კვარა, ბესტი და ძველი ქართველი ვარსკვლავები

დააკვირდით, უკვე რამდენჯერ შეადარეს ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტს? თუ არ მეშლება, ყველაზე ხშირად სწორედ ბესტს ადარებენ. ამას, რასაკვირველია უცხოელები აკეთებენ, რადგან ქართველებს ჩვენი სამყარო და ჩვენი კრიტერიუმები გვაქვს. იმას კი არ ვამბობ, რომ ქართული სამყარო და კრიტერიუმები ცუდია, უბრალოდ განსხვავებულია. განსხვავებულია მიზეზთა გამო. ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყავით ჩაკეტილები, ივანოვს, ვორონინს, სტრელცოვს და ბლოხინს ვეჯიბრებოდით. ძალიანაც… Continue reading კვარა, ბესტი და ძველი ქართველი ვარსკვლავები

კვარაცხელია: სერია ა-ს მოგება მირჩევნია თუ ჩემპიონთა ლიგის?

ხვიჩა კვარაცხელიამ Correire dello Sprt-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ქართველ შემტევს ჯორჯ ბესტთან შედარებაზე, მეტსახელ კვარადონაზე და საყვარელ ფეხბურთელებზე ჰკითხეს. ბესტთან შედარებაზე “ამ საკითხებს დიდად ყურადღებას არ ვაქცევ. ბესტის დონის მიღწევა ძალიან რთულია. მე ვმუშაობ იმისთვის და უბრალოდ კვარა ვარ.” მეტსახელ კვარადონაზე “ამაზე არ ვფიქრობ და არც მინდა ვიფიქრო. შეუძლებელია, მარადონა უდიდესი ფეხბურთელი იყო,… Continue reading კვარაცხელია: სერია ა-ს მოგება მირჩევნია თუ ჩემპიონთა ლიგის?

რატომ ყოველთვის მე?

გასხოვთ სათაურში გამოტანილი სიტყვები ვის ეწერა ერთ დროს მაისურაზე? რა თქმა უნდა, გადარეულ მარიო ბალოტელის, მანჩესტერ სიტიში თამაშისას. ახლა ქალაქელებს ეტყობა ახალი მარიო გამოუჩნდათ. ყოველ შემთხვევაში, სეზონის წინ 100 მილიონად ნაყიდი ჯეკ გრილიში მას დიდად არ ჩამორჩება. ჯეკი სიტის ქომაგების მოლოდინს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. ვერ გადაიქცა ლიდერად. სამაგიეროდ სკანდალური ამბებით ხშირად ხვდება ტაბლოიდების თავფურცლებზე. ჯერ… Continue reading რატომ ყოველთვის მე?

როცა ორ წამში გარემარბი ხარ

ვის რა მოსწონს ფეხბურთში. საქართველოში გამორჩევით ყოველთვის „მატაობა“ უყვარდათ და ამიტომაცაა „მომატავე“ ფეხბურთელები ყველაზე დიდ ვარსკვლავებად რომ ითვლებოდნენ. ფეხბურთი კი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება: ბურთის მიღებისგან, დრიბლინგისგან, პასისგან, დარტყმისგან, თავურისგან, უბურთო გადაადგილებისგან, სირბილისგან, ხტომისგან… ვიღაცაზე მეუბნებოდნენ, ლაზათიანი „პოდკატის“ ნახვა ყველაფერს ურჩევნიაო. აუ, რა „პოდკატებს“ აკეთებდა თამაზ კოსტავა. ამდენი, ასე ლამაზად და სუფთად შესრულებული „პოდკატი“ სხვისი შესრულებით… Continue reading როცა ორ წამში გარემარბი ხარ