რიო ფერდინანდი: მანჩესტერს თავდამსხმელი სჭირდება, ორი კანდიდატი გამოიკვეთა

მანჩესტერის ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა, კლუბის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. ინგლისელმა განაცხადა, რომ იუნაიტედს თავდამსხმელის დამატება სჭირდება. “მანჩესტერს თავდამსხმელის შეძენა სჭირდება და ეს ახალი არავისთვისაა. ვერგჰორსტი მაინც მოკლე ვადიანი ვარიანტი მგონია, თუმცა მან მანჩესტერს რაღაც შესძინა და მწვრთნელის დავალებებს მაქსიმალურად ასრულებს. ორი ვარიანტი მახსენდება, ვისი შეძენაც შეიძლება. ერთი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც თავდამსხმელებიდან საუკეთესო ფორმაშია, მეორე კი… Continue reading რიო ფერდინანდი: მანჩესტერს თავდამსხმელი სჭირდება, ორი კანდიდატი გამოიკვეთა

ბაიერნი კეინს უტევს

მიუნხენის ბაიერნი კვლავაც იმედოვნებს ინგლისის ნაკრებისა და ტოტენჰემის თავდამსხმელის ჰარი კეინის შეძენას. კლუბის სკაუტების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კეინი იდეალური კანდიდატია რეკორდმაისტერისთვის. ის ბაიერნისთვის შესაფერისია. ბაიერნი დიდი ხანია თვალს ადევნებს ინგლისელს და მისი გადაბირების იმედს არ კარგავს, თუ თავდამსხმელი დეზებთან მოქმედ ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს. ჰარის მშობლიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება. კეინს… Continue reading ბაიერნი კეინს უტევს

მანჩესტერის სამიზნე მამლებშია

მანჩესტერ იუნაიტედს კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ შეტევის ხაზის გაძლიერება სურს. ამისათვის წითელმა ეშმაკებმა ტოტენჰემის თავდამსხმელი, ჰარი კეინი შეარჩიეს. კეინი მანჩესტერის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. დაბრკოლება შეიძლება ტოტენჰემისგან შეიქმნას, რომელსაც თავისი მთავარი ვარსკვლავის პრემიერლიგელი კონკურენტის ბანაკში გაშვება არ სურს. დეზების ხელმძღვანელობა მზადაა კეინი გაყიდოს, ოღონდ მხოლოდ უცხოურ კლუბში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კეინმა მამლების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე… Continue reading მანჩესტერის სამიზნე მამლებშია

დიდიე დროგბა: შენ ნამდვილი ლიდერი და კაპიტანი ხარ

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. ამ მატჩში გოლი გაიტანა და პენალტი გააფუჭა ჰარი კეინმა, რომელსაც მატჩის შემდეგ დიდიე დროგბამ პოსტი მიუძღვნა. “ძალიან მომეწონა შენი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე. სამაგალითო თავდამსხმელი ხარ. გოლები, საგოლე გადაცემები, ლიდერობა. მარცხი საწყენია, მაგრამ შენ ნამდვილი ლიდერი და კაპიტანი ხარ. ეს მარცხი გაგაძლიერებს.” – დაწერა დროგბამ ინსტაგრამზე.… Continue reading დიდიე დროგბა: შენ ნამდვილი ლიდერი და კაპიტანი ხარ

ადამსმა, კეინის წინააღმდეგ სიგარას გავაბოლებდიო

ლონდონის არსენალისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა ტონი ადამსმა სამი ლომის კაპიტანი ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატზე უსახური თამაშისთვის გააკრიტიკა. „მართალი გითხრათ, ამ მუნდიალზე მცველი რომ ვყოფილიყავი, სიამოვნებით ვითამაშებდი ჰარი კეინის წინააღმდეგ. ის არ ცდილობს მცველების ზურგსუკან დასწრებაზე მოხვედრას. გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ძალიან უკან იხევს და თამაშს ვერ ამწვავებს. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ყოფილი არსენალელი… Continue reading ადამსმა, კეინის წინააღმდეგ სიგარას გავაბოლებდიო

ემა ჰარის: მითხარი როგორ…

2021 წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული, 19 წლის ბრიტანელი ჩოგბურთელი, ემა რადუკანუ, ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კაპიტან ჰარი კეინს შეხვდა და რჩევა სთხოვა. წყაროს ინფორმაციით, ემამ ტოტენჰემის ვარსკვლავს ჰკითხა, როგორ იცხოვროს ისეთ პირობებში, როცა დღენიადაგ საზოგადოების ყურადღება მისკენაა მიპყრობილი. ჰარის გარკვეული რჩევები მიუცია რუმინული წარმოშობის მეჩოგნისათვის, რომელიც არ საჯაროვდება. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინათ რადუკანუმ ისევ… Continue reading ემა ჰარის: მითხარი როგორ…

მეგოლფე ჰარი

ინგლისის ნაკრების და ტოტენჰემის ფორვარდი ჰარი კეინი, თურმე გოლფის დიდი მოყვარული ყოფილა და საფეხბურთო კარიერის დასრულებს შემდეგ პროფესიულ მეგოლფებას აპირებს. როცა ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებ, პროფესიულ სპორტში დარჩენა მინდა და გოლფზე უკეთესს რას მოვიფიქრებო, – ამბობს კეინი. წუხელ ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგაზე შინ სამარცხვინოდ წააგო უნგრეთთან (0:4). კეინმა 90 წუთი ითამაშა. ახლა კი სამკვირიანი შვებულება დაეწყო… Continue reading მეგოლფე ჰარი

მანჩესტერი კეინს მიუბრუნდა

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ჰარი კეინის შეძენას შეეცდება. ინფორმაცია The Athletic-მა გაავრცელა. იუნაიტედს კეინის დამატება 2020 წლის ზაფხულშიც უნდოდა, თუმცა როგორც ხედავთ ტრანსფერი არ გამოვიდა. კეინის შესაძლო ტრანსფერზე თავად ფეხბურთელის აზრი უცნობია. არახალია, რომ კეინი ტოტენჰემის დატოვებაზე თავადაც ფიქრობს. ფეხბურთელს ისეთ გუნდში თამაში სურს, რომელიც ტიტულების მოგებისთვის იბრძოლებს. ჰარის დეზთა რიგებში ტიტული ჯერ არ მოუგია. კეინი… Continue reading მანჩესტერი კეინს მიუბრუნდა

ჰარის არაჩვეულებრივი კვირა

ტოტენჰემის კაპიტანი, ჰარი კეინი, მოკლეხნიანი შვებულებიდან შინ დაბრუნდა. მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში ორკვირიანი შესვენებაა და ფეხბურთელებმა თავის ცოლ-შეყვარებულებთან ერთად თბილ ქვეყნებს მიაშურეს. კეინი მეუღლე ქეითთან და თანაგუნდელებთან: ერიკ დაიერთან და მეტ დოჰერტისთან ერთად მაიამიში ისვენებდა. წამოსვლის წინ მან საკუთარი თვითმფრინავის ფონზე მეგობრებთან სამახსოვრო სურათი გადაიღო, ინსტაგრამში გამოაქვეყნა და ასეთი წარწერა გაუკეთა: „არაჩვეულებრივი კვირა იყო. დავისვენე და დასაბრუნებლად… Continue reading ჰარის არაჩვეულებრივი კვირა

ნუნუ ისევ ელის

კვირას, პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, ტოტენჰემმა შინ მოქმედი ჩემპიონი, მანჩესტერ სიტი 1:0 დაამარცხა კორეელი სონის გოლით. მინდორზე არ იყო დეზების ლიდერი ჰარი კეინი. მის მაგიერ ჩრდილოლონდონელებს მეკარე უგო ლორისი კაპიტნობდა. საინტერესო კი ის არის, რომ ტოტენჰემის ახალმა დამრიგებელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ, ახლაც არ იცის, ითამაშებს თუ არა კეინი მომავალ ტურში ვულვერჰემპტონის წინააღმდეგ. თავად კეინი ისევ… Continue reading ნუნუ ისევ ელის