21-ე საუკუნის სტატისტიკა – რომელი გუნდის სტადიონზე უფრო დიდი დასწრებაა…

ფეხბურთი, რომ გულშემატკივრების გარეშე ხიბლს კარგავს, ამაზე ბევრჯერ ითქვა და ბევრჯერ ითქმება. ქომაგები სპორტის ამ სახების მნიშვნელოვანი ნაწილია და უმაგათოთ თამაში ხიბლს მოკლებულია. ეს კოვიდ პანდემიის დროს გულშემატკივრების დასწრების აკრძალვამაც დაგვანახა. Sportbible.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც წერია ტოპ 10 გუნდის სტასტიკა, რომელთა სტადიონზეც საშუალოდ ყველაზე მეტი გულშემატკივარი დადის. სტატისტიკა შემდეგნაირია: დორტმუნდი – 76,155 რეალ მადრიდი –… Continue reading 21-ე საუკუნის სტატისტიკა – რომელი გუნდის სტადიონზე უფრო დიდი დასწრებაა…

ჩაკვეტაძე თბილისის დინამოში?

დიდია ალბათობა, გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის დინამოში დაბრუნდეს, Geo Team-ის ინფორმაციით, დედაქალაქურმა კლუბმა ნაკრების ფეხბურთელთან მოლაპარაკება დაიწყო. როგორც წყაროსთვის ცნობილია, სასტუმრო “შერატონში” ჩაკვეტაძე დინამოს პრეზიდენტს – რომან ფიფიას შეხვდა შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს. მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველი, ბელგიურ გენტში, შემდეგ ჰამბურგში იჯარით ითამაშა, სწორედ თბილისური გუნდიდან მოხვდა…  

ფორესტი დაბრუნდა

ნოტინგემ ფორესტი 23-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა პრემიერლიგაში. ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული გუნდი, ჩემპიონთა თასის ორჯერ მომგები, სტივ კუპერის თავკაცობით აღზევდა ელიტაში. ცნობისთვის, კუპერი ინგლისის იმ 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ, რომელმაც 2017 წელს მსოფლიო ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგო. პრემიერლიგაში გადასასვლელი ფლეი ოფის ფინალში  ნოტინგემმა კვირას უემბლიზე ჰადერსფილდი დაამარცხა – 1:0. ერთადერთი ბურთი ლევი კოლვილმა გაიტანა საკუთარ… Continue reading ფორესტი დაბრუნდა

ხუთი მაისი

სად ვიყავი 1981 წლის 5 მაისს? (ხშირად მესმის, 13 მაისით ნუ შეგვჭამეთო და ვიფიქრე, რაკი ბლოგის დღე უწევს, 5 მაისზე დავწერ, მეთქი). ერთი ფაქტია, ჭკუაზე არ ვიყავი, 13 მაისს ველოდებოდი. ნეტავ, კიდევ განმაცდევინოს ღმერთმა ისეთივე მოლოდინი. ნეტავ კიდევ დამაკარგვინოს ჭკუა.  წარმოიდგინეთ აბიტურიენტი სკოლას ამთავრებს, კარს გამოსაშვები გამოცდები მოსდგომია (მაშინ ატესტატის ქულას მნიშვნელობა ჰქონდა),  ინსტიტუტში აბარებს,… Continue reading ხუთი მაისი

ჩაკვეტაძე – საგოლე გადაცემა და მხარდაჭერა უკრაინას (ვიდეო) (ფოტო)

გერმანიის თასზე ჰამბურგი, რომლის რიგებშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, კარლსრუეს შეხვდა და მატჩი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველის გუნდმა 3:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე პირველად იყო ჰამბურგის ძირითადში და საგოლე გადაცემა გააკეთა. ესეც მისი შედეგიანი პასი (1:08) მატჩის შემდეგ ჩვენებურმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც მაისურზე აწერია “No war, Slava Ukraina.” შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ჰამბურგში… Continue reading ჩაკვეტაძე – საგოლე გადაცემა და მხარდაჭერა უკრაინას (ვიდეო) (ფოტო)

მოთმინება!.. ჩაკვეტაძის ეფექტი და დრო

ხარისხი, აქტიურობა, ინიციატივა… გიორგი ჩაკვეტაძემ 25 წუთი ითამაშა ჰამბურგი-ჰაიდენჰაიმის მატჩში (2:0) და ეს რაც ჩამოვთვალეთ, ყველაფერი ეტყობოდა. კარგი თამაში ჩაატარა და ჩანს, მომდევნო შეხვედრებში სათამაშო დროსაც გაუზრდის მწვრთნელი ტიმ ვალტერი. მწვრთნელის ფაქტორზე: ვალტერი ჩაკვეტაძეს მეორე ბუნდესლიგის განახლებამდეც აქებდა. ახალგაზრდა სპეციალისტია კარგი რეპუტაციით და ეტყობა მშვენივრად იცის, რომ ტრავმებისკენ მიდრეკილ ფეხბურთელს თანადგომა სჭირდება. თანადგომა და არა… Continue reading მოთმინება!.. ჩაკვეტაძის ეფექტი და დრო

ჩაკვეტაძე – დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში

გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში. ჰამბურგმა გასვლაზე 5:0 გაანადგურა ლიდერი დარმშტადტი და ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო 12 წუთი ითამაშა… ამ მონაკვეთში ჰამბურგელებმა ერთი გოლი გაიტანეს და გიორგიმაც მიიღო იმ კომბინაციაში მონაწილეობა. ამ მცირე დროში ჩაკვეტაძე საკმაოდ აქტიური იყო. ერთი ქუსულური, ერთი კარგი გარღვევა, ერთი კარში დარტყმა და აცილება… ისიც სათქმელია, რომ დარმშტადტი უკვე მორალურად დაცემული… Continue reading ჩაკვეტაძე – დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში

გენტმა ჩაკვეტაძე გაანათხოვრა

ბელგიურმა გენტმა გიორგი ჩაკვეტაძე გერმანიაში გაანათხოვრა. ქართველი შემტევი 6 თვით ჰამბურგში ითამაშებს. გერმანელებმა გარემარბი გამოსყიდვის უფლების გარეშე დაიმატეს. ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან გადავიდა. მას მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ჩაკვეტაძემ ბელგიაში კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ ტრავმების გამო მოუკლო და სათამაშო დროც თითქმის არ ჰქონია. ისიც იწერებოდა, რომ მისი ვარჯიშით გენტის მწვრთნელი უკმაყოფილო… Continue reading გენტმა ჩაკვეტაძე გაანათხოვრა