კახა ცხადაძე: ევროპის ჩემპიონატზე ამ შესარჩევიდან უნდა გავიდეთ, ნაკრებში ამის პოტენციალს ვხედავ

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ქართველ სპეციალისტს შევხვდით და არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. როგორც ცხადაძემ გვითხრა, ყაზახეთში მოლაპარაკებებზე იყო ჩასული, მისით ასევე აზერბაიჯანული გუნდი იყო დაინტერესებული. ცხადაძეს მის საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერაზე, საქართველოს ნაკრებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, საქართველოს ჩემპიონატზე და კიდევ არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. –… Continue reading კახა ცხადაძე: ევროპის ჩემპიონატზე ამ შესარჩევიდან უნდა გავიდეთ, ნაკრებში ამის პოტენციალს ვხედავ

ჯანო ანანიძე: ვინც კვარას ლანძღავთ, მისი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხართ

ჯანო ანანიძემ ინსტაგრამ სთორის საშუალებით ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა. საზოგადოებისთვის ცნობილმა რამდენიმე ადამიანმა, კვარაცხელია გააკრიტიკა, რადგან მან რუსეთზე დასმული კითხვის შემდეგ, “ეს პოლიტიკური შეკითხვაა” უპასუხა და მოკლე პასუხით შემოიფარგლა. ანანიძის პოსტიც ხვიჩას კრიტიკოსებს ეხება. პოსტს ფოტოს სახით გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ თემასთან დაკავშირებით კვარაცხელიას თანადგომა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც გამოუცხადა.

ჯანო ანანიძე: არსენალს ჩემი წაყვანა სურდა, თუმცა სპარტაკმა არ გამიშვა

ჯანო ანანიძემ Championat.com-თან ვრცელ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, მისი შეძენა ლონდონის არსენალს სურდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა. “ტრავმები არის მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ წავედი ევროპაში. ღამის კლუბებში გასართობად არ დავდიოდი, მუდამ პროფესიონალურად ვცხოვრობდი, თუმცა ასეთია ბედი. კარიერა კარგად დავიწყე და პირველ წლებში ჩემი წაყვანა ლონდონის არსენალს სურდა, თუმცა სპარტაკმა 5… Continue reading ჯანო ანანიძე: არსენალს ჩემი წაყვანა სურდა, თუმცა სპარტაკმა არ გამიშვა

ჯანო ანანიძე საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებს. ამის შესახებ მან Championat.com-თან ისაუბრა. “მინდა საქართველოში ჯანო ანანიძის სახელობის საფეხბურთო აკადემია გავხსნა. აქ ძალიან ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან, მინდა მათ ფეხბურთის გარდამავალი ასაკის გადალახვაში დავეხმარო.” – თქვა ანანიძემ. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ანანიძემ კარიერა დაასრულა. სხვა და სხვა დროს იგი მოსკოვის სპარტაკში, როსტოვში,… Continue reading ჯანო ანანიძე საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებს

საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველია ამჟამად ეროვნულ ლიგაში თამაშობს, სადაც გაგრას ღირსებას იცავს. 30 წლის მცველის კარიერაში ბოლო პერიოდში ბევრი სირთულე იყო. პირადი პრობლემები, კარიერაში ჩავარდნა, ომის გამო კლუბის დატოვება, სანაკრებო ამბები… ამ და ბევრ სხვა თემაზე საბა კვირკველიამ Leadersport.ge-სთან ვრცლად ისაუბრა. – გაგრაში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარე. როგორ შეეგუე საქართველოს ჩემპიონატს… Continue reading საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

ჯანო ანანიძე: რომ არა ეს ადამიანი, არავინ იცის სად იქნებოდა ჯანო ანანიძე

ჯანო ანანიძემ დაახლოებით ერთი კვირის წინ კარიერა დაასრულა. მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მადლობას მამას უხდის. მამას, რომელიც მას მუდამ გვერდში ედგა და ყველაფერში ეხმარებოდა. აქვე პოსტი… რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ რაც ოფიციალურად განვაცხადე კარიერის დასრულების შესახებ. დღეს, მსურს იმ კაცზე დავწერო, ვინც ჩემი ცხოვრების მთავარი დასაყრდენი იყო. ადამიანი, რომლის გარეშეც არავინ… Continue reading ჯანო ანანიძე: რომ არა ეს ადამიანი, არავინ იცის სად იქნებოდა ჯანო ანანიძე

ჯანო ანანიძე: ამ გრძნობას ვერასდროს ვერაფერი შეედრება

ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ანანიძემ ბუცები ლურსმანზე 29 წლის ასაკში ტრავმების გამო ჩამოკიდა. კარიერის დასრულებას ჯანო სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, მე ქართველი ვარ და ვითამაშებ ჩემი ქვეყნის ნაკრებში – ეს მაშინ ვთქვი როცა 16 წლის ვიყავი და სხვა არჩევანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არც განიხილებოდა. … Continue reading ჯანო ანანიძე: ამ გრძნობას ვერასდროს ვერაფერი შეედრება

შოთა არველაძე: “ჯანო, გულდასაწყვეტია…”

ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე ჯანო ანანიძის ფეხბურთიდან წასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:   “ჯანო, გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს. განსაკუთრებული იყავი მოედანზეც და განსაკუთრებული ხარ მოედნის მიღმაც. ყველა წამოწყებაში წარმატებას გისურვებ, შენს გვერდით მიგულე! @jano_ananidze_7”

ანანიძემ კარიერა დაასრულა

აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ჯანო ანანიძემ კარიერა დაასრულა. მართალია ეს ინფორმაცია დინამო ბათუმში არ დაგვიდასტურეს, თუმცა სხვა და სხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ ჯანომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ანანიძემ კარიერა მოსკოვის სპარტაკში დაიწყო. ერთი პერიოდი იგი როსტოვში იყო განათხოვრებული, სადაც რუსეთის თასი მოიგო (2014). 2016-17 წლების სეზონში ანანიძე სპარტაკის რიგებში რუსეთის ჩემპიონი გახდა. ჯანო კრილია… Continue reading ანანიძემ კარიერა დაასრულა

ანანიძე კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს

ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ანანიძე ბოლოს დინამო თბილისში თამაშობდა და ტრავმების გამო მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ჯანომ ცხადაძის გუნდი დაახლოებით 2 კვირის წინ დატოვა და მას მერე თავისუფალი აგენტი იყო. ქართველმა შუახაზელმა კარიერა მოსკოვის სპარტაკში დაიწყო. იგი ერთი პერიოდი განათხოვრებით ჯერ როსტოვში იყო, შემდეგ კრილია… Continue reading ანანიძე კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს