“ბოსტონის” რევანში “გოლდენ სტეიტთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ბოსტონმა” საკუთარ TD GARDEN-ში უმასპინძლა “გოლდენ სტეიტს”. ეს გახლდათ ლიგის შარშანდელი სუპერ ფინალური სერიის “რემატჩი”. “სელტიქსი” ფინალს 2:1-ს იგებდა, თუმცა შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი დათმო და მასთან ერთად სანუკვარი ჩემპიონობაც. “ბოსტონმა” მიმდინარე რეგულარულშიც წააგო გასვლითი შეხვედრა “ვორიორზთან”, ასე რომ “სელტიქსს”  4 მატჩიანი წაგებათა სერია ქონდათ მოქმედ ჩემპიონებთან და ყველას რევანშის… Continue reading “ბოსტონის” რევანში “გოლდენ სტეიტთან”

საუკეთესოები NBA-ს სეზონის სტარტზე

NBA-მ სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგები შეაჯამა და ოქტომბერ/ნოემბრის თვის საუკეთესოები გამოავლინა. თვის საუკეთესო კალათბურთელები აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოობა არავის დაუთმო ჯეისონ ტეიტუმმა. “ბოსტონის” ფორვარდი საშუალოდ მატჩში აღებული ქულების მიხედვით მეორე ადგილზეა ლიგაში – 31,6. მის ანგარიშზე ასევე გახლავთ 7,8 მოხსნა და 4,5 შედეგიანი გადაცემა. “სელტიქსი” დამაჯერებლად ლიდერობს NBA-ს ცხრილს. დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელად დევინ ბუკერი დასახელდა.… Continue reading საუკეთესოები NBA-ს სეზონის სტარტზე

ჯეისონ ტეიტუმის 49 ქულა “მაიამის” წინააღმდეგ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი ბოსტონში იმართებოდა, სადაც ადგილობრივი “სელტიქსი” მასპინძლობდა “მაიამი ჰიტს”. ეს გახლდათ გასული სეზონის, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მატჩის განმეორება. სტუმრებს ძალიან სურდათ რევანშის აღება, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ჯეისონ ტეიტუმის 49 ქულის და 11 მოხსნის ფონზე “ბოსტონმა” 134-121 დაამარცხა “მაიამი” და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები აღმოსავლეთ კონფერენციაში. “სელტიქსის” საკალათბურთო ვარსკვლავმა… Continue reading ჯეისონ ტეიტუმის 49 ქულა “მაიამის” წინააღმდეგ

დონჩიჩის 42 ქულამ დალასს ვერ უშველა

ბოსტონ სელტიქსი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს 2022/23 წლების სეზონში. რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში ჯო მაზულას გაწვრთნილმა გუნდმა საკუთრ მოედანზე უმასპინძლა დალასს და მეტოქე 125-112 დაამარცხა. შეხვედრის სტარტი ბოსტონს უკეთესი გამოუვიდა – 6 წუთის შემდეგ 17-14 იგებდა, როდესაც ჯეილენ ბრაუნმა “აიწყვიტა” და ზედიზედ 7 ქულა აიღო. სელტიქსი გაჩერებას არ აპირებდა – მეორე მეოთხედში საკუთარ თავზე ლიდერობა… Continue reading დონჩიჩის 42 ქულამ დალასს ვერ უშველა

დონჩიჩის, ემბიდის და ტეიტუმის 40+ ქულიანი შეხვედრები

NBA-ს სტარტზე ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება ლუკა დონჩიჩი. სლოვენიელმა კალათბურთელმა 2022/23 წლების რეგულარულ გათამაშებაში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა და ლომის წვლილი შეიტანა დალასის საშინაო გამარჯვებაში პორტლენდის წინააღმდეგ 117-112. ლუკას ანგარიშზე 42 ქულა+13 მოხსნა+10 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. სლოვენიელმა კალათბურთელმა სეზონის სტარტზე, 12 მატჩიდან 10-ში 30+ ქულა ჩააგდო. დონჩიჩი NBA-ში მეხუთე სეზონს ატარებს და მის ანგარიშზე უკვე… Continue reading დონჩიჩის, ემბიდის და ტეიტუმის 40+ ქულიანი შეხვედრები

გოლდენ სტეიტი ჩემპიონობას მიუახლოვდა

NBA-ს სუპერ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში გოლდენ სტეიტმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ბოსტონს და მეტოქე 104:94 დაამარცხა. საპლეიოფო სერიაში ვორიორზი 3:2 დაწინაურდა და სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს ერთი მოგებაღა სჭირდება, რათა ჩემპიონობა იზეიმოს. “ოქროს შტატელებს” შეხვედრის სტარტი იდეალური გამოუვიდათ – დრაიმონდ გრინის და ენდრიუ ვიგინსის დუეტი ბრწყინვალედ ასპარეზობდა როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. გოლდენ სტეიტი 24-8 გაიქცა… Continue reading გოლდენ სტეიტი ჩემპიონობას მიუახლოვდა

NBA-ს სუპერ ფინალში ბოსტონმა ლიდერობა დაიბრუნა

NBA-ს სუპერ ფინალების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ – როდესაც სერიაში ანგარიში 1:1-ია, მესამე მატჩის მომგები გუნდი 83%-იანი ალბათობით საბოლოოდ ჩემპიონიც ხდება. მესამე მატჩი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ სერიაში პირველად ხდება მოედნის ცვლილება. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ბოსტონურ პუბლიკას არ ქონია საშუალება NBA-ს ფინალისთვის ემასპინძლა, შესაბამისად პირველ საშინაო მატჩზე ადგილობრივი “სელებრითებით” გაივსო პირველი რიგი. გოლდენ სტეიტისთვის… Continue reading NBA-ს სუპერ ფინალში ბოსტონმა ლიდერობა დაიბრუნა

“ბოსტონის” ჩემპიონობის შანსი 86%-ია

3 ივნისს, გამთენიისას, დილის 5 საათზე სტარტს აიღებს NBA-ს სუპერ ფინალური სერია. ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან  ბოსტონი vs გოლდენ სტეიტი. აღმოსავლეთ კონფერენცია “ბოსტონ სელტიქსმა” მოიგო. ემე უდოკას გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარულ გათამაშები მძიმე სტარტი აიღო და 50 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოგება წაგების თანაბარი ბალანსი ქონდა 25/25. სეზონის მეორე ნახევარში “სელტიქსმა” ძალიან მოუმატა,… Continue reading “ბოსტონის” ჩემპიონობის შანსი 86%-ია

“ბოსტონ სელტიქსი” NBA-ს სუპერ ფინალში ითამაშებს

NBA-ს 2021-22 წლების რეგულარული სეზონის პირველი ნახევარი “ბოსტონს” საკმაოდ ცუდი გამოუვიდა – 50 გამართული თამაშის შემდეგ გუნდს 25 მოგება და 25 წაგება ქონდა. ყველა ალაპარაკდა, რომ ემე უდოკა ვერ ამართლებდა მასზე გაცემულ ავანსებს და ისეთი დიდი გუნდის მწვრთნელად არ უნდა დანიშნო ადამიანი, რომელსაც მთავარ მწვრთნელად არასდროს უმუშავია (ასისტენტი იყო). განხორციელებული ტრედების შედეგად “სელტიქსმა” მიიღო დერიკ… Continue reading “ბოსტონ სელტიქსი” NBA-ს სუპერ ფინალში ითამაშებს

ბოსტონმა მაიამი “წალეკა”

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში “ბოსტონმა” საკუთარ TD GARDEN-შ უმასპინძლა “მაიამის” და მეტოქე 102-82 გაანადგურა. შეხვედრის სტარტი სტუმრებს საშინელი გამოუვიდათ – საწყისი 16 სროლიდან 15 გაუფუჭდათ და ანგარიშში დიდი სხვაობით ჩამორჩნენ მეტოქეს. “ბოსტონმა” 26-4 გაქცევით დაიწყო მატჩი და პირველი მეოთხედის შემდეგ 29-11 იგებდა, პირველი ტაიმის შემდეგ კი სხვაობა უკვე კატასტროფული იყო 57-33. შეხვედრამ… Continue reading ბოსტონმა მაიამი “წალეკა”