ოფიციალურად: ჰამილტონმა მერსედესთან გაახანგრძლივა…

ფორმულა 1-ის 7 გზის ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა მერსედესთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. ის გერმანულ გუნდში 2013 წლიდანაა და, ამ დროის განმავლობაში, 6 ტიტული მოიგო. მისი პარტნიორი ვინ იქნება, ჯერ უცნობია. ვალტერი ბოტასს კონტრაქტი 2021 წლის ბოლოს ეწურება.