ჯერამი გრანტი “პორტლენდში” გადადის

“დეტროიტის” ფორვარდი ჯერამი გრანტი მომავალი სეზონიდან “პორტლენდში” ითამაშებს – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი. გრანტის სანაცვლოდ “პისტონზი” მიიღებს 2025 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანს “მილუოკისგან” (დაცული პიკი 1-4 პოზიციები) და ამავე წლის მეორე რაუნდის პიკს. “დეტროიტი” და “ბლეიზერსი” წლევანდელ პიკებსაც გაცვლიან – პისტონზი 36-ედ აირჩევს, ხოლო ბლეიზერსი 46-ედ. განხორციელებული გაცვლის შედეგად “დეტროიტი” ასევე მიიღებს… Continue reading ჯერამი გრანტი “პორტლენდში” გადადის