ჰარუ (მარტის) ბაშოს კეტტეი-სენში, იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში, ვაკატაკაკაგე ტაკაიასუს შეერკინა. ამ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ისიც სძენდა, რომ იუშო (იმპ. თასი) აქამდე არც ერთს მოეპოვებინა… ორთაბრძოლაც ისეთი გამოდგა, როგორსაც საჩემპიონო დაპირისპირება იმსახურებს! ვაკატაკაკაგემ ისეთი გამარჯვება მოიპოვა, სადაც თითქოს დამრაცხებული იყო!
Tag: ჰარუ ბაშო
ბოლო დღე: ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა {ვიდეო]
ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-15 დღეს, ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა. აქამდე, რიკიშები ერთმანეთს 29-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც იაპონელს გამარჯვება 16-ჯერ, ქართველს კი 13-ჯერ დარჩა. სამწუხაროდ, გარდამავალი უპირატესობით წარმართული ორთაბრძოლა ლევანის დამარცხებით დასრულდა. ჰარუ ბაშოს ბალანსი: 9:6
დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს შეერკინა! [ვიდეო]
ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს შეერკინა. ქართველმა რიკიშიმ კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) უკვე მე-11 დღეს დააფიქსირა და ჩვენი საფიქრალი რაც შეიძლება მეტი მოგების დაგროვებაღა დარჩა, რათა ლევანი მეტად დაწინაურდეს. საბედნიეროდ, შესანიშნავ სუმოსთან ერთად, ტოჩინოშინის გამარჯვებაც ვიხილეთ! კარგი ტაჩი-აის (შეტაკების) შემდეგ, ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ერთ ეპიზოდში ვაკამოტოჰარუ მოროზაშიში (ხელებით იღლიებს ამოევლო) შევიდა, თუმცა ჩვენებურმა… Continue reading დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი ვაკამოტოჰარუს შეერკინა! [ვიდეო]
დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა [ვიდეო]
ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი – 8:4-ზე – ჰქონდათ, რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქაც თანაფარდობა – 3:3-ზე – იყო. სამწუხაროდ, დღეს გამარჯვება მონღოლს დარჩა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკების) შემდეგ, კირიბაიამამ უკეთესი პოზიცია მოიპოვა და ქართველს ფეხი შესანიშნავად დაუდო და ძირს დასცა – კიმარიტე (ილეთი) სოტოგაკე. ლევანის ბალანსი: 8:5 ხვალ ვაკამოტოჰარუა.
დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა [ვიდეო]
ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა. რიკიშები აქამდე სამჯერ შეხვედროდნენ, სადაც ქართველმა ერთი მოიგო, იაპონელმა კი – ორი. რაც შეეხება ბალანსს, ქართველმა გუშინ კაჩი-კოში დააფიქსირა – 8:3, ტობიზარუს კი 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა. სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ლევანისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მეტოქემ ქართველს მავაში არ ააღებინა, მოძრაობაზე დაიჭირა და ჰიკიოტოშით დაამარცხა. ქართველის ბალანსი:… Continue reading დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა [ვიდეო]
დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინის ბრწყინვალე სუმო! [ვიდეო]
ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინმა კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) გაიფორმა! 2020 წლის ნოემბრის შემდეგ, პირველად! თანაც ბრწყინვალე სტილში! – ქართველმა გოლიათმა ტერუცუიოში ხელში აიტაცა და დოჰიოდან გადადგა! – კიმარიტე (ილეთი) – ცურიდაში! ბალანსი – 8 მოგება და 3 მარცხი. ხვალ ტობიზარუა. ურთიერთშეხვედრები: 1:2, იაპონელის სასარგებლოდ. აი, ვიდეო. დატკბით…
დღე მეათე: ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა [ვიდეო]
ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს 27-ედ დაუპირისპირდნენ, აქამდე,14 გამარჯვება ქართველს ჰქონდა, ბრაზილიელს კი – 12. მართალია ურთიერთშეხვედრებში ლევანის მცირე უპირატესობა იკვეთება, თუმცა კაისეიმ ჩვენებურის დამარცხება ბოლო 5-დან 4 ორთაბრძოლაში შეძლო. ამ შერკინების ინტრიგა ისიც იყო, რომ ორივეს ერთნაირი ჩავლება უყვარს და ტოჩინოშინის ფორმას ეს ორთაბრძოლა ნათლად დაგვანახებდა. საბედნიეროდ,… Continue reading დღე მეათე: ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა [ვიდეო]
დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]
ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე, რიკიშები ერთმანეთს ორჯერ შეხვედროდნენ, სადაც, ორივე შემთხვევაში, გამარჯვება ლევანს დარჩა. რაც შეეხება ბალანსს, ორივეს ერთნაირი ბალანსი ჰქონდა – 5 მოგება და 3 მარცხი. საბედნიეროდ, ამჯერადაც ყველაფერი ქართველის სასარგებლოდ წარიმართა. კარგი თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, ტოჩინოშინმა მეტოქის ჰატაკიკომიზე (თავზე ხელის ჩამორტყმით დაგდება) დაჭერა სცადა, პირველ… Continue reading დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]
დღე მესამე: ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა [ვიდეო]
ჰარუ (მარტის) ბაშოს მესამე დღეს, ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა. რიკიშები ერთმანეთის პირისპირ თითო მოგებითა და მარცხით წარსდგნენ, რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ქართველის უპირატესობა ნათელი იყო – 8:2, თუმცა ბოლო ორი ორთაბრძოლა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. სამწუხაროდ, ეს დღე ტოჩინოშინისთვის წარმატებული არ გამოდგა. ლევნამა ტაჩი-აი (თავდაპირველი შეტაკება) კარგი კაჩიაგეთი დაიწყო, თუმცა, შეტევის დროს, მეტოქემ ის მოძრაობაზე დაიჭირა… Continue reading დღე მესამე: ტოჩინოშინი ჩიონოკუნის შეერკინა [ვიდეო]