ბერეტინი სტვენით გააცილეს

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/4 ფინალურ სტადიაზე დიდ ინტერესს იწვევდა მატეო ბერეტინის და ჰოლგერ რუნეს დაპირისპირება. შეხვედრის სტარტი ნორვეგიელს იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. მატეო ბერეტინი საშინლად გამოიყურებოდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. იტალიელი კორტზე საკმაოდ ნელა გადაადგილდებოდა და უბრალოდ ვერ ასწრებდა მეტოქის დარტყმულ ბურთებს. 19 წლის რუნემ… Continue reading ბერეტინი სტვენით გააცილეს

რაფაელ ნადალმა როჯერ ფედერერის ჰეგემონია დაასრულა

ATP -მ  დაიწყო 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოვება. კარიერაში პირველად, რაფაელ ნადალი მაყურებელთა წლის საყვარელ მოთამაშედ დასახელდა. 2000 წლიდან მოყოლებული ეს პრიზი ერთხელ მოიგო გუსტავო კუერტენმა, ორჯერ მარატ საფინმა, ხოლო უკანასკნელი 19 გამოკითხვა როჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა. რაფაელ ნადალმა როჯერ ფედერერის “ჰეგემონიის” დაძლევა მხოლოდ შვეიცარიელის დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგღა შეძლო. გულშემატკივრებმა ასევე გამოავლინეს მათთვის წლის ყველაზე… Continue reading რაფაელ ნადალმა როჯერ ფედერერის ჰეგემონია დაასრულა

არარეალური ჰოლგერ რუნე

19 წლის ჰოლგერ რუნე – პარიზის მასტერსის გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში დანიელმა თინეიჯერმა თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა – 3:6 6:3 7:5. რუნეს გამარჯვება უკვე ისტორიულია – ჰოლგერმა 5 დღის განმავლობაში რეიტინგის ტოპ 10-ის 5 წარმომადგენელი დაამარცხა. N10 – ჰუბერტ ჰურკაჩი N9 – ანდრეი რუბლიოვი N1 – კარლოს ალკარასი N8 – ფელიქს ოჟე ალიასიმი N7 – ნოვაკ… Continue reading არარეალური ჰოლგერ რუნე

რუნემ ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო

2J6CDX6 30 April 2022, Bavaria, Munich: Tennis: ATP Tour - Munich, Singles, Men, Semifinals. Otte (Germany) - Rune (Denmark). Holger Rune celebrates his victory after the match. Photo: Sven Hoppe/dpa

ხორვატიის ქალაქ უმაგში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. მეორე წრის მატჩში მსოფლიოს N27 ჩოგანი ჰოლგერ რუნე 6:3 3:6 2:6 დამარცხდა ბერნაბე საპატა-მირალესთან და ასპარეზობას გამოეთიშა. 19 წლის დანიელი ჩოგბურთელის “ჩავარდნა” გრძელდება – ჰოლგერმა ATP TOUR-ზე ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო და ამით თავისი პირადი ანტირეკორდი გაიმეორა. 2019-20 წლების პერიოდში რუნემ ასევე ზედიზედ შვიდი მატჩი წააგო,… Continue reading რუნემ ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო

მარინ ჩილიჩი – რუსების რისხვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დასასრულს უახლოვდება საჩოგბურთო სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი. როლან გაროსის მთავარ სენსაციად იქცა 33 წლის მარინ ჩილიჩი. ვეტერანი ხორვატი თიხაზე წარმატებული თამაშით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა წლევანდელ ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მარინი რუსი ჩოგბურთელების ნამდვილ “რისხვად” იქცა, რადგან ჩილიჩმა 1/8 ფინალში ჯერ დანილ მედვედევი “გააქრო” კორტიდან 6:2 6:3 6:2,… Continue reading მარინ ჩილიჩი – რუსების რისხვა

2 თინეიჯერი როლან გაროსის 1/8 ფინალში

პარიზში გრძელდება საჩოგბურთო სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი. როლან გაროსზე წარმატებით ასპარეზობენ თინეიჯერი ჩოგბურთელები. 19-19 წლის ჰოლგერ რუნემ და კარლოს ალკარასმა წარმატებით გადალახეს 3 რაუნდი და საფრანგეთის ღია პირველობის 1/8 ფინალში გავიდნენ. დანიელი ჰოლგერ რუნე კარიერაში მესამედ ასპარეზობს დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში და პირველად გავიდა მერვედფინალურ ეტაპზე. მას ჯერჯერობით ყველა შეხვედრა 3 პარტიაში… Continue reading 2 თინეიჯერი როლან გაროსის 1/8 ფინალში

ალკარასის წარმატებული სტარტი მილანის ტურნირზე

იტალიის ქალაქ მილანში სტარტი აიღო U21 წლამდე ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. მსოფლიო რეიტინგის 32-ე ჩოგანმა კარლოს ალკარასმა 4:3 4:2 4:0 სძლია დანიელ ჰოლგერ რუნეს და A ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სიტუაცია უაღრესად დაიძაბა მეხუთე გეიმში. 3:2-ზე ესპანელს მეტოქის ჩაწოდებაზე 3 სეტპოინტი ქონდა, თუმცა… Continue reading ალკარასის წარმატებული სტარტი მილანის ტურნირზე

ხალხი ჯოკოვიჩის წინააღმდეგ

მსოფლიოს რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა წარმატებით გადალახა US OPEN-ის პირველი რაუნდი. სერბმა ჩოგბურთელმა 6:1 6:7 6:2 6:1 დაამარცხა ჰოლგერ რუნე. პირველი სეტი „ნოლემ“ ძალიან მარტივად მოიგო – 27 წუთში ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და 6:1 იმარჯვა. მეორე პარტიის სტარტზე, მსოფლიოს 145-ე ჩოგანმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა.ნოვაკი დროულად გამოფხიზლდა – ზედიზედ 4 გეიმის… Continue reading ხალხი ჯოკოვიჩის წინააღმდეგ