2021 წლის ივლისში ჰაკუჰომ კარიერა დაასრულა. 1 კვირაც არ გასულა, რაც დანპაცუ-შიკი (ოფიციალური გაცილების ცერემონია) გაიმართა. მაშინ, ჰაკუჰო ძენშო-იუშოთი (დაუმარცხებელი ჩემპიონობა) წავიდა, თანაც როგორი ორთაბრძოლის შემდეგ: მას და ტერუნოფუჯის 14:0-ზე ბალანსი ჰქონდათ და, ბოლო დღეს, ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ…
Tag: ჰაკუჰო
ჰაკუჰოს გამომშვიდობება [ვიდეო]
ლეგენდარული იოკოძუნას, ამ სპორტში ყველა დროის ყველაზე მაგარი სპორტსმენის, ჰაკუჰოს დანპაცუ-შიკი შედგა – ეს ცერემონიაა, როდესაც სუმოტორი კარიერას ასრულებს, დოჰიოზე მას ჩონმაგეს (კეფაზე შეკრულ თმას) ჭრიან… 先代間垣親方による止め鋏✂️😭白鵬、ありがとう‼️#白鵬断髪式 #白鵬引退宮城野襲名披露大相撲 #止め鋏 pic.twitter.com/BLHrSy1Df7 — さくらの木。 (@crane018511) January 28, 2023
სტეფ კარის სუმო
გოლდენ სტეიტის ვარსკვლავმა, სტეფ კარიმ იაპონიაში იმოგზაურა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. NBA-ის ორ გზის MVP-იმ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად სუმოს ჰეიაში (სახლში) სტუმრობა დაასახელა “მათ მომზადებას ვუყურე და ორიოდე წუთით ვარჯიშიც ვცადე. მინდოდა მათი ცხოვრება ახლოს მენახა, როგორი დისციპლინით ვარჯიშობენ და ეს სპორტი რა ფიზიკურ კომპონენტს შეიცავს. ეს აბსოლიტურად შესანიშნავი იყო,” – თქვა სტეფმა. კალათბურთის ვარსკვლავს თავად… Continue reading სტეფ კარის სუმო
ტოჩინოშინის გამარჯვებები იოკოძუნებთან [ვიდეო]
ივლისის ბაშოს მოახლოებასთან ერთად, ტოჩინოშინის დიდი გამრჯვებების გახსენება აქტუალურია – ისეთი დიდების, რომლებიც იოკოძუნებთან იზეიმა: ჰარუმაფუჯი, კისენოსატო, კაკურიუ და თავად ჰაკუჰო ლევანის ტექნიკასა და ძალას წინ ვერ აღუდგნენ…
15:0 – ტერუნოფუჯიმ ბაშო წაუგებლად დაამთავრა! [ვიდეო]
კიუშო ბაშოს მე-15 დღეს გამარჯვება იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ მოიპოვა! მართალია, მონღოლმა იმეპრატორის თასი მე-14 დღეს გაინაღდა, თუმცა, აქამდე ძენშო-იუშო (დაუმარცხებელი ჩემპიონობა) არასდროს შეესრულებინა და ამიტომაც ძალიან მოტივირებული იყო. მის წინ უხერხული მეტოქე, ტაკაკეიშო იდგა, მაგრამ ასეთი მონღოლის გაჩერება, ალბათ, მხოლოდ სუმოდან წასულ ჰაკუჰოს შეეძლო. დიახ, 2021 წლის ნაგოია ბაშოზე (ივლისში), ტერუნოზავრს ძენშო-იუშოს შანსი ჰქონდა, მაგრამ… Continue reading 15:0 – ტერუნოფუჯიმ ბაშო წაუგებლად დაამთავრა! [ვიდეო]
სექტემბრის ბაშო ჰაკუჰოს გარეშე ჩაივლის
იაპონურმა NHK-მ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, აკი (სექტემბრის) ბაშოზე ჰაკუჰო მონაწილეობას ვერ მიიღებს. დავწერეთ, რომ ამის საფრთხე იყო, რადგან მიაგინო-ბეიაში (ჰაკუჰოს კლუბი) კორონავირუსი მის 19 წლის თანაგუნდელს – ჰოკუსენჰოს დაუდგინდა. სუმოს მამებს ამ თემასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ, მიაგინო-ბეიაში, კიდევ ერთ რიკიშის – ჯურიოში (რანგით მეორე დივიზიონში) მოასპარეზე კიტა სეიჰოს კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა. ამის გამო, მიაგინო-ბეია სრულად კარანტინშია… Continue reading სექტემბრის ბაშო ჰაკუჰოს გარეშე ჩაივლის
ბაშოს დაწყებამდე – რა პოზიციაშია ტოჩინოშინი?
“რიოგოკუ კოკუგიკანი” ტიტანების შერკინებისთვის ემზადება. 12 სექტემბერს, სტარტს აკი ბაშო აიღებს. კაკურიუს ინტაის (პროფესიული კარიერის დასრულება) შემდეგ, სულ ორი ბაშო იყო, რომელსაც ერთადერთი იოკოძუნა – ჰაკუჰო – ჰყავდა. მონღოლი იოკოძუნა ისევ თანამემამულემ – ტერუნოფუჯიმ ჩაანაცვლა. წინა ბაშოზე, მან და ფენიქსმა ბრწყინვალე სანახაობა გვაჩუქეს, ბოლო დღემდე 14:0 ბალანსით მივიდნენ და ერთმანეთს საჩემპიონო ორთაბრძოლაში შეებნენ. ჰაკუჰომ მოიგო… Continue reading ბაშოს დაწყებამდე – რა პოზიციაშია ტოჩინოშინი?
15:0 – ჰაკუჰო ღმერთის რეჟიმში იბრძოდა [ვიდეო]
ნაგოია ბაშოს მე-15 დღეს სპორტული სამყარო მოუთმენლად ელოდა! 14:0 ბალენსებით, ჰაკუჰო და ტერუნოფუჯი ერთმანეთს შეხვდნენ. ექსპერტები ფავორიტად ტერუნოზავრს მოიზარებდნენ, თუმცა ჰაკუჰო ჰაკუჰოა და ყველაფრის მოლოდინი არსებობდა! ასეც მოხდა! თეთრმა ფენიქსმა თანამემამულეს უდიდესი ოსტატობა აჩვენა და ძენშო-იუშო (დაუმარცხებელი ჩემპიონობა) მოიპოვა! 45-ე იმპერატორის თასი! როგორც თავად თქვა, ნაგოია მისთვის ბოლო იქნებოდა. ის მწვერვალზეა. თუ წავიდა, მწვერვალიდან… Continue reading 15:0 – ჰაკუჰო ღმერთის რეჟიმში იბრძოდა [ვიდეო]
ბოლო ბაშო – 14:0 – გასაუბრება ღმერთთან! [ვიდეო]
ნაგოია ბაშოს მე-14 დღეს ჰაკუჰომ შოუ შემოგვთავაზა! ტერუნოფუჯის გამარჯვების შემდეგ, რომელმაც ასევე მე-14 გამარჯვება დააფიქსირა, ჰაკუჰომ მას შეტყობინება გაუგზავნა, აგრძნობინა ხვალ დოჰიოზე ვის წინააღმდეგ დადგება. მართალია ფენიქსისთვის ბოლო ბაშოა, ასაკშია და ახალახანს ოპერაციაც გადაიტანა, თუმცა ის ამ სპორტში ყველა დროის საუკეთესოა! ამ ამბავს ოძეკი შოდაის თავმოყვარეობა შეეწირა… ჰაკუჰო – შოდაი ტერუნოფუჯი – ტაკაიასუ
13:0 – “თეთრი ფენიქსი” შეუჩერებელია! [ვიდეო]
ნაგოია ბაშოს მე-13 დღეს, ჰაკუჰომ მე-13 გამარჯვება მოიპოვა! მისი მეტოქე სეკივაკე ტაკაიასუ იყო, ყველა დაძაბულ ბრძოლას მოელოდა, თუმცა ფენიქსმა, იშვიათი კიმარიტეთი (ილეთით) – ტოტარით (ხელზე დაქაჩვით) მეტოქე დოჰიოს დაანარცხა! მას თანამემამულე ტერუნოფუჯი ფეხდაფეხ მისდევს, რომელმაც ოძეკი შოდაი დაამარცხა და, ასევე, მე-13 გამარჯვება გაიფორმა ჰაკუჰო – ტაკაიასუ ტერუნოფუჯი – შოდაი