ბიჭები მაიამიში

საფეხბურთო სეზონი დამთავრდა და ფეხბურთელები, ვინც სანაკრებო მატჩებთ არ არიან დაკავებული, დროს სხადასხვა კურორტებზე ატარებენ. აი, მაგალითად, მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკლავი, ჯესი ლინგარდი, რომელსაც მანკუნიანელებთან კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და მომავალი გაურკვეველი აქვს,  მაიამიში ისვენებს. მან ინსტაგრამში ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ნეიმართან და რონალდინიოსთან ერთადაა გადგაღებული ღამის კლუბში. „დაიჭირეთ თუ შეგიძლიათ ჩემი ძმები“, – დაწერა ლინგარდმა .… Continue reading ბიჭები მაიამიში

გრინვუდის ამბავმა ლინგარდს უშველა

მას შემდეგ, რაც მეისონ გრინვუდი სკანდალში გაეხვა და სამართალდამცავებმა დააკავეს, მანჩესტერის ხელმძღვანელობამ ჯესი ლინგარდის გუნდიდან გაშვება გადაიფიქრა. ინფორმაცია ჟურნალისტმა ჯეიმს დაკერმა ტვიტერზე დაწერა. ლინგარდმა ბოლო წლებში აშკარად მოუკლო და ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა. მანჩესტერს იგი ვესტ ჰემში ჰყავდა განათხოვრებული, შარშან ზაფხულში დააბრუნა, თუმცა წელს კვლავ გასხვისებას გეგმავდა. ლინგარდით ნიუკასლი და კვლავ ვესტ ჰემი არიან დაინტერესებულები.… Continue reading გრინვუდის ამბავმა ლინგარდს უშველა

დიმიტარ ბერბატოვი: ამ ბიჭებმა მანჩესტერი უნდა დატოვონ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც გუნდი უნდა დატოვონ. ბულგარელის თქმით, იუნატედიდან ჯესი ლინგარდი და დონი ვან დე ბეეკი უნდა წავიდნენ. “ლინგარდს მეტი სათამაშო დრო სჭირდება, ვერ ვხვდები რატომ დაიბრუნდა იგი მანჩესტერმა. თუ გუნდი მის გამოყენებას არ აპირებს, ოლდ ტრაფორდიდან უნდა გაუშვან. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ვან დე ბეეკს მეტ სათამაშო დროს… Continue reading დიმიტარ ბერბატოვი: ამ ბიჭებმა მანჩესტერი უნდა დატოვონ