ჯეიკ პოლი MMA-ში იბრძოლებს

ცნობილი ამერიკელი იუთუბერი, რომელიც უკვე პროფესიონალი მოკრივეა რეკორდით 6 მოგება 0 მარცხი, MMA-ში მიდის. პოლმა კონტრაქტი ამერიკულ საბრძოლო პრომოუშენთან, PFL-თან გააფორმა. ამ გადაწყვეტილების შესახებ, ჯეიკმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა: “მე ვუერთდები ყველაზე სწრაფად მზარდ სპორტულ ორგანიზაციას, PFL-ს. ნეიტ დიაზთან შეთავაზება უკვე გაკეთებულია, ჩვენ ჯერ ვიბრძოლებთ კრივს, ხოლო შემდეგ MMA-ს PFL-ში.” View this post on Instagram… Continue reading ჯეიკ პოლი MMA-ში იბრძოლებს

ფანობიდან მეტოქეობამდე – ერთი ფოტოს ისტორია

30 ოქტომბერს, ბრძოლის გულშემატკივრები ძალიან საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ – ახალგაზრდა იუთუბერი, აწ უკვე პროფესიონალი მოკრივე, ჯეიკ პოლი, ლეგენდარულ ანდერსონ სილვას დაუპირისპირდება. სილვამ UFC-დან წამოსვლის შემდეგ, ძალები კრივში მოსინჯა და საკმაოდ წარმატებითაც. მან, არც მეტი, არც ნაკლები – მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ცესარ ჩავეზ ჯუნიორი დაამარცხა. ბრაზილიელი 47 წლისაა, თუმცა მიუხედავად ასაკისა, ჯეიკ პოლისთვის ეს ყველაზე რთული… Continue reading ფანობიდან მეტოქეობამდე – ერთი ფოტოს ისტორია

“კონორ, შენ ცოლს უფრო ხშირად ღალატობ, ვიდრე ოქტაგონზე იბრძვი” – ჯეიკ პოლი [VIDEO]

ირლანდიელი სუპერვარსკლავი, კონორ მაკგრეგორი და ახალგაზრდა იუთუბერი, რომელიც ბოლო დროს ძალებს კრივში სცდის, ერთმანეთს სოც.ქსელში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. არიელ ჰელვანის შოუში, ჯეიკმა ახსენა, რომ კონორი აქტიურ ბრძოლას უნდა დაბრუნებოდა. ჯეიკს კონორმა თვითერზე უპასუხა – “შენ 2 ბრძოლა ჩაატარე და 70.000 ტრანსლაცია გაყიდე. შენ არავინ ხარ”. კონორის ამ თვითებს ჯეიკმა ვიდეო მიმართვით უპასიხა: “კონორ, კონორ. შენ… Continue reading “კონორ, შენ ცოლს უფრო ხშირად ღალატობ, ვიდრე ოქტაგონზე იბრძვი” – ჯეიკ პოლი [VIDEO]

ჯეიკ პოლისა და ტომი ფიურის ბრძოლა აგვისტოსთვის ჩაინიშნა

კრივის ახალგაზრდა ვარსკლავების, ჯეიკ პოლისა და ტაისონ ფიურის ძმის, ტომი ფიურის ბრძოლა ხელახლა ჩაინიშნა. ისინი ერთმანეთს გასულ წელს უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა ტომი ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა. ტომის მაგივრად ჯეიკი ტაირონ ვუდლის მეორედ შეხვდა და ნოკაუტით დაამარცხა. ეს ამერიკელისთვის კრივის კარიერაში მე-5 გამარჯვება იყო. ჯეიკი, როგორც მოკრივე, დღითიდღე იზრდება და ვითარდება. ასე რომ, ის შეხედულება, რომ… Continue reading ჯეიკ პოლისა და ტომი ფიურის ბრძოლა აგვისტოსთვის ჩაინიშნა

ჯეიკ პოლმა მაიკლ ბისპინგი საბრძოლველად გამოიწვია – ინგლისელმაც მალევე უპასუხა

ცნობილი იუთუბერი და აწ უკვე დაუმარცხებელი პროფესიონალი მოკრივე, ჯეიკ პოლი, UFC-ს ყოფილ ჩემპიონს, მაიკლ ბისპინგს იწვევს. ამერიკელი მოკრივე თვითერზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს: “ძვირფასო ბისპინგ, გთავაზობ შეწყვიტო შენი პოდკასტის წამყვანობა, აიღო კრივის ლიცენზია და შემებრძოლო. ვნახოთ თუ დაგეხმარება UFC-ს ქამარი და გულშემატკივრების პატივისცემა რინგზე ჩემს დამარცხებაში.” Dear @bisping, I challenge you to stop hosting your struggling… Continue reading ჯეიკ პოლმა მაიკლ ბისპინგი საბრძოლველად გამოიწვია – ინგლისელმაც მალევე უპასუხა

“მასვიდალი ბო*ია, კოლბის უკნიდან მიეპარა” – ჯეიკ პოლი

მაიამის რესტორანთან მომხდარი თავდასხმის გამო, ხორხე მასვიდალის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. მასვიდალი ვახშმიდან გამოსულ კოლბი კოვინგტონს თავს უკნიდან თავს დაესხა, ორჯერ დაარტყა და როგორც მაიამის პოლიცია იუწყება, მას კბილიც კი მოსტეხა. მასვიდალსა და კოლბის დაძაბული ურთიერთობა უკვე წლების მანძილზე აქვთ – ისინი ადრე საუკეთესო მეგობრები იყვნენ, შემდეგ კი მტრებად იქცნენ. მათი დაპირისპირება ლოგიკურ დასასრულამდეც მივიდა –… Continue reading “მასვიდალი ბო*ია, კოლბის უკნიდან მიეპარა” – ჯეიკ პოლი

“ჯეიკ პოლთან ბრძოლა MMA-ში?..” – ხაბიბი შესაძლო დაპირისპირებაზე ალაპარაკდა

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კარიერა 2 წლის წინ დაასრულა. მიუხედავად ამისა, მის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრები არ წყდება, მეტოქეებად კი ხან ვის მოიაზრებენ, ხან ვის. ბოლო პერიოდში კი დაღესტანელის სახელს ჯეიკ პოლს, კრივის ახალგაზრდა ვარსკვლავს უკავშირებენ. პოლმა კრივში გამართულ 5-ვე ბრძოლაში გაიმარჯვა, აქედან 4-ში ნოკაუტით. მისივე თქმით, იგი მალე MMA-ში გადაბარგდება. თავდაპირველად მან… Continue reading “ჯეიკ პოლთან ბრძოლა MMA-ში?..” – ხაბიბი შესაძლო დაპირისპირებაზე ალაპარაკდა

“შევე*ი დენა უაითს” – ჯეიკ პოლი ახალ მუსიკალურ კლიპს ავრცელებს [VIDEO]

ბოლო პერიოდში, ჯეიკ პოლსა და დენა უაითს შორის დიდი დაძაბულობაა. ახალგაზრდა მოკრივე, დენა უაითს მებრძოლების დაუფასებლობის გამო აკრიტიკებს – დაბალი ანაზღაურებები, არახელსაყრელი ჯანდაცვის პირობები და ა.შ. წლის დასაწყისში, ისინი სოც.ქსელში ერთმანეთს მწვავე ვიდეო მიმართვებით დაუპირისპირდნენ, სადაც ჯეიკი დენას კოკაინზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა, ხოლო დენა პოლს სტეროიდების გამოყენებას აბრალებდა. ჯეიკ პოლის მიერ დენა უაითის კრიტიკა ახლა სულ… Continue reading “შევე*ი დენა უაითს” – ჯეიკ პოლი ახალ მუსიკალურ კლიპს ავრცელებს [VIDEO]

ჯეიკ პოლის ინვესტიცია UFC-ს მებრძოლების კეთილდღეობისთვის

2022 წელი, ჯეიკ პოლსა და UFC-ს პრეზიდენტს შორის, დაძაბულობით დაიწყო. ჯეიკი დენა უაითს სხვადასხვა მიზეზების გამო აკრიტიკებდა – ერთ-ერთი იყო მებრძოლებისთვის დაბალი ანაზღაურების გადახდა. მიუხედავად დენასთან დაძაბული ურთიერთობისა, ჯეიკ პოლმა ინვესტიცია გააკეთა UFC-ს მშობელ კომპანია “Endeavor”-ში, რათა სამომავლოდ მებრძოლების კეთოლდღეობა უზრუნვეყლოფილი იყოს. ამის შესახებ ახალგაზრდა მოკრივემ თვითერზე პოსტი გაავრცელა: “მე და ჩემმა პარტნიორმა ინვესტიცია ჩავდეთ… Continue reading ჯეიკ პოლის ინვესტიცია UFC-ს მებრძოლების კეთილდღეობისთვის

“შენს ორგანიზაციაში ვიბრძოლებ, თუ ჯერ შენ დაგიპირისპირდები” – ჯეიკმა ხაბიბის მოწვევა მიიღო

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კარიერის დასრულების შემდეგ საბრძოლო ორგანიზაცია Gorilla FC შეიძინა, რებრენდინგი გაუკეთა და აწ უკვე Eagle FC-ს სათავეში ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ ნურმაგომედოვი ორგანიზაციას დიდ ყურადღებას აქცევს, უზარმაზარ ინვესტიციებსაც დევს და შედეგიც სახეზეა. მან არაერთი UFC-ს მებრძოლი გადმოიფორმა Eagle FC-ში და ორგანიზაციის პოპულარობაც დღითიდღე იძრდება. ამ ამბების პარალელურად, იუთუბიდან კრივში წასულმა… Continue reading “შენს ორგანიზაციაში ვიბრძოლებ, თუ ჯერ შენ დაგიპირისპირდები” – ჯეიკმა ხაბიბის მოწვევა მიიღო