მარცხი პოლონეთთან

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გრძელდება ATP CUP-ის რიგით მესამე გათამაშება. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0-3 დამარცხდა. პოლონეთთან გასამართი სამ მატჩიანი სერიის წინ საქართველომ მნიშნელოვანი დანაკლისი განიცადა – ნიკა ბასილაშვილმა ტრავმის გამო უარი თქვა მატჩში მონაწილეობაზე, შესაბამისად პირველი ჩოგანი ალექსანდრე მეტრეველი გახდა, ხოლო მეორე ჩოგანი ალექსანდრე ბაკში. პირველები კორტზე ბაკში და… Continue reading მარცხი პოლონეთთან

დანილ მედვედევის სენსაციური მარცხი ATP CUP-ზე

ATP CUP-ის დაწყების წინ რუსეთის ნაკრები ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა კორონავირუსის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაკარგა – ანდრეი რუბლიოვი, კარენ ხაჩანოვი, ასლან კარაცევი. მათი შეცვლა კი მხოლოდ რომან საფიულინით და ევგენი კარლოვსკით მოხერხდა. 3 კაციანი შემადგენლობით მოასპარეზე რუსეთის პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები გახლდათ, სწორედ ის „ლე ბლე“, რომელმაც ნაჩქარევად ჩააანაცვლა ტურნირიდან მოხსნილი ავსტრიის… Continue reading დანილ მედვედევის სენსაციური მარცხი ATP CUP-ზე

საქართველოს მტკივნეული მარცხი არგენტინასთან

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სტარტი აიღო ATP CUP-ის რიგით მესამე გათამაშებამ. ტურნირის გახსნით მატჩში საქართველოს ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:3 დამარცხდა. პირველები კორტზე ფედერიკო დელბონისი და ალექსანდრე მეტრეველი გამოვიდნენ. არგენტინელმა ჩოგბურთელმა 66 წუთში 6:1 6:2 იმარჯვა და საკუთარ ქვეყანას პირველი ქულა მოუტანა. მეორე მატჩი ერთმანეთს საქართველოს და არგენტინის პირველი ჩოგნები დაუპირისპირდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი დიეგო შვარცმანის… Continue reading საქართველოს მტკივნეული მარცხი არგენტინასთან

საქართველო vs არგენტინა

1 იანვარს, ღამის 3 საათზე სტარტს აიღებს ATP CUP-ის რიგით მესამე გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, ჩვენი მეტოქეები კი არგენტინა, პოლონეთი და საბერძნეთი იქნებიან. ტურნირი ორი მატჩით იხსნება ჩილე – ესპანეთი და არგენტინა – საქართველო. პირველები კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და ფედერიკო დელბონისი გავლენ. 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის… Continue reading საქართველო vs არგენტინა

დომინიკ ტიმი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს, ავსტრია ATP CUP-ზე

2020 წლის US OPEN-ს გამარჯვებულმა დომინიკ ტიმმა განაცხადა, რომ ვერ ითამაშებს 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე და საჩოგბურთო სეზონს სამხრეთ ამერიკულ ტურნირებზე ასპარეზობით დაიწყებს. „მოგესალმებით, ტრავმის რეციდივი უკვე აღარ მაქვს და ვარჯიშის აქტიურ ფაზაში ვარ გადასული. თავს ნორმალურად ვგრძნობ და ტკივილი აღარ მაწუხებს. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, მივიღე გადაწყვეტილება არ ვითამაშო მოახლოვებულ ავსტრალიის ღია პირველობაზე. პირველი… Continue reading დომინიკ ტიმი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს, ავსტრია ATP CUP-ზე

საქართველო ATP CUP-ს არგენტინასთან მატჩით გახსნის

2022 წლის მამაკაცთა საჩოგბურთო სეზონი ATP CUP-ით 1 იანვარს გაიხსნება. პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ნაკრები, რომელიც პირველივე დღეს არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები არგენტინის, პოლონეთის და საბერძნეთის ნაკრებები არიან. ჩვენი საჩოგბურთო ნაკრების განრიგი ასეთია – პირველ იანვარს არგენტინას ვეთამაშებით, 3 იანვარს პოლონეთს, ხოლო 5-ში საბერძნეთს.… Continue reading საქართველო ATP CUP-ს არგენტინასთან მატჩით გახსნის

ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

2022 წლის 1 იანვარს სტარტს აიღებს ATP CUP, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებიც მიიღებს. ტურნირი ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას არაერთი საჩოგბურთო ვარსკვლავი მიიღებს. A ჯგუფი: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე, ესპანეთი B ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ავსტრია, ავსტრალია C ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ა.შ.შ D ჯგუფი: საბერძნეთი, პოლონეთი, არგენტინა, საქართველო. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა… Continue reading ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია