшний… Continue reading იან ნეპომნიაში: ეს ყველაზე შავი ხუთშაბათია…

ნონა გაფრინდაშვილი: “დებიუტი მოგებულია”

იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს ნონა გაფრინდაშვილის საჯარო მიმართვას კალიფორნიის შტატის საოლქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: „ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ დებიუტი მოგებულია. ზოგადად ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს რომლებსაც უღირსად შეეხნენ.… Continue reading ნონა გაფრინდაშვილი: “დებიუტი მოგებულია”