დიდი შანსია, შოთა არველაძემ კვიპროსზე გააგრძელოს კარიერა. ნიქოზიის ომონიაში – ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, რომელიც ევროპა ლიგის ჯგუფშია, ხოლო ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა. ომონიას ამჟამად ნილ ლენონი წვრთნის. ცნობილი ლენონი, სელტიკის ყოფილი ნახევარმცველი… გაირკვა, რომ კლუბსა და მას შორის უახლოეს დღეებში გაწყდება კონტრაქტი. ახლა საკომპენსაციო თანხის საკითხი წყდება. ანუ, ლენონი ფაქტიურად გაშვებულია. კვიპროსული და შოტლანდიური საიტებიც… Continue reading სიახლე! შოთა არველაძე კვიპროსზე?..
Tag: ჰალი
ოფიციალურად: შოთა და ჰალი დასრულდა
ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბმა ჰალმა შოთა არველაძე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა (hulldailymail). ასევე ამწუთას დაადასტურა კლუბის ოფიციალურმა საიტმაც. დირექტორმა აკუნ ილიჯალიმ თქვა: „სანაკრებო პაუზის დროს რამდენჯერმე შევხვდით შოთას, ვისაუბრეთ გეგმებზე, მიმართულებაზე და აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეხედულებები არ ემთხვეოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ერთმანეთს დავშორებოდით. შოთას და მის ასისტენტ პიტერ ვან დერ ვინს წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ კარიერაში“. შოთას ჰალმა კარგად… Continue reading ოფიციალურად: შოთა და ჰალი დასრულდა
ბარნლი 1:1 ჰალი [ვიდეო]
კომპანი შოთასთან
მანჩესტერ სიტისა და ბელგიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 36 წლის ვენსან კომპანი, ინგლისური ბარნლის მთავარი მწვრთნელი გახდა – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანი ბრიუსელის ანდერლეხტს თავკაცობდა. ჯერ მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ, შემდეგ მთავარი. გასულ სეზონში ანდერლეხტმა ბელგიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ქვეყნის თასის ფინალში გავიდა. კომპანის მთავარ დამსახურებად კი იმას უთვლიან, რომ გუნდი… Continue reading კომპანი შოთასთან
ჰალი 3:0 რედინგი [ვიდეო]
შოთა: ბენზემას ჰალში გადაყვანაზეც ლაპარაკობენ და…
შოთა არველაძემ ჩვეულად იხუმრა ბრიტანელებთან. დაიწერა, ჰალი შეთანხმდა ადამა ტრაორეს, რომელიც თურქულ ჰათაისფორში თამაშობსო. ბარსელონას კუნთმაგარ ტრაორეში არ აგერიოთ, მასაც ადამა ჰქვია… “ადამა ტრაორე? ჩემთვის არაფერია ცნობილი. პირველად მესმის და შეგიძლიათ მერწმუნოთ. ყველანი საუბრობენ ჰალში სხვადასხვა ფეხბურთელების მოყვანაზე, მესუთ იოზილზე, კარიმ ბენზემაზე და ასეთებზე…“ (Hull Live) მსოფლიო ჩემპიონ იოზილზე დაიწერა, ფენერბაჰჩესთან კონტრაქტი უმთავრდება და ჰალი… Continue reading შოთა: ბენზემას ჰალში გადაყვანაზეც ლაპარაკობენ და…
მაცდური ლუსინდა
აარონ კონოლი ირლანდიელი ფეხბურთელია. ბრაიტონის საკუთრებაა და იჯარის წესით მიდლსბროში თამაშობს. სწორედ ის იყო მასპინძელთაგან ყველაზე გამორჩეული გასულ შაბათს, როცა შოთა არველაძის ჰალმა ჩემპიონშიფის 41-ე ტურის მატჩში მიდლსბროს სტუმრად 1:0 აჯობა. სწორედ ამ თამაშის შემდეგ აარონი შინ წასულა და თავის შეყვარებულ ლუსინდა სტაფორდს შეხვედრია, რომელიც ბრიტანეთში ცნობილი რეალითი-შოუს, სიყვარულის კუნძულის მონაწილეა. წყვილი შარშან დაშორებულა, თუმცა… Continue reading მაცდური ლუსინდა
აჯუნი შოთაზე
ჰალ სიტის ფან-კლუბის ფეისბუქ-გვერდი გვამცნობს, რომ კლუბის ახალმა თურქმა მფლობელმა, ტელემაგნატმა, აჯუნ ილიჯალიმ პრესკონფერენციაზე თქვა, თუ რაოდენ ბედნიერია შოთა არველაძესთან თანამშრომლობით. „შოთა ძალიან ჭკვიანი ბიჭია. ნამდვილად იღბლიანი ვარ, რომ ის ჩემს გუნდში მოვიდა. მიყვარს შემტევი ფეხბურთი და 0:0-ს 3:4 წაგებაც კი მირჩევნია. შოთამ 5-6 თვის წინათ მიიღო ჩემი შეთავაზება და გადაწყვიტა ერთად დაგვეწყო ეს საინტერესო… Continue reading აჯუნი შოთაზე
კარგი სინთეზია – შოთას პირველი კომენტარი ჰალში
ჰალ სიტიმ ოფიციალურად გამოაცხადა: შოთა არველაძე გუნდის მთავარი მწვრთნელია. შეგახსენებთ, ჰალი ინგლისის ჩემპიონშიფშია, 24 გუნდს შორის მე-19 ადგილზე. ლიგიდან სამი გუნდი ვარდება და წლევანდელი მიზანი გასაგებია… შოთას პირველი კომენტარი ახალ გუნდში: “ყველას მადლობა, ვინც მენდო და თავის გამოჩენის შანსი მომცა. ჩემი აზრით, ინგლისში მუშაობა ყველას სურს და უბრალოდ ვიტყვი: ძალიან ბედნიერი ვარ. და ჩემი ოჯახიც… Continue reading კარგი სინთეზია – შოთას პირველი კომენტარი ჰალში
შოთა – ჰალი მზადაა, ფორმალობა დარჩა
შოთა არველაძე მალე გახდება „ჰალის“ მწვრთნელი. ეს გუნდი ინგლისის ჩემპიონიფში მე-19 ადგილზეა (24 გუნდს შორის). „ჰალი“ შეიძინა თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალმა, რომელიც შოთას მეგობარია… უფრო სწორად, ამ თემაზე საუბარი ორი თვის წინ დაიწყო, მაგრამ პროცედურები იყო გასავლელი, ახლა კი აჯუნ ილიჯალის საკითხი გადაწყდა და უახლოეს კვირაში პრეზენტაცია იქნება. და შოთას თემა? დიდ ბრიტანეთში დასაქმებისთვის საჭირო… Continue reading შოთა – ჰალი მზადაა, ფორმალობა დარჩა