დაახლოებით 2 კვირის წინ ჯენოამ ანდრეი შევჩენკო მთავრი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ დავა კვლავ მიდის, უკრაინელი ითხოვს, რომ კომპენსაციის თანხა სრულად გადაუხადონ, იტალიური გუნდი კი უარზეა. შევჩენკოს გაშვების შემდეგ, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ჯენოას 20 მილიონის გადახდა მოუწევდა, თუმცა როგორც გითხარით, გენუელები უარზე არიან. დავა კვლავ გრძელდება და ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. შეგახსენებთ,… Continue reading შევჩენკო ჯენოას ედავება – უკრაინელი დიდ ფულს ითხოვს
Tag: ჯენოა
ჯენოამ შევჩენკო გაუშვა
ჯენოამ ანდრეი შევჩენკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. შევჩენკო გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. უკრაინელმა სპეციალისტმა გუნდი შარშან ნოემბერში ჩაიბარა. გენუელებმა შევჩენკოს ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ 1 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 7-ჯერ დამარცხდნენ. ჯენოა სერია ა-ში 12 ქულით მე-19 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ გენუელებს შევჩენკოს გაშვება ძვირი დაუჯდებათ. კონტრაქტის… Continue reading ჯენოამ შევჩენკო გაუშვა
შევჩენკო პოლონეთის ნაკრებში?
იტალიური ჯენოას დამრიგებელი, ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი, ცეზარი კულეშა, პირადად ყოფილა უკრაინელი სპეციალისტის გადაბირების მოსურნე. მართალია, შევჩენკო მხოლოდ ორი თვეა იტალიაში მუშაობს და ასე უცებ იქიდან ნაკლებ სავარაუდოა წამოვიდეს, მაგრამ წყარო ამტკიცებს, რომ პოლონეთის საფეხბურთო კავშირი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს ჯენოასგან. ეს ამბავი სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.… Continue reading შევჩენკო პოლონეთის ნაკრებში?
კახა კალაძე: შევჩენკოს და ტასოტის წინაშე რთული და საინტერესო ამოცანაა
ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ანდრეი შევჩენკოს ჯენოაში დანიშვნაზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შევჩენკოს წინაშე რთული და საინტერესო ამოცანაა. “შევას მტკიცე ხასიათი აქვს, ის ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს. ამას მის მიერ მოგებული ოქროს ბურთიც მოწმობს. როგორც მისი მეგობარი, ვფიქრობ რომ სწორი გზა აირჩია როცა ჯერ ნაკრებს ხელმძღვანელობდა და შემდეგ კლუბი ჩაიბარა. … Continue reading კახა კალაძე: შევჩენკოს და ტასოტის წინაშე რთული და საინტერესო ამოცანაა
შევჩენკო იტალიაში დაბრუნდა… ამჯერად მწვრთნელად
ანდრეი შევჩენკო სერია ა-ში იმუშავებს. იგი ამიერიდან ჯენოას მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. იტალიელებმა უკრაინელ სპეციალისტს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. შევჩენკოსთვის ჯენოა სამწვრთნელოდ მეორე სამუშაო ადგილი იქნება. მანამდე იგი 5 წლის მანძილზე უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდი რამდენიმე თვის წინ დატოვა. ანდრეისთვის იტალია უცხო არ არის. საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები… Continue reading შევჩენკო იტალიაში დაბრუნდა… ამჯერად მწვრთნელად
შევჩენკო სერია ა-ში? ჯერ არ დანიშნულა და 1,8 მილიონიო…
ცნობილმა ინსაიდერმა, იტალიელმა ჟურნალისტმა გადაწყვეტით თქვა: ანდრეი შევჩენკო ჯენოას მწვრთნელი გახდებაო… მეტიც, ხელფასიც დაასახელა – წელიწადში 1,8 მილიონ ევროზე და პლუს ბონუსებზე შეთანხმდნენო. ჯერ ისაა ცნობილი, რომ ჯენოამ მთავარი მწვრთნელი ბალარდინი გაათავისუფლა. შევჩენკოს ამბავს კლუბი არ ადასტურებს. ოქროს ბურთის მფლობელი უკრაინის ნაკრებს წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებულად: გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა. შემდეგ ნაკრებიდან წავიდა. ჯენოა… Continue reading შევჩენკო სერია ა-ში? ჯერ არ დანიშნულა და 1,8 მილიონიო…
ლამაზი გოლი ბოთლით… (+video)
ჯენოა-ვერონა 3:3. 85-ე წუთი იყო, როცა გენუელმა მატეა დესტრომ გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა, ამ გოლით 3:2 დააწინაურა თავისიანები… საინტერესო ისაა, რომ დესტროს ხელში თან ბოთლი ეჭირა და ისე შეასრულა ლამაზი გარღვევა და დარტყმა. „ძალიან დაღლილი ვიყავი. მცხელოდა და თან არ ვიცოდი, ბოთლი სად წამეღო. ამიტომაც არ გადავაგდე, ხელში მეჭირა და ისე ვთამაშობდი“ – თქვა… Continue reading ლამაზი გოლი ბოთლით… (+video)