ჯულიას ვარდისფერი სიყვარული

ლიდსის ვარსკვლავმა, ხუნიორ ფირპომ, თავის მეუღლე ჯულია ტორალბოს 25-ე დაბადების დღეზე 160-ათასგირვაქიანი ლამბორგინი აჩუქა. მანქანა თავიდან ვერცხლისფერი ყოფილა და ჯულიას არ მოსწონებია. ამჯერად კი იორკშირული კლუბის მცველმა მეორე ნახევარს  მისი საყვარელი ვარდისფერი ოთხთვალა უსახსოვრა. ჯულიას ავტო მყის შეუყვარდა, გახარებულმა ინსტაგრამში ლამბორგინის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩემი ვარდისფერი სიყვარული!“