ასტონ ვილადან გათავისუფლების შემდეგ, სტივენ ჯერარდზე იურგენ კლოპმა ისაუბრა “მე და სტივენს მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ვესაუბრე, შეხედულებები გავცვალეთ – სათქმელი მოკლედ ვთქვით. ჯერარდის ამბიციების გათვალისწინებით, მისი იმედგაცრუება შემიძლია წარმოვიდგინო. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ რომ სტივზე უნდა ვიდარდოთ. მან იცის ფეხბურთი როგორია, იცის ასეთი საქმეები როგორ ხდება. დარტყმას ყველა ვიღებთ, მთავარია როგორ ვპასუხობთ. განსხვავებული მიზეზით, კლუბი… Continue reading კლოპი ჯერარდზე: გადატვირთვის დროა
Tag: ჯერარდი
ტრენტი N 1
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა მიმდინარე სეზონში მე-17 საგოლე პასი გააკეთა, რითაც გაუსწრო სტივენ ჯერარდს: ერთ სეზონში ამდენი საგოლე პასი არცერთ ლივერპულელს არ ჰქონია (Twitter Squawka). ტრენტმა მანჩესტერ სიტი-ლივერპულის შეხვედრაში დიოგო ჟოტას გაუკეთა „ასისტი“. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი, შეგახსენებთ, 2:2 დასრულდა. და არა მხოლოდ ჯერარდის რეკორდის დამხობა… ლივერპულის მარჯვენა მცველი ბოლო 4 სეზონის განმავლობაში მთლიანად პრემიერლიგაში საუკეთესოა საგოლე პასების… Continue reading ტრენტი N 1
სუარესი ისევ პრემიერლიგაში? რეალურია
შესაძლოა, ლუის სუარესი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ასტონ ვილას ვარიანტი რეალურია. რამდენიმე დღის წინ AS-მა დაწერა ამ თემაზე, ჟურნალისტმა ჟერარ მორენომ კი ღნიშნა, რომ მხარეებმა უკვე ისაუბრეს. ასტონ ვილას სტივენ ჯერარდი წვრთნის. ჯერარდი და სუარესი კი თანაგუნდელები იყვნენ ლივერპულში. როგორც იცით, სტივი ჯიმ ერთი ყოფილი თანაგუნდელი უკვე მიიყვანა გუნდში და ისიც ლა ლიგიდან: ბრაზილიელი კოუტინიო. ახლა… Continue reading სუარესი ისევ პრემიერლიგაში? რეალურია
კოუტინიუ – ყველაზე რეალური
სად გადავა ფელიპე კოუტინიო? ბარსელონაში მისი დღეები დათვლილია და იანვარში რომელიმე კლუბში გაანათხოვრებენ. ბრიტანულ პრესაში დაწერეს, რომ ყველაზე რეალური ასტონ ვილას ვარიანტია… ასტონ ვილა ბარსელონასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბირმინგემულ გუნდს სტივენ ჯერარდი წვრთნის. ლივერპულის ლეგენდა და კოუტინიუ თანაგუნდელები იყვნენ… ბრაზილიელმაც კარიერის საუკეთსო პერიოდი სწორედ ლივერპულში გაატარა. ახლა მოლაპარაკებებია ხელფასის თაობაზეც. წინა დღეებში იწერებოდა ნიუკასლისა და არსენალის… Continue reading კოუტინიუ – ყველაზე რეალური
“ის ფანტასტიკურია”… ჯერარდი სახლში ბრუნდება
სტივენ ჯერარდი ენფილდზე ბრუნდება… პრემიერლიგის უახლოესი ტურის მთავარი ინტრიგა. ლივერპული-ასტონ ვილა შაბათს გაიმართება. ჯერარდი ბირმინგემულ კლუბში ნოემბერში დანიშნეს და აი, მალევე უწევს ლივერპულთან დაპირისპირება. წითლების ლეგენდარულმა კაპიტანმა იურგენ კლოპზე ისაუბრა: „მას ჩემი შექება არ სჭირდება. ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ფანტასტიკური მწვრთნელია. კლოპი ყოველთვის კარგად მექცეოდა, მხარს მიჭერდა, საინტერესო რჩევებს მაძლევდა. მისი რჩევები დამეხმარა ფეხბურთელიდან… Continue reading “ის ფანტასტიკურია”… ჯერარდი სახლში ბრუნდება
კლოპი ჯერარდზე, ჯერარდი კლოპზე…
იურგენ კლოპმა ლივერპულში თავის მომავალზე ისაუბრა. ასევე სტივენ ჯერარდის ასტონ ვილაში დანიშვნის თემასაც შეეხო… „არ ღირს ჩემს მომავალზე ამდენი ლაპარაკი, რადგან შუა სეზონია და კონცენტრირებულები ვართ მხოლოდ ამაზე. უბრალოდ, შეკითხვებს ვპასუხობ. ალბათ, არცერთ მწვრთნელს არ ეკითხებიან ამდენს მაშინ, როცა კონტრაქტის ამოწურვამდე დიდი დროა. ან მე არ ვიცი და ვერ ვხვდები. ამ მომენტში ლივერპულში ყველაფერი მომწონს.… Continue reading კლოპი ჯერარდზე, ჯერარდი კლოპზე…
პლაცდარმი ლივერპულისთვის? ჯერარდმა ასტონ ვილაზე ისაუბრა…
ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა ასტონ ვილაზე, ლივერპულსა და იურგენ კლოპზე ისაუბრა ჟურნალისტი: კლოპთან ურთიერთობა გაქვს? – მასთან შეხება მაქვს, ვხვდები ხოლმე, როდესაც ძაღლებთან ერთად სეირნობს. მომწერა, რომ ლივერპულისა და ასტონ ვილას შეხვედრას ელოდება, რათა გადამეხვიოს. ჟურნალისტი: რას იტყვით, ლივერპულში გადასასვლელად ასტონ ვილა პლაცდარმია? – ასეთი საუბარი ძალიან უსამართლოა. ასეთი რამ არასდროს მითქვამს.… Continue reading პლაცდარმი ლივერპულისთვის? ჯერარდმა ასტონ ვილაზე ისაუბრა…
ჯერარდი პრემიერლიგაში იმუშავებს
უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, სტივენ ჯერარდი სათავეში ასტონ ვილას ჩაუდგება. დეტალები უცნობია, თუმცა აქამდე დაიწერა, რომ 41 წლის სპეციალისტი ბიმინგემულ კლუბს 2,5 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს. ასევე, დაიწერა, რომ ჯერარდი, კლუბის ისტორიაში, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იქნება. სტივი 2017-18 წლებში ლივერპულის U19 გუნდში მუშაობდა. 2018 წელს რეინჯერსში წავიდა, სადაც 2020/21 წლების სეზონის შოტლანდიის ჩემპიონიც გახდა. 11 ტურის… Continue reading ჯერარდი პრემიერლიგაში იმუშავებს
ჯერარდი პრემიერლიგაში… ფორმალობაღა დარჩა
ასტონ ვილა უახლოეს 48 საათში გამოაცხადებს ინფორმაციას სტივენ ჯერარდის მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. ლივერპულის ლეგენდა კლუბის ხელმძღვანელობას ხვდება და როგორც ბრიტანული პრესა (მათ შორის Birmingham Live) წერს, ოფიციალური მხარეღა დარჩა. ასტონ ვილამ ორი დღის წინ გაათავისუფლა მწვრთნელი დინ სმიტი და მიზეზი ბანალურია: ზედიზედ 6 წაგება პრემიერლიგაში. გუნდი მე-16 ადგილზეა. ჯერარდი 2018 წელს გახდა გლაზგო რეინჯერსის მწვრთნელი… Continue reading ჯერარდი პრემიერლიგაში… ფორმალობაღა დარჩა
ვის დანიშნავენ ნიუკასლში?..
ფოტოზე: ინგლისის ნაკრების სამი მაგარი ყოფილი ფეხბურთელი, ერთი თაობის… და საინტერესოა, რომ სამივენი არიან ჩაფულიანებული ნიუკასლის მწვრთნელობის კანდიდატები. ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჯერარდი გასაგებია, აი, ჯონ ტერის ფავორიტთა შორის ყოფნა კი ბევრს გაუკვირდა. თუმცა ბრიტანულ პრესაში (Daily Express, Talksport) წერენ, რომ ნიუკასლი სერიოზულად ფიქრობს ტერის კანდიდატურაზე. ჩელსის ყოფილი კაპიტანი ასტონ ვილაში მუშაობდა დინ სმიტის ასისტენტად.… Continue reading ვის დანიშნავენ ნიუკასლში?..