ჰოლანდი საქართველოსთან გამოირიცხა

მანჩესტერ სიტის ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა სანაკრებო შეკრება დატოვა. ნორვეგიელ გოლეადორს საზარდულის ტრავმამ შეაწუხა და მისი თამაში როგორც ესპანეთის, ასევე საქართველოს ნაკრებთანაც გამოირიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. ჩვენ დაცვას ეს რამდენ პრობლემას მოაშორებს, მიმდინარე სეზონში ჰოლანდის გატანილი გოლებითაც შეგვიძლია გამოვხატოთ: პრემიერლიგა – 26 მატჩში 28 გოლი; ჩემპიონთა ლიგა – 6 მატჩში 10 გოლი…  

“ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა…”

ერლინგ ჰოლანდმა ისევ გოლების ფეირვერკი მოაწყო და ისევ შეცვალეს. ინგლისის თასზე მანჩესტერ სიტიმ 6:0 მოუგო ბარნლის, ნორვეგიელმა სამი გოლი გაიტანა და პეპ გვარდიოლამ  მე-60 წუთზე შეცვალა… აი, გვარდიოლას კომენტარი: „ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა ინგლისის თასზე. ვცდილობ ჩემი ფეხბურთელები დავსაჯო, ეს ჩემი მიზანია“ (Goal) რა თქმა უნდა, პეპმა გაიხუმრა იმ შემთხვევის გამო,… Continue reading “ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ მესის რეკორდი არ მოეხსნა…”

გვარდიოლა – თან ჯერ მარტია…

ერლინგ ჰოლანდს პრემიერლიგის 26 მატჩში 28 გოლი მოუგროვდა. ნორვეგიელის გოლით მანჩესტერ სიტიმ გასვლაზე კრისტალ პალასს მოუგო – 1:0. პეპ გვარდიოლამ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ერლინგს თითოეულ მატჩში 5 გოლი უნდა გაჰქონდეს. თუ ამას ვერ აკეთებს, წნეხში უნდათ რომ მოაქციონ. თუმცა მასზე წნეხი არ მოქმედებს, რადგან დაუჯერებელ სეზონს ატარებს. ჰოლანდის დიდი თვისებაა ის, რომ არასოდეს კარგავს თავის… Continue reading გვარდიოლა – თან ჯერ მარტია…

20 წუთია, არ გამიტანია…

ერლინგ ჰოლანდის თამაში არსენალთან საერთოდ საეჭვო იყო, წინა ტურში ბარძაყის ტრავმის გამო ორიოდე კვირით დასვენებას ეჭვობდნენ. თუმცა ჰოლანდმა ითამაშა, გოლი გაიტანა და მანჩესტერ სიტიმ 3:1 მოიგო ლონდონში. 22 მატჩში 26 გოლი – ნორვეგიელის შედეგიანობა პრემიერლიგაში. „სიტი არის „ჩვენ“ და არა „მე“. ჩემპიონები ვართ. ვერ იტყვით, რომ არა: ჩვენ საჩემპიონო თამაში ჩავატარეთ. ყველანი ვთანხმდებით, რომ არსენალი… Continue reading 20 წუთია, არ გამიტანია…

პეპი: დატვირთეთ!..

მაგარი ფოტოა, არა? როგორ საცობში ჰყავთ ნორვეგიელი… ერლინგ ჰოლანდმა ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარა უგოლოდ და ამან უკვე კითხვები დაბადა: ნორვეგიელს ისე აქვს აწეული თამასა, რომ მცირე სერიაც შესამჩნევი ხდება. პეპ გვარდიოლას ჰკითხეს და მანაც ასე უპასუხა: „უფრო ხშირად უნდა მოამარაგონ პასებით. იუნაიტედთან ჩვენი ფეხბურთელები ცდილობდნენ ჰოლანდზე თამაშს, მაგრამ შოუმ და ვარანმა ბევრ მომენტში მშვენივრად იმოქმედეს.… Continue reading პეპი: დატვირთეთ!..

ჰოლანდი: დავტენე!

  ერლინგ ჰოლანდმა ლიდსთან ორი გოლის გატანის მერე საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჯერ ის დავწეროთ, რომ მანჩესტერ სიტიმ სტუმრად 3:1 აჯობა ლიდსელებს, ხოლო ნორვეგიელს 20 მატჩში 26 გოლი და 3 საგოლე პასი მოუგროვდა… კონკრეტულად პრემიერლიგაში კი ასეთი სტატისტიკა აქვს: 20 გოლი საწყის 14 თამაშში, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა. „მიზანი მაქვს, თუ რამდენი გოლი უნდა გავიტანო. უბრალოდ,… Continue reading ჰოლანდი: დავტენე!

სალაჰი თუ კვარა? – გააკეთეთ გუნდი…

იტალიურმა La Gazzetta dello sport-მა გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც უნდა აირჩიოთ, მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილთაგან, თქვენი სასურველი გუნდი. მათ შორის, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაცაა, რომელიც სოლიდურ კონკურენციაში მოხვდა. სასურველი გუნდი შეგიძლიათ აქ შეადგინოთ და ნახოთ, კვარაცხელია ვიზიტორების რამდენმა პროცენტმა აირჩია

კაკა: კვარა მაგარი ბიჭია, დასანანია…

დიდმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და მილანის ლეგენდამ, კაკამ La Gazzetta dello sport-ს ინტერვიუ მისცა. მას კვარაცხელიას შესახებაც ჰკითხეს – რას ფიქრობთ, ფანტაზია ბალანსზე უკეთესია? აი, მაგალითად, კავარაცხელიას ნაპოლი სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგას ლიდერობს… “კვარა დიდებული სიურპრიზია. ის ძალიან მაგარია. სამწუხაროა, კვარაცხელია და ჰოლანდი მსოფლიოზე მონაწილებას ვერ მიიღებენ. ფატაზია ყოველთვის სიურპრიზებს გვთავაზობს. ფეხბურთელებს შორის ესაა განსხვავება, ფანტაზისტები… Continue reading კაკა: კვარა მაგარი ბიჭია, დასანანია…

კრიტიკა: ჰოლანდს უნდა მოემსახურო, თორემ…

2K11738 Manchester, UK. 14th Sep, 2022. A wink from match winner Erling Haaland of Manchester City during the UEFA Champions League match at the Etihad Stadium, Manchester. Picture credit should read: Darren Staples/Sportimage Credit: Sportimage/Alamy Live News

ერლინგ ჰოლანდს მხოლოდ ქებას კი არ უძღვნიან… ნორვეგიელ გიგანტში სუსტ წერტილებსაც პოულობენ. ისე, საქართველოს ნაკრებიც თუ გაისად ორივე შეხვედრაში იპოვნის და გაანეიტრალებს, დიდებული ამბავი იქნება. აი რა თქვა არსენალის ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად ექსპერტმა პოლ მერსონმა: „მას უნდა მოემსახურო. ყველა ლაპარაკობს, თუ რა დიდი და სუპერფეხბურთელია, როგორი ძლიერია და რამდენს მოძრაობს. მაგრამ თუ ხშირად არ… Continue reading კრიტიკა: ჰოლანდს უნდა მოემსახურო, თორემ…

ტოპ-6! კვარას საოცარი წაუგებელი სერია

Napoli's Georgian forward Khvicha Kvaratskhelia celebrates after scoring his side's third goal during the Italian Serie A football match between Napoli and Torino on October 1, 2022 at the Diego-Maradona stadium in Naples. (Photo by Andreas SOLARO / AFP)

ხვიჩა კვარაცხელია ზოგად სტატისტიკაშიც სუპერია. წარმოიდგინეთ, ტოპ-ხუთი ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორისაც ტოპებში დამკვიდრდა. პირველია ჰოლანდი (20 გოლი და 3 საგოლე პასი), მეორეზე ნეიმარი (11+9), მერე ლევანდოვსკი (14+2), მესი (8+8), მუსიალა (7+7) და აქ უკვე გვხვდება კვარაცხელია (7+5). თუმცა აქ არაა მოპოვებული პენალტები (3). რა თქმა უნდა, ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა არაა და ხშირ შემთხვევაში ემიჯნება კიდეც,… Continue reading ტოპ-6! კვარას საოცარი წაუგებელი სერია