20 წლის სინერის სადებიუტო გამარჯვება შემაჯამებელ ტურნირზე

იტალიის ქალაქ ტურინში გრძელდება ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველ სათამაშო დღეს ტრავმა მიიღო მატეო ბერეტინიმ, რომელმაც გამოჯანმრთელება ვერც ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისთვის მოახერხა და მისი შეცვლა თანამემამულე იანიკ სინერით მოხდა. 20 წლის იანიკი სადებიუტო მატჩს შემაჯამებელ ტურნირზე უახლოესი მეგობრის – ჰუბერტ ჰურკაჩის წინააღმდეგ ატარებდა. ეს ჩოგბურთელები ATP TOUR-ზე ერთადერთხელ იყვნენ შეხვედრილები – წლევანდელი მაიამის ტურნირის… Continue reading 20 წლის სინერის სადებიუტო გამარჯვება შემაჯამებელ ტურნირზე

მატეო ბერეტინის ტრავმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე

უიღბლო გამოდგა წლის შემაჯამებელი ტურნირი მატეო ბერეტინისთვის. პირველივე ტურის მატჩში იტალიელმა ჩოგბურთელმა მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო და ნაადრევად დაასრულა მატჩი ალექსანდრ ზვერევთან. შეხვედრის სტარტზე უკეთესად გერმანელი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა, რომელიც იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, მეტოქისაზე კი სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე. 1, 3 და 7 გეიმებში საშას ჯამში 4 ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ვერგამოყენებული… Continue reading მატეო ბერეტინის ტრავმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე

ფედერერი რეიტინგის ტოპ 10-ს ტოვებს

LONDON, ENGLAND - JULY 07: Hubert Hurkacz of Poland shakes hands with Roger Federer of Switzerland after winning their men's Singles Quarter Final match on Day Nine of The Championships - Wimbledon 2021 at All England Lawn Tennis and Croquet Club on July 07, 2021 in London, England. (Photo by AELTC/Edward Whitaker - Pool/Getty Images)

ინდიან-უელსის მასტერსზე ჰუბერტ ჰურკაჩმა 6:3 6:2 დაამარცხა ამერიკელი ფრასის ტიაფუ და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ამ გამარჯვების ფონზე პოლონელი ჩოგბურთელი რეიტინგში გადაასწრებს როჯერ ფედერერს. დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი ორშაბათიდან ტოპ 10-ს დატოვებს და მე-11 პოზიციამდე ჩამოქვეითდება. ბოლოს, როდესაც როჯერი რეიტინგის ტოპ 10-ში არ იმყოფებოდა, 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობის წინ დაფიქსირდა. მაშინ… Continue reading ფედერერი რეიტინგის ტოპ 10-ს ტოვებს

ჰუბერტ ჰურკაჩის ფრანგული დუბლი

საფრანგეთის ქალაქ მეცში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელიც ჰუბერტ ჰურკაჩის სრულ ბენეფისად იქცა. პირველად საკუთარ კარიერაში პოლონელი ჩოგბურთელი ATP-ის ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და მანაც გაცემული ავანსები სრულიად გაამართლა. ჰუბერტმა ფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია – 1/8 ფინალში 6:2 6:3 სძლია ლუკა პუის, 1/4 ფინალში 7:6 6:3 მოუგო მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ჩოგან ენდი… Continue reading ჰუბერტ ჰურკაჩის ფრანგული დუბლი

ფავორიტთა დღე კანადის მასტერსზე

ტორონტოში გრძელდება კანადის საჩოგბურთო მასტერსი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური მატჩები. ოთხივე შეხვედრაში ფავორიტებმა იმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა – სტეფანოს ციციპასმა 76 წუთში გაანადგურა კასპერ რუუდი 6:1 6:4 და ნახევარფინალში გავიდა. ბერძენმა ჩოგბურთელმა სამჯერ დააბრეიკა მოწინააღმდეგე, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ წაუგია.სტეფანოსმა 8 ეისი ჩააწოდა და პირველ ჩაოწდებაზე… Continue reading ფავორიტთა დღე კანადის მასტერსზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი

კანადის ქალაქ ტორონტოში გრძელდება ATP-ის მასტერსი. ტურნირის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 7:6 4:6 4:6 წააგო ჰუბერტ ჰურკაჩთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი პოლონელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა. ჰუბერტმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. ნიკამ დროულად მოახერხა სიტუაციის გამოსწორება – ზედიზედ სამი გეიმის მოგებით წონასწორობაც აღადგინა 4:4. მე-10 გეიმში, ბასილაშვილის ჩაწოდებაზე ჰურკაჩმა 2 სეტპოინტი მოიპოვა, თუმცა… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი

უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი ბერეტინის დაუპირისპირდება

უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და მატეო ბერეტინი დაუპირისპირდებიან. ჯოკოვიჩმა ნახევარფინალურ ეტაპზე 7:6 7:5 7:5 სძლია კანადელ დენის შაპოვალოვს. სერბ ჩოგბურთელს სერიოზული პრობლემები ქონდა პირველ სეტში, როდესაც ადრეული ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა 4:5-ზე უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ტაიბრეიკზე კი ახალგაზრდა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა 7:3. მეორე და მესამე სეტი ერთმანეთს ძალიან… Continue reading უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი ბერეტინის დაუპირისპირდება

ფედერერი: „მომავლ სეზონშიც ვითამაშებდი „უიმბლდონზე“, თუმცა…“

როჯერ ფედერერის ასპარეზობა „უიმბლდონზე“ ხელოვნების ნიმუშია. 8 აგვისტოს „შვეიცარიელ მაესტროს“ 40 წელი შეუსრულდება. გასულ წელს მან 2 ოპერაცია გაიკეთა მუხლზე, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 ტურნირზე მოასწრო ასპარეზობა და სრულფასოვანი მომზადების გავლა მაინც ვერ შეძლო „უიმბლდონისთვის“. ასეთ „საველე პირობებში“ გრანდ სლემის ტურნირზე 1/4 ფინალში გასვლა არარეალურად მაგარი შედეგია, თან თუ გავითვალისწინებთ მის განვლილ გზასაც (მოუგო კამერონ… Continue reading ფედერერი: „მომავლ სეზონშიც ვითამაშებდი „უიმბლდონზე“, თუმცა…“