ოჰ, ეს ჯეკი…

აბა, ჯეკ გრილიშისგან ხიფათიანი ამბები ვისღა უკვირს. ხან რესტორნიდან გამოიყვანენ მთვრალს და ნაჩხუბარს, ხან ქალებს ეპარება ბარიდან… მოკლედ, არ მოგაწყენს. ამჯერადაც მის გამო კინაღამ ჯგუფური ჩხუბი ატყდა. მანჩესტერ სიტი ოთხშაბათ საღამოს ამხანაგურ მატჩში მექსიკურ ამერიკას ეთამაშებოდა და კევინ დე ბრუინის დუბლით 2:1 დაამარცხა. ერთ ეპიზოდში გრილიში მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მექსიკელთა ლეგენდარული მეკარე გილერმო ოჩოა მის… Continue reading ოჰ, ეს ჯეკი…

დალიე, ჯეკ 2

Manchester City's Jack Grealish (left) and Kyle Walker during the Premier League trophy parade in Manchester. Picture date: Monday May 23, 2022. PA Photo. See PA story SOCCER Man City. Photo credit should read: David Davies/PA Wire. RESTRICTIONS: Use subject to restrictions. Editorial use only, no commercial use without prior consent from rights holder.

ლურჯი მანჩესტერი ზეიმობს. ჩემპიონმა სიტიმ ქალაქის ქუჩები გადახდილი ავტობუსით მოიარა. ფეხბურთელები ლუდს წრუპავდნენ და გარშემო შეკრებილ ქომაგებს შამპანურით წუწავდნენ. ჯეკ გრილიშმა გუშინ თქვა, სამი დღე არ გამოვფხიზლდებიო და დანაპირებს ასრულებს. მალე 100-მილიონიანი შენაძენი შეზარხოშდა და აცეკვდა, მას პარტნიორებიც აჰყვნენ. სხვათა შორის, მათ უკვე მომავალი სეზონისთვის შეკერილი რეტრო-დიზაინის მაისურები ეცვათ. დამრიგებელი პეპ გვარდიოლა კი თავის თანაშემწეებთან… Continue reading დალიე, ჯეკ 2

დალიე, ჯეკ!

კვირას მანჩესტერ სიტი ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ეტიჰადის სტადიონზე მოწყობილი დაჯილდოების გრანდიოზული შოუს დამთავრების შემდეგ, ქალაქელთა მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ზეიმი ბარ-რესტორნებში გააგრძელეს. უმეტესობა ცნობილ რესტორან The Ivy-ში წასულა და დილამდე დაუყვიათ იქ. პეპ გავრდიოლა ძალიან ბედნიერი ჩანდა. ილკაი გიუნდოიგანი და კევინ დე ბრუინი თავის ქალბატონებთან ერთად მისულიყვნენ, მთვრალ ჯეკ გრილიშს კი დაცვა აკავებდა. ჯეკს… Continue reading დალიე, ჯეკ!

შენ ვინღა გეკითხებაო და… მოქაჩეს

ეს მადრიდის ატლეტიკო წელს პუტინის რუსეთივითაა – მათი ქმედება არანაირ ლოგიკას ექვემდებრება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩებში მათმა ფეხბურთელებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს მანჩესტერ სიტის მოთამაშეებზე. ომი იყო და არა ფეხბურთი. თუმცა მათი დამრიგებელი, დიეგო სიმეონე ამბობს, რომ ფეხბურთში მთავარია გამარჯვება, ხოლო რა მეთოდით მიიღწევა ის, აბსოლუტურად სულერთია. საპასუხო მატჩშიც გაწევ-გამოწევა ხშირი იყო. თამაში ხშირად ჩერდებოდა და… Continue reading შენ ვინღა გეკითხებაო და… მოქაჩეს

ჭუჭყიანი ყ … ბი

ის, რაც სამშაბათ საღამოს ატლეტიკომ ჩაიდინა ეტიჰადზე, ალბათ მსუყე ასოებით ჩაიწერება წიგნებში – როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი. ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სიტის წინააღმდეგ (1:0) დიეგო სიმეონემ ავტობუსთა ავტობუსი ჩაუყენა მასპინძლებს, მაგრამ ეს არახალია არგენტინელი მწვრთნელის პერიოდში… საინტერესო ის იყო, რომ ერთ ეპიზოდში შეცვლაზე შესულ ჯეკ გრილიშს, რომელსაც ტრავმა სულ ახალი მოშუშებული აქვს, თავის საჯარიმოში… Continue reading ჭუჭყიანი ყ … ბი

რატომ ყოველთვის მე?

გასხოვთ სათაურში გამოტანილი სიტყვები ვის ეწერა ერთ დროს მაისურაზე? რა თქმა უნდა, გადარეულ მარიო ბალოტელის, მანჩესტერ სიტიში თამაშისას. ახლა ქალაქელებს ეტყობა ახალი მარიო გამოუჩნდათ. ყოველ შემთხვევაში, სეზონის წინ 100 მილიონად ნაყიდი ჯეკ გრილიში მას დიდად არ ჩამორჩება. ჯეკი სიტის ქომაგების მოლოდინს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. ვერ გადაიქცა ლიდერად. სამაგიეროდ სკანდალური ამბებით ხშირად ხვდება ტაბლოიდების თავფურცლებზე. ჯერ… Continue reading რატომ ყოველთვის მე?

ახალი თავი

მანჩესტერ სიტის 100 მილიონგირვაქიანი შენაძენი ჯეკ გრილიში ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. თუმცა თავისი ოსტატობა უფრო ინსტაგრამში გამოავლინა. ისეთი ფოტო გამოაქვეყნა, ვერ იცნობთ. ყველა მიჩვეული იყო მის ვარცხნილობას, ამჯერად კი „ახალი თავით“ წარმოგვიდგა თავის ოდინდელ ასტონვილელ მეგობართან, კალუმ რობინსონთან ერთად, რომელსაც დაბადების დღე ჰქონია. „დაბადების დღეს ვულოცავ ჩემი ცხოვრების საუკეთესო თანამგზავრს. მგონი ცოტა გავიფურჩქნეთ. მიყვარხარ… Continue reading ახალი თავი

ნუნუ ისევ ელის

კვირას, პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, ტოტენჰემმა შინ მოქმედი ჩემპიონი, მანჩესტერ სიტი 1:0 დაამარცხა კორეელი სონის გოლით. მინდორზე არ იყო დეზების ლიდერი ჰარი კეინი. მის მაგიერ ჩრდილოლონდონელებს მეკარე უგო ლორისი კაპიტნობდა. საინტერესო კი ის არის, რომ ტოტენჰემის ახალმა დამრიგებელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ, ახლაც არ იცის, ითამაშებს თუ არა კეინი მომავალ ტურში ვულვერჰემპტონის წინააღმდეგ. თავად კეინი ისევ… Continue reading ნუნუ ისევ ელის

გრილიში – 117!

ჯეკ გრილიშის ტრანსფერის გაოფიციალურებას ცოტა აკლია. როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, უახლოესი დღეების ამბავია: მანჩესტერ სიტი 117 მილიონ ევროს უხდის ასტონ ვილას.   25 წლის ნახევარმცველი ხელფასის სახით წელიწადში 13 მილიონ ევროს მიიღებს – ეს ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით. კონტრაქტი კი 2026 წლამდე იქნება.   6 გოლი, 12 საგოლე პასი – ასეთია გრილიშის სტატისტიკა პრემირლიგის გასულ… Continue reading გრილიში – 117!

ჯეკი და საშა

ინგლისის ნაკრების ნიჭიერი ჯეკ გრილიში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ცოტა ხნის წინათ, მან მშობლიური ასტონ ვილას ახალი სეზონის ფორმის პრეზენტაცია მოაწყო და ამით თითქოს მიუთითა – შინ ვრჩებიო. თუმცა, ბრიტანული ტაბლოიდები ამტკიცებენ, მანჩესტერ სიტი გრილიშში 100 მილიონ გირვანქას იხდის და ტრანსფერის საქმე დღეების ამბავიაო. ამასობაში, ჯეკი ხორვატიის ისტორიულ ქალაქ დუბროვნიკში შეამჩნიეს, სადაც თავის… Continue reading ჯეკი და საშა