ფლიკი: პუტინს ეს სანქციები ვერ გააჩერებს…

  გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა რუსეთის ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე მოკვეთასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. პუტინზე ეს გავლენას არ მოახდენს. სანქციები მას ვერ გააჩერებს. ეს ხელს მხოლოდ სპორტსმენებს დააზარალებს, თუმცა სხვა გზა არ არსებობს,“ – თქვა ფლიკმა