“ფულს ფეხბურთი არ უნდა გადავაყოლოთ,” – ბაიერნის პრეზიდენტი

  მიუნხენის ბაიერნის პერზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ვფიქრობ, ეს იდეა არ უნდა განხორციელდეს. ბაიერნი ამის წინააღმდეგია. მსოფლიო ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ იმართება და გულშემატკივრები ამით კმაყოფილნი არიან. მესმის, ფული სპორტში როგორი მნიშვნელოვანიცაა, მაგრამ ფულისთვის ფეხბურთის გაწირვა არ შეიძლება,” – თქვა ჰაინერმა.