ტოჩინოშინი ბაშოს ჩაეხსნა

ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ჰაცუ (იანვრის) ბაშოს ჩაეხსნა. მიზეზი – მხრის ტრავმაა, რომელიც კოტოშოჰოსთან (მეოთხე დღეს) ორთაბრძოლაში მიიღო. იმედი დავიტოვოთ, რომ ტოჩინოშინი ამ ბაშოს მიმდინარეობისავე შეძლებს დოჰიოზე დაბრუნებას. თუ ვერ დაბრუნდება და აქტივს გამარჯვებები არ შემატა, სავარაუდოდ, ჯურიოში (მეორე დივიზიონში) დაქვეითდება… ლევანი მე-11 მაეგაშირაა… 4 დღის შემდეგ, ჩვენებურს 2 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა.  

დღე მეოთხე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა… [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-4 დღეს, ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა. იაპონელი კარგ ფორმაშია, მიყოლებით სამი გამარჯვება ჰქონდა, თუმცა ფავორიტი ქართველი იყო, რადგან ურთიერთშეხვედრებში მოწინააღმდეგეს – 5:0-ს უგებდა.   ნორმალური თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) მიუხედავად, უპირატეს პოზიციაში კოტოშოჰო აღმოჩნდა და ლევანი კარიერაში პირველად დაამარცხა. ტოჩინოშინმა ხელის ტრავმა მიიღო, როგორც მხართან, ასევე მაჯასთან… იმედია, სერიოზული არაფერია…   ბალანსი: 2:2   ხვალ… Continue reading დღე მეოთხე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა… [ვიდეო]

საჩემპიონო ორთაბრძოლა: ტერუნოფუჯი VS მიტაკეუმი [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-15 დღეს, ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. იოკოძუნა ტერუნოფუჯის 11 გამარჯვება და 3 მარცხი ჰქონდა, სეკივაკე მიტაკეუმის კი – 12 გამარჯვება და 2 მარცხი. თუ მონღოლი ჩემპიონი გაიმარჯვებდა, კეტტეი-სენს (საჩემპიონო ორთაბრძოლას) მივიღებდით, სადაც მონაწილეობას მე-6 მაეგაშირა აბიც მიიღებდა, რომელმაც მე-12 მოგება კოტონოვაკასთან მიითვალა.   კეტტეი-სენი საჭირო აღარ გახდა, რადგან მიტაკეუმიმ ტერუნოფუჯი დაამარცხა და კარიერაში მესამე… Continue reading საჩემპიონო ორთაბრძოლა: ტერუნოფუჯი VS მიტაკეუმი [ვიდეო]

დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ჩიომარუს შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ჩიომარუს შეხვდა. შერკინების დაწყებამდე, რიკიშებს სხვადასხვა ბალანსი ჰქონდათ, თუ ქართველი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი – 5:7) ზღვარზე იყო, ჩიომარუ პირიქით – კაჩი კოშის (დადებითი ბალანსი – 7:5). რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ქართველის უპირატესობა თვალსაჩინო იყო – 5:2.   ძალიან კარგი თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, ტოჩინოშინმა ჩიომარუს პოზიცია დააფიქსირა, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა… Continue reading დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი ჩიომარუს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა. ამ შერკინებამდე, ქართველს ბალანსი 5:5-ზე ჰქონდა და კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) იბრძვის. რაც შეეხება რიკიშების ურთიერთშეხვედრებს, ლევანს იაპონელთან 10 გამარჯვება ჰქონდა, 4-ჯერ კი დამარცხდა. სამწუხაროდ, ეს დღე ლევანისთვის წარმატებული არ გამოდგა. ჩიოტაირიუმ დოჰიოზე შესანიშნავად იმოძრავა და ქართველს პოზიციაზე მყარად დადგომის საშუალება არ მისცა, კოორდინაცია დაკარგული ტოჩინოშინი, ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ილეთით)… Continue reading დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტონოვაკას შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი კოტონოვაკას შეერკინა. ურთიერთშეხვედრებში, ეს მათი მე-5 დაპირისპირება იყო, პირველ ოთხში კი რიკიშებმა 2-2 მოიგეს…   რაც შეეხება მიმდინარე ბაშოს, ამ შეხვედრამდე, ქართველ სუმოტორს 4 გამარჯვება და 4 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი – 6 მოგება და 2 მარცხი…   სამწუხაროდ, ლევანი კოტონავაკასთან დამარცხდა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, ჩვენებურმა მავაში ვერ აიღო,… Continue reading დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტონოვაკას შეერკინა [ვიდეო]

დღე მერვე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-8 დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა. მოგეხსენებათ, ქართველი გოლიათი მე-15 მაეგაშირაა და კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სხვა შემთხვევაში, დიდია ალბათობაა, დაქვეითდეს…   დღევანდელი ორთაბრძოლის წინ, ორივე რიკიშის 3 მოგება და 4 მარცხი ჰქონდა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ისინი აქამდე 6-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც ტოჩინოშინმა 2-ჯერ, ტერუცუიოშიმ კი 4-ჯერ მოიგო.   საბედნიეროდ, ახლა გამარჯვება ლევანს… Continue reading დღე მერვე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა

ჰაცუ ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა. ლევან გორგაძე მოწინააღმდეგესთან ფავორიტად არ მიიჩნეოდა, რადგან ურთიერთშეხვედრებში ხომ აგებდა (16:12), მიმდინარე ბაშოზეც მეტოქე უკეთესი იყო – მიოგირიუ (4:2); ტოჩინოშინი (2:4).   საბედნიეროდ, დოჰიოზე ციფრები არ მოქმედებს და რიკიშები შეტაკებას თანაბარ მდგომარეობაში იწყებენ. ლევანს თავდაპირველი ტაჩი-აი (შეტაკება) ნორმალური გამოუვიდა, ოცუკეთი მოწინააღმდეგეს მარჯვენა ხელი დაუბლოკა, თავად ორივე ხელით მავაში… Continue reading დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი მიოგირიუს შეერკინა

დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ოჰოს შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-6 დღეს, ტოჩინოშინი ოჰოს შეერკინა. ოჰო მაკუუჩის (უმაღლესი დივიზიონი) დებიუტანტია და აქამდე ჩვენებურს არ შერკინებია. რაც შეეხება ბრძოლის წინა ბალანსს, ის სარკისებური იყო: ქართველს 2 მოგება და 3 მარცხი, იაპონელს კი 3 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა…   სამწუხაროდ, ეს ჩვენი დღე არ აღმოჩნდა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, ოჰო კარგ პოზიციაში აღმოჩნდა და… Continue reading დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ოჰოს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეოთხე: ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა. რიკიშები შეხვედრას ერთნაირი ბალანსით, 1 მოგებითა და ორი მარცხით, შეხვდნენ. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ქართველს მეტოქე დამარცხებული 14-ჯერ ჰყაბდა, ბრაზილიელს კი – 11-ჯერ.   სამწუხაროდ, ეს დღე ლევანის არ იყო. ორივე რიკიში ერთმანეთს იოცუ-ძუმოში (მავაშიში) შეერკინა, სადაც უკეთესი კაისეი აღმოჩნდა.   ხვალ კოტოეკოა. ურთიერთშეხვედრებში მას ლევანი 4:1-ს უგებს…