ალკარასმა 2 კვირაში 2 ფინალი წააგო

ხორვატიის ქალაქ უმაგში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში იანიკ სინერმა 6:7 6:1 6:1 სძლია კარლოს ალკარასს და კარიერაში პირველად მოიგო ტურნირი თიხნარის საფარზე. პირველმა სეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და ბიჭები ტაიბრეიკამდე ბრეიკპოინტების გარეშე მივიდნენ. “საჩოგბურთო ლატარეაში” ესპანელი ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა, რომელმაც თავიდანვე შეასრულა მინიბრეიკი, 5:2… Continue reading ალკარასმა 2 კვირაში 2 ფინალი წააგო

ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა

წარუმატებელი გამოდგა 2022 წლის მაიამის მასტერსი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტურნირის მეორე წრეში 3:6 1:6 წააგო კორტების მასპინძელ ჯენსონ ბრუკსბისთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტზე ნიკამ მშრალად მოიგო საკთარი გეიმი, მეტოქის ჩაწოდებაზე კი ბრეიკპოინტამდე მივიდა, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. ამერიკელი ნელ-ნელა გამოფხიზლდა და უკვე მეხუთე გეიმში მატჩის პირველი ბრეიკის განხორციელება მოახერხა 3-2. სეტის… Continue reading ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა US OPEN-ის 1/8 ფინალში 1:6 6:3 6:2 6:2 მოუგო 20 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. სერბმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო. ნოვაკს სამი მოგებაღა აშორებს, რათა საჩოგბურთო ღია ერაში გახდეს მეორე მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელიც კალენდარულ დიდ სლემს შეასრულებს (ერთ კალენდარულ წელში… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 25-ე მატჩი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი კანადის მასტერსზე

კანადის ქალაქ ტორონტოში სტარტი აიღო ATP-ის მასტერსმა, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ წრეში 2:6 6:2 6:4 მოუგო ჯენსონ ბრუკსბის და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტზე ამერიკელი ბრწყინვალედ თამაშობდა მიღებაზე და მეოთხე გეიმში პირველი ბრეიკის შესრულება შეძლო 3:1. ნიკამ გაიბრძოლა და უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა მეტზე ძალა აღარ ეყო – 20 წლის… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი კანადის მასტერსზე