ჯეილინ ბრაუნის 50 ქულა და გამარჯვება „მეჯიქთან“

მიმდინარე სეზონში „ბოსტონი“ საკუთარ თავს არ გავს – გუნდმა ვერ დაიჭირა საჭირო სათამაშო რიტმი და ჯერჯერობით მოგება/წაგების უარყოფით ბალანსზე იმყოფება 18/19. კოვიდ პანდემიის გამო „სელტიქსმა“ ჯეისონ ტეიტუმი დაკარგა, მის გარეშე კი „ბოსტონმა“ უკანასკნელი 4 მატჩიდან 3 წააგო და ისედაც ცუდი მდგომარეობა კატასტროფულს მიუახლოვა. ლეგენდარული ფრენჩაიზის რიგებში ტატუმის არყოფნაში ვინმეს უნდა აეღო ლიდერობა საკუთარ თავზე და… Continue reading ჯეილინ ბრაუნის 50 ქულა და გამარჯვება „მეჯიქთან“

„ნიუ იორკმა“ „ბოსტონი“ ორმაგ ოვერტაიმში დაამარცხა 138:134

ჯადოსნური საკალათბურთო მატჩი შედგა Madison Square Garden-ში, სადაც ადგილობრივმა „ნიუ იორკმა“ „ბოსტონს“ უმასპინძლა. უაღრესად დაძაბული შეხვედრის ბედი მეორე ოვერტაიმის ბოლოს გადაწყდა, როდესაც „ნიქსმა“ საბოლოოდ გატეხა მეტოქე და 138:134 იმარჯვა. ოთხი მეოთხედის განმავლობაში პარკეტზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. 10-ჯერ შეიცვალა ლიდერი, ხოლო 11-ჯერ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. უკანასკნელი პერიოდის დასრულებამდე 4.8 წამით ადრე „ნიუ იორკი“ 116:113 იგებდა. „ბოსტონის“… Continue reading „ნიუ იორკმა“ „ბოსტონი“ ორმაგ ოვერტაიმში დაამარცხა 138:134