“ფილადელფიას” 147 ქულა “დეტროიტთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში “ფილადელფიამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “დეტროიტს” და მეტოქე 147-116 გაანადგურა. ტრავმა მოიშუშა და 3 მატჩის გამოტოვების შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა ჯოელ ემბიდი, რომელმაც მორიგი საკალათბურთო სპექტაკლი დადგა და სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა 36 ქულა+11 მოხსნა. პირველმა მეოთხედმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – ბეის, მაკგრუდერის და აივის ზუსტი სროლების ფონზე “პისტონზი” ცდილობდა დიდი სხვაობით არ… Continue reading “ფილადელფიას” 147 ქულა “დეტროიტთან”

ჰარდენი-ემბიდის წყვილმა “ნიქსს” 64 ქულა ჩაუგდო

NBA-ს რეგულარულ გათმაშებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შობის ღამეს გამართული  მატჩებია. ლიგის გამორჩეული გუნდები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ხოლო ტელევიზორებთან შეკრებილი მილიონობით მაყურებელი უდიდეს სიამოვნებას იღებს. NBA-ს ისტორიაში შობის ღამეს ერთმანეთს ყველაზე ხშირად ნიუ იორკ ნიქსი და ფილადელფია უპირისპირდებიან. ეს გუნდები მეცამეტედ შეხვდნენ ერთმანეთს (რეკორდი) და ნამდვილი საკალათბურთო შოუც დადგეს. “მედისონ სქვერ გარდენში” გამართული მატჩის პირველ მეოთხედში მასპინძლები დომინირებდნენ… Continue reading ჰარდენი-ემბიდის წყვილმა “ნიქსს” 64 ქულა ჩაუგდო

ბითაძის 21 წუთი “ფილადელფიასთნ”

NBA-ს ჩემპიონობის ერთერთ კანდიდატად შერაცხულმა “ფილადელფიამ” სეზონის სტარტზე საშნელი შედეგები აჩვენა. დოკ რივერსის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ “ბოსტონთან” წააგო, შემდეგ “მილუოკისთან”, პიკი კი “სან ანტონიოსთან” განცდილი მარცხი იყო… “ინდიანასთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც ბოდიში მოიხადა ცუდი შედეგებისთვის და თქვა, რომ გუნდში ისეთი განწყობაა, თითქოს მოგება/წაგების ბალანსი 0-82-ზე გვქონდესო. “ფილამ” პირველივე მეოთხედში “დაბომბა”… Continue reading ბითაძის 21 წუთი “ფილადელფიასთნ”

მამუკელაშვილის დებიუტი გადაიდო

NBA-ს 2022/23 წლების რეგულარულ სეზონში ჩაერთო “მილუოკი ბაქსიც”. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად დაუპირისპირდა “ფილადელფიას” და მეტოქე 90:88 დაამარცხა. სამწუხაროდ გადაიდო სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი მიმდინარე სეზონში. ქართველი მძიმე ფორვარდი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა და იქიდან უყურა საკუთარი გუნდის გამარჯვებას. კრის მიდლტონი ჯერჯერობით არ არის მზად მოედანზე დასაბრუნებლად, ამიტომ ჯევონ კარტერი მოხვდა “მილუოკის” სასტარტო ხუთეულში… Continue reading მამუკელაშვილის დებიუტი გადაიდო

“ბოსტონმა” ფილადელფია” ბოლოს გატეხა

დღეს, გამთენიისას სტარტი აიღო NBA-ს 2022/23 წლების სეზონმა. გახსნით მატჩში “ბოსტონმა” უმასპინძლა “ფილადელფიას” და მეტოქე 126:117 დაამარცხა. შეხვედრის სტარტი “სელტიქსს” უკეთესი გამოუვიდა – მარკუს სმარტის და ჯეისონ ტეიტუმის ზუსტი სროლების ფონზე 9:2 გაიქცა, თუმცა “ფილადელფია” დროულად გამოფხიზლდა. ბრწყინვალედ ათამაშდა ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც პირველ პერიოდში 16 ქულა ჩააგდო და შორი დისტანციებიდან აიკლო მეტოქის კალათი. “ბაბუაწვერას” ბრწყინვალე… Continue reading “ბოსტონმა” ფილადელფია” ბოლოს გატეხა

დეჟანტე მიურეი “ატლანტაში” გადადის

ESPN-ის ინსაიდერის ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით “სან ანტონიომ” გადაწყვიტა მაინც გაცვალოს გუნდის ლიდერი დეჟანტე მიურეი, რომელსაც ძალიან სურს საპლეიოფო დონის გუნდში თამაში. “სპურსის” გამთამაშებელი დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან “ატლანტას” მაისურს მოირგებს, საპირისპირო მიმართულებით კი “ჰოუქსიდან” “სან ანტონიოში” იტალიელი მძიმე ფორვარდი დანილო გალინარი და დრაფტის პირველი რაუნდის 3 არჩევანი “მოდის” (2023 წლის “შარლოტისგან” მიღებული, 2025 და 2027… Continue reading დეჟანტე მიურეი “ატლანტაში” გადადის

“ფილადელფიამ” და “დალასმა” ანგარიში გაათანაბრეს

უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს საპლეიოფო დაპირისპირებები აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში. დღეს გამთენიისას, “დალასმა” 111:101 სძლია “ფინიქსს”, ხოლო “ფილადელფიამ” 116:108 “მაიამის”. ორივე სერიაში ანგარიში 2:2 გახდა და “ყველაფერი თავიდან იწყება”. სკანდალური გამოდგა “დალასი” – “ფინიქსის” სერიის მეოთხე შეხვედრა. მატჩის მიმდინარეობისას “მავერიქსის” ერთერთმა გულშემატკივარმა ხელი კრა კრის პოლის დედას და ცოლს, რამაც მცირე არეულობა გამოიწვია ტრიბუნაზე. კრის პოლი… Continue reading “ფილადელფიამ” და “დალასმა” ანგარიში გაათანაბრეს

2010-იანების NBA-ს 5 საუკეთესო კალათბურთელი

LOS ANGELES, CA - MARCH 5: LeBron James #6 of the Los Angeles Lakers high fives Stephen Curry #30 of the Golden State Warriors after the game on March 5, 2022 at Crypto.Com Arena in Los Angeles, California. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and/or using this Photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2022 NBAE (Photo by Andrew D. Bernstein/NBAE via Getty Images)

პოპულარულმა საერთაშორისო გამოცემა Associated Press-მა დაასახელა 2010-იანი წლების NBA-ს 5 საუკეთესო კალათბურთელი. AP-ის ვერსიით, გასული დეკადის 5 საუკეთესო კალათბურთელი ასე გამოიყურება: სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), კევინ დურანტი (ბრუკლინი), ჯეიმს ჰარდენი (ფილადელფია), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), დირკ ნოვიცკი (დალასი). NBA-ს ყველა დროის საუკეთესო სნაიპერად აღიარებულმა სტეფ კარიმ 2010-2019 წლებში “გოლდენ სტეიტთან” ერთად სამი ჩემპიონობა მოიპოვა (2015, 2017,… Continue reading 2010-იანების NBA-ს 5 საუკეთესო კალათბურთელი

ბენ სიმონსის ხმაურიანი დაბრუნება ფილადელფიაში

NBA-ს დღის ცენტრალურ შეხვედრაში “ფილადელფიამ” საკუთარ მოედანზე “ბრუკლინს” უმასპინძლა. შეხვედრის წინ ინტრიგას ზრდიდა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე კვირის წინ გუნდებმა ერთმანეთში მოთამაშეები გაცვალეს – “ნეთსში” სათამაშოდ გადავიდა ბენ სიმონსი, ხოლო “ფილამ” ჯეიმს ჰარდენი მიიღო. ფილადელფიური პუბლიკა ძალიან ცივად დახვდა ბენ სიმონსს, მართალია “ბრუკლინის” გამთამაშებელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია (ზურგის ტრავმა), თუმცა გუნდთან ერთად გახურდა და… Continue reading ბენ სიმონსის ხმაურიანი დაბრუნება ფილადელფიაში

პოპოვიჩი ნელსონს დაეწია, ჰარდენი მილერს

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” 117:107 დაამარცხა “ლეიკერსი”. ეს გამარჯვება “სპურსის” ლეგენდარული მწვრთნელის – გრეგ პოპოვიჩის კარიერაში 1335-ე გამოდგა(იგულისხმება რეგულარული სეზონის მატჩები). 73 წლის “პოპი” ამ მაჩენებლით დაეწია რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ დონ ნელსონს. გრეგის გუნდს მომდევნო შეხვედრა “ტორონტოსთან” აქვს და გამარჯვების შემთხვევაში პოპოვიჩი პირველ ადგილზე გადავა. “სან ანტონიოს” მწვრთნელს 1335 მატჩის მოსაგებად… Continue reading პოპოვიჩი ნელსონს დაეწია, ჰარდენი მილერს