საიდან სადამდე? იცნობდეთ ულტრას კაი ბერშტეინს

როგორ გახდა ჰერტას ულტრასი კლუბის პრეზიდენტი? ასეთი რამ ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა: 41 წლის კაი ბერნშტეინმა შეცვალა ვერნერ გეგენბაუერი, რომელიც 14 წლის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტის პოსტზე. ბერნშტეინმა ხმების მიხედვით აჯობა ფრანკ შტეფელსა და მარვინ ბრუმს. კაი ბერნშტეინი… უნიკალური პიროვნება ყოფილა. სამჯერ აუკრძალეს ჰერტას სტადიონზე შესვლა – ცუდი „ყოფაქცევის“ გამო. ბერნშტეინმა დაარსა ულტრასების ჯგუფი Harlekins და… Continue reading საიდან სადამდე? იცნობდეთ ულტრას კაი ბერშტეინს

კონტრაქტი 2023 წლამდე? 2023 ქაბაბი ფანებს…

განელმა შემტევმა კევინ-პრინს ბოატენგმა უჩვეულო აქცია მოაწყო. მან ბერლინის ჰერტასთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა და… 2023 ქაბაბი აჩუქა ჰერტას ფანებს. თავისი ხარჯებით შეუკვეთა 30 ივლისისთვის და Hakiki Kiosk-ში ფანებს შეუძლიათ მიირთვან.  რატომ მაინცდამაინც 30 ივლისს? საქმე ისაა, რომ მეორე დღეს ბუნდესლიგა იწყება და ჰერტა აინტრახტს უმასპინძლებს. კევინ-პრინს ბოატენგი 35 წლისაა. პროფესიული კარიერა სწორედ ჰერტაში დაიწყო,… Continue reading კონტრაქტი 2023 წლამდე? 2023 ქაბაბი ფანებს…

როგორ გავფლანგოთ 500 მილიონი? – გაკვეთილი ჰერტასგან…

უკვე მესამე წელია, ჰერტამ ასეულობით მილიონი დოლარი ქარს გაატანა, მხოლოდ ტრანსფერებში 170 მილიონი ევრო დაიხარჯა (წინ მხოლოდ ბაიერნი, დორტმუნდი, ლაიფციგი და ბაიერი არიან). ვლაპარაკობთ გუნდზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის ამბიცია უნდა ჰქონდეს. შედეგი? – გუნდი პირველ ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. ეს სევდიანი ამბავია, როდესაც რუხ თაგვს (ეს ბერლინში კლუბის ისტორიული ასოციაციაა) მსოფლიო  ბრენდობის ამბიცია გაუჩნდა. დღეს,… Continue reading როგორ გავფლანგოთ 500 მილიონი? – გაკვეთილი ჰერტასგან…

ფიქრები ჯიგარზე

მართლაცდა რა არის ჯიგარი? ღვიძლი რომ არის გასაგებია, მაგრამ მაშინ რას შეიძლება ნიშნავდეს მოწოდება „ჯიგრით ითამაშეთ“ — ღვიძლით ითამაშეთ? როგორც ჩანს, საქმე გვაქვს გამოთქმასთან, რომელსაც დაზუსტება სჭირდება. ხუმრობა გვერდით იყოს და ცხადია, ფეხბურთელს ჯიგრით თამაშისკენ რომ მოუწოდებ, ესე იგი მონდომებას სთხოვ, მაგრამ სწორედ აქ იწყება გაურკვევლობა. შენ გგონია ფეხბურთელებს თვითონ არ უნდათ მოგება? — გეკითხება… Continue reading ფიქრები ჯიგარზე

4 თამაშში 7 გოლი – “რეკორდებზე არ ვფიქრობ”

მიუნხენის ბაიერნმა რეკორდმაისტერის რეჟიმში ითამაშა და ბერლინის ჰერტას 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ბავარიელთა ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ჰეთ-თრიქი შემოგვთავაზა. მატჩის შემდეგ, პოლონელმა ეს თქვა   “დღეს თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით და ბევრი გოლი გავიტანეთ. მოედანზე ყოვლეთვის დამშეული გამოვდივარ და ფიზიკურ ფორმას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ვფიქრობ, დღეს უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე 3 წლის წინ… Continue reading 4 თამაშში 7 გოლი – “რეკორდებზე არ ვფიქრობ”