ოქროს ბურთი – ხვიჩას პროგრესი ნომინანტთა სიაში და სხვა

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli looks on during the Serie A match between SSC Napoli and Atalanta BC at Stadio Diego Armando Maradona on March 11, 2023 in Naples, Italy (Photo by Giuseppe Maffia/NurPhoto via Getty Images)

Goal.com-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სიაში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც არის. თუ დაახლოებით 1 თვის წინანდელ სიაში ხვიჩა მე-8 ადგილზე იყო, ახლა მე-6 პოზიციაზეა. ათეული შემდეგნაირია. ლეო მესი ერლინგ ჰოლანდი კილიან მბაპე ვიქტორ ოსიმენი ვინიციუს ჯუნიორი ხვიჩა კვარაცხელია მარკუს რაშფორდი რობერტ ლევანდოვსკი კაზემირო ბუკაიო საკა.  

ლუჩანო სპალეტი: ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის

სერია ა-ს 27-ე ტურში ნაპოლი ტორინოს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლით და საგოლე გადაცემებით გამოიჩინა, 1 ბურთი ვიქტორ ოსიმენმაც შეაგდო. ლუჩანო სპალეტიმ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სხვა ფეხბურთელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. “ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის. ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, მაგალითად დი ლორენცო, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან ნამდვილი ჩემპიონივით,… Continue reading ლუჩანო სპალეტი: ნაპოლი მხოლოდ ოსიმენი და კვარაცხელია არ არის

გატუზომ, კვარა ბესტიაო

იტალიური ნაპოლის ყოფილმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ნეაპოლიტანელთა ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულ თავდამსხმელ ჯორჯ ბესტს შეადარა. „როცა კვარაცხელია მოედანზეა, თითქოს ჯორჯ ბესტს ვხედავთ. ის წარმოუდგენელ რაღაცეებს ​​წარმოუდგენელად მარტივად აკეთებს. ახლანდელი ნაპოლი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ისინი  საოცნებო ფეხბურთს თამაშობენ“,-  ამბობს გატუზო.

ხვიჩა 180 მილიონად – რადარზე პსჟ-ც გამოჩნდა

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სატრანსფერო სიახლეები არ წყდება. Le10Sport-ის ინფორმაციით, ქართველი შემტევით პსჟ არის დაინტერესებული. “სულ რამდენიმე თვის წინ ბევრისთვის უცნობი ხვიჩა კვარაცხელია, დღეს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში შარშან ზაფხულს დინამო ბათუმიდან გადავიდა და უმალ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.  მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს,… Continue reading ხვიჩა 180 მილიონად – რადარზე პსჟ-ც გამოჩნდა

კვარაცხელია პრემიერლიგაში? თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავა…

Khvicha Kvaratskhelia of S.S.C. Napoli celebrates after scoring a goal during the Serie A match between U.S. Sassuolo Calcio and S.S.C. Napoli at Mapei Stadium-Citta del Tricolore on February 17, 2023 in Reggio Emilia, Italy. (Photo by Luca Amedeo Bizzarri/LiveMedia/NurPhoto via Getty Images)

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Sun-მა ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ცნობა გაავრცელა. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, კაჭკაჭები ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდებიან. სათქმელია, რომ ნიუკასლი პრემიერლიგაში 47 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩება. სტატიაში ისიც წერია, რომ ნაპოლი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და კვარაცხელიას 140 მილიონ ფუნტად აფასებს.… Continue reading კვარაცხელია პრემიერლიგაში? თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავა…

ყოველ დღე შედევრი უნდათ?

ბრავო, კვარა! ეს რა დონის ფეხბურთელი ხარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შედევრი თუ არ შექმენი, ნეაპოლშიც და საქართველოშიც გულშემატკივარი გულნაკლულია. ის კი არა, თავადაც გულნაკლული ხარ — აინტრახტთან თამაშის ბოლოს, შენი გამომეტყველება და ჟესტიკულაცია ამას მიუთითებდა. გესმის ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ეგრეთწოდებული თამასა არანორმალურ სიმაღლეზე გაქვს აწეული. კარგ თამაშად მხოლოდ შედევრს გითვლიან.… Continue reading ყოველ დღე შედევრი უნდათ?

კვარაცხელია – საშიში არაფერია

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli looks on during the Serie A match between SSC Napoli and Atalanta BC at Stadio Diego Armando Maradona on March 11, 2023 in Naples, Italy (Photo by Giuseppe Maffia/NurPhoto via Getty Images)

ხვიჩა კვარაცხელიას აინტრახტთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშისას სავარჯიშო პროცესის შეწყვეტა მოუწია. საქმე იმაშია, რომ მას ტერფში მოარტყეს და სავარჯიშო მოედანი დატოვა. La Republica-ს დღევანდელ გამოცემაში წერია, რომ ექიმების საქმეში ჩარევის შემდეგ, ხვიჩამ ვარჯიში მალევე გააგრძელა და საშიში არაფერია. შეგახსენებთ, რომ დღეს ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში აინტრახტს უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ნაპოლის სასარგებლოდ… Continue reading კვარაცხელია – საშიში არაფერია

კვარაცხელიამ გუტისგან საჩუქარი მიიღო: იმედია მოგეწონა, გელოდები მადრიდში (ფოტო)

NAPLES, ITALY - MARCH 14: Khvicha Kvaratskhelia of Napoli during a training session ahead of their UEFA Champions League round of 16 match against Eintracht Frankfurt at Stadio Diego Armando Maradona on March 14, 2023 in Naples, Italy. (Photo by SSC NAPOLI/SSC NAPOLI via Getty Images)

ხვიჩა კვარაცხელიამ მადრიდის რეალის ყოფილი ნახევარმცველისგან გუტისგან საჩუქრად ესპანელის მაისურა მიიღო. “ხვიჩასთვის! იმედია მაისურა მოგეწონა და ასევე იმედია შენი ოცნება ახდება, გელოდები მადრიდში.” – მიწერა გუტიმ კვარაცხელიას. 🗣️ Guti’s message to Kvaratskhelia: “For Khvicha, hope you liked the shirt & I hope your dreams come true. I’m waiting for you in Madrid.” @elchiringuitotv 🌟⚪️ pic.twitter.com/AngWNupEX9… Continue reading კვარაცხელიამ გუტისგან საჩუქარი მიიღო: იმედია მოგეწონა, გელოდები მადრიდში (ფოტო)

New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა – “ეს თავისუფლება ჩემი ხელწერაა”

New York Times-ზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო მასალა გამოქვეყნდა. ჟურნალისტი რორი სმიტი ხვიჩას ნეაპოლში ესტუმრა და ინტერვიუ ჩაწერა. “ნეაპოლი, იტალია – ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი უხერხულად არის. ფაქტია, რომ ინტერვიუს მიცემის პროცესი მისთვის იდეალური სიტუაცია არ არის. ხვიჩა კომფორტის ზონის მიღმაა. გარკვეულწილად ეს დამამშვიდებელია. ბოლო 9 თვის განმავლობაში ყველაფერი ისე კარგად წარიმართა, რომ ხანდახან… Continue reading New York Times-მა ხვიჩაზე დაწერა – “ეს თავისუფლება ჩემი ხელწერაა”

ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელიამ მარადონას სტილში გაიტანა

NAPLES, ITALY - JANUARY 13: Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli and Head coach Luciano Spalletti of SSC Napoli after the substitution during the Serie A match between SSC Napoli_Juventus at Stadio Diego Armando Maradona on January 13, 2023 in Naples, Italy. (Photo by Matteo Ciambelli/DeFodi Images via Getty Images)

სერია ა-ს ბოლო ტურში ნაპოლიმ ატალანტა 2:0 დაამარცხა. ამ მატჩზე კომენტარი ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქართველმა შემტევმა ბერგამოელებთან მარადონას სტილში შეაგდო. “კვარაცხელია სივრცეებს კარგად ითვისებს.  ატალანტასთან მან მარადონას სტილში გაიტანა. მარადონა ფეხბურთის ღმერთი იყო, ხვიჩა კი სწორ გზაზეა. კვარაცხელია პატარა სივრცეში ხშირად ეხება ბურთს, არასდროს იცი სად წავა და… Continue reading ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელიამ მარადონას სტილში გაიტანა