მოგება ელიტ რაუნდში – 17 წლამდელებმა ჩეხეთი მაკრატელა გოლებით დაამარცხეს (ვიდეო)

ევროპის 17 წლამდე ნაკრებთა ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ასაკობრივ გუნდს შეხვდა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა მეტოქე 2:1 დაამარცხა და აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანეს. 35-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრე ნარიმანიძემ გახსნა, 77-ზე კი როცა ანგარიში 1:1 იყო, ლუკა პარკაძემ გაიტანა. 17 წლამდე ნაკრები პირველ ტურში გერმანიას შეხვდა და 0:3… Continue reading მოგება ელიტ რაუნდში – 17 წლამდელებმა ჩეხეთი მაკრატელა გოლებით დაამარცხეს (ვიდეო)

17 წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით გაიარა და ელიტ-რაუნდში გავიდა. შესარჩევი ციკლის მესამე ტურში ჩვენი გუნდი ესტონეთთან 0:1  დამარცხდა, თუმცა ამის მიუხედავად 4 ქულით შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. გიორგი ჩიტაურის დამოძღვრილებმა პირველ ტურში ისლანდიასთან 1:1 ითამაშეს, შემდეგ უნგრეთს 1:0 მოუგეს, მესამე ტურში კი როგორც მოგახსენეთ ესტონეთთან 0:1 დამარცხდნენ. ჩვენი ჭაბუკები შემდეგ… Continue reading 17 წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა

17-წლამდელები: საქართველომ უნგრეთს სტუმრად მოუგო

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევში სტუმრად 1:0 მოუგო უნგრეთს. გოლი 86-ე წუთზე მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ (საბურთალო) გაიტანა თავურით… ჯარიმა იყო: თბილისის დინამოს აკადემიის ნახევარმცველმა ლუკა პარკაძემ ჩააწოდა და ნარიმანიძემაც მშვენივრად ითამაშა. ეს ჯგუფის მეორე ტური იყო: ახლა გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი საქართველო ლიდერია 4 ქულით, უნგრეთსა და ესტონეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო ისლანდია ბოლოზეა 1 ქულით. ბოლო… Continue reading 17-წლამდელები: საქართველომ უნგრეთს სტუმრად მოუგო