არველაძის ჰალმა სეზონი მოგებით გახსნა (ვიდეო)

ჩემპიონშიფის პირველ ტურში, შოთა არველაზის ჰალ სიტიმ ბრისტოლს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლები აგებდნენ, თუმცა შემდეგ 72-ე და 94-ე წუთზე გატანილი გოლებით მოიგეს. ამ მომენტისთვის ჰალ სიტი 3 ქულით მე-2 ადგილზეა. შოთა არველაძის გუნდი მომდევნო მატჩს პრესტონთან ჩაატარებს.

არველაძეს ჰალში ქართველი სურს – შეთავაზება უკვე გაკეთებულია

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთა არველაძეს ჰალ სიტიში გიორგი მიქაუტაძის გადაბირება სურს. ბოლო ცნობებით, მიქაუტაძე ერთადერთი ქართველი არ არის, რომლის დამატებაც ქართველ მწვრთნელს უნდა. თურქულ ajansspor-ზე ვკითხულობთ, რომ ჰალ სიტიში კარიერა შესაძლოა საბა ლობჟანიძემ გააგრძელოს. ამის შესახებ ჰატაისპორის ვიცე-პრეზიდენტმა მუსტაფა ოზატმა ერთერთ გადაცემაში თქვა. მან ისიც აღნიშნა, რომ ბრიტანული გუნდის მხრიდან შეთავაზება უკვე… Continue reading არველაძეს ჰალში ქართველი სურს – შეთავაზება უკვე გაკეთებულია

არველაძეს ჰალში მიქაუტაძის წაყვანა სურს

შოთა არველაძეს ჰალ სიტიში გიორგი მიქაუტაძის წაყვანა სურს. ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა. მიწაუტაძე მეცის საკუთრებაა და იჯარით ბელგიურ სერენშია განათხოვრებული. ქართველმა ფორვარდმა ამ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი შარშან შვედეთში 0:1 წაგებულ მატჩში ჰქონდა. ეროვნული გუნდის მაისურით სულ მის ანგარიშზე 7 თამაში და 1 გოლია. რაც შეეხება არველაძის… Continue reading არველაძეს ჰალში მიქაუტაძის წაყვანა სურს

არველაძის ჰალმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

ჩემპიონშიფში შოთა არველაძის დამოძღვრილმა ჰალ სიტიმ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ქართველის გუნდი კარდიფს შეხვდა და 2:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჰალმა წინა ტურში მიდლსბროსთან სტუმრად 1:0 გაიმარჯვა. ჰალ სიტი ჩემპიონშიფში 47 ქულით მე-19 ადგილზეა. არველაძის გუნდი შემდეგ ტურში მილუოლს ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპეციალისტმა ჰალი წელს იანვრის ბოლოს ჩაიბარა. ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან გრენტ… Continue reading არველაძის ჰალმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

შოთამ რუნისთან წააგო

ჰალ სიტიმ ინგლისის ჩემპიონშიფში შოთა არველაძის ხელმძღვანელობით მე-3 მატჩი გამართა. ქართველის გუნდი უეინ რუნის დამოძღვრილ დების ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. დერბიმ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მესამე ბურთი მეორე ნახევრის დასაწყისში შეაგდო, 1 ბურთი კი ავტოგოლით გაიქვითა. ჰალ სიტი 32 ქულით მე-19 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ფულჰემთან ჩაატარებს. რაც შეეხებათ რუნის და დერბის, ქაუნთი 18 ქულით… Continue reading შოთამ რუნისთან წააგო

არველაძის წარმატებული სტარტი – ჰალი 2:0 სუონსი [ვიდეო]

ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს სადებიუტო შეხვედრა წარმატებული გამოუვიდა. ეს არა ამხანაგურ, არამედ ჩემპიონშიფის შეხვედრაში მოხდა – “ვეფხვებმა” სუონსი მიიღეს და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.   მოგეხსენებათ, ჰალი გადარჩენისთვის იბრძვის და ამ სამმა ქულამ ამოსუნთქვის საშუალება მისცა.   ჰალი 2:0 სუონსი   გოლები: 2′ –  ივსი (1:0); 17′ –  ლევის-პოტერი (2:0)    

BBC: ჰალ სიტი არველაძეს პარასკევს წარადგენს

შოთა არვეაძის ჰალ სიტიში დანიშვნის ამბავი გადაწყვეტილია. ამ თემაზე BBC-ზე შედარებით ვრცლად წერია. ქართველი მწვრთნელის შესახებ პოპულარულ ბრიტანულ საიტზე დაწერილ მასალას უცვლელად გთავაზობთ. “BBC Radio Humberside იუწყება, რომ ჰალ სიტი პარასკევს რეინჯერსის და აიაქსის ყოფილ ფორვარდს შოთა არველაძეს მთავარ მწვრთნელად წარადგენს. 48 წლის სპეციალისტი აღნიშნულ პოსტზე გრენდ მაკკანს ჩაანაცვლებს. იგი ჰალიდან სამშაბათს გაანთავისუფლეს, მას შემდეგ,… Continue reading BBC: ჰალ სიტი არველაძეს პარასკევს წარადგენს