მამაკაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ალექსანდრ ზვერევმა 76 წუთში 6:4 6:4 სძლია დანილ მედვედევს და კარიერაში მეორედ მოიგო NITTO ATP FINALS. გერმანელ ჩოგბურთელს ზედიზედ 5 მატჩი ქონდა წაგებული დანილთან, თუმცა საშამ ეს ცუდი სერიაც დაასრულა და მაჟორულ ნოტაზე შეხვდება ახალ 2022 წლის საჩოგბურთო სეზონს. პირველი სეტის სტარტზე ზვერევმა იოლად შეძლო ადრეული ბრეიკის შესრულება და 3:1… Continue reading ზვერევმა შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო
Tag: ATP FINALS
ჯოკოვიჩი ისევ დამარცხდა, ისევ 1/2 ფინალში, ისევ ზვერევთან
უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ალექსანდრ ზვერევი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში სერბი გერმანელს 7:3-ს ამარცხებდა. 2021 წელს ნოვაკს ზვერევი სამჯერ ყავდა დამარცხებული – ATP CUP-ზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე და US OPEN-ზე, ხოლო საშამ მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს ოლიმპიადის ნახევარფინალში აგემა მწარე მარცხი. შეხვედრის… Continue reading ჯოკოვიჩი ისევ დამარცხდა, ისევ 1/2 ფინალში, ისევ ზვერევთან
მედვედევი შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია
იტალიის ქალაქ ტურინში დასასრულს უახლოვდება წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველ ნახევარფინალურ მატჩში დანილ მედვედევმა 6:4 6:2 სძლია კასპერ რუუდს და ფინალის საგზური მოიპოვა. მთელი შეხვედრის მიმდინარეობისას, მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი დანილ მედვედევი დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. რუსი ჩოგბურთელი სტაბილურად მიდიოდა მეტოქის ჩაწოდებაზე ბრეიკპოინტებამდე(ჯამში 9 ბრეიკპოინტი), ხოლო ნორვეგიელმა მატჩის ბოლომდე 1 ბრეიკპოინტიც კი ვერ გამოიმუშავა. პირველი სეტის… Continue reading მედვედევი შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია
მოგერიებული 2 მატჩბოლი და მედვედევის ზედიზედ მერვე გამარჯვება შემაჯამებელზე
მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა – დანილ მედვედევმა შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში 6:0 6:7 7:6 სძლია იანიკ სინერს და პლეიოფში პირველი ადგილით გავიდა. პირველი პარტია რუსმა ჩოგბურთელმა 26 წუთში მშრალი ანგარიშით – 6:0 მოიგო, მედვედევმა სამჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა 20 წლის იტალიელს. მეორე სეტში იანიკი გამოფხიზლდა და ადრეული ბრეიკით დაწინაურდა… Continue reading მოგერიებული 2 მატჩბოლი და მედვედევის ზედიზედ მერვე გამარჯვება შემაჯამებელზე
20 წლის სინერის სადებიუტო გამარჯვება შემაჯამებელ ტურნირზე
იტალიის ქალაქ ტურინში გრძელდება ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველ სათამაშო დღეს ტრავმა მიიღო მატეო ბერეტინიმ, რომელმაც გამოჯანმრთელება ვერც ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისთვის მოახერხა და მისი შეცვლა თანამემამულე იანიკ სინერით მოხდა. 20 წლის იანიკი სადებიუტო მატჩს შემაჯამებელ ტურნირზე უახლოესი მეგობრის – ჰუბერტ ჰურკაჩის წინააღმდეგ ატარებდა. ეს ჩოგბურთელები ATP TOUR-ზე ერთადერთხელ იყვნენ შეხვედრილები – წლევანდელი მაიამის ტურნირის… Continue reading 20 წლის სინერის სადებიუტო გამარჯვება შემაჯამებელ ტურნირზე
რუბლიოვის მოულოდნელი გამარჯვება ციციპასთან
იტალიის ქალაქ ტურინში სტარტი აიღო წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. პირველ ტურში, „მწვანე ჯგუფში“ ერთმანეთს ანდრეი რუბლიოვი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ. რუსი ჩოგბურთელი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, ATP-ის ტურნირებზე გამართული ბოლო 6 მატჩიდან 4 წაგებული ქონდა, თუმცა, როგორც ჩანს ანდრეიმ მოახერხა და შემაჯამებელ ტურნირს მშვენიერ ფორმაში შეხვდა – პირველივე მატჩში საკმაოდ იოლად მოუგო ბერძენ ჩოგბურთელს 6:4… Continue reading რუბლიოვის მოულოდნელი გამარჯვება ციციპასთან
მატეო ბერეტინის ტრავმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე
უიღბლო გამოდგა წლის შემაჯამებელი ტურნირი მატეო ბერეტინისთვის. პირველივე ტურის მატჩში იტალიელმა ჩოგბურთელმა მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო და ნაადრევად დაასრულა მატჩი ალექსანდრ ზვერევთან. შეხვედრის სტარტზე უკეთესად გერმანელი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა, რომელიც იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, მეტოქისაზე კი სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე. 1, 3 და 7 გეიმებში საშას ჯამში 4 ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ვერგამოყენებული… Continue reading მატეო ბერეტინის ტრავმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე
ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაცია გაიარა
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში უკვე 7170 ქულა დააგროვა და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც სტარტს 14 ნოემბერს, იტალიის ქალაქ ტურინში აიღებს. ნოვაკი წლის შემაჯამებელ ტურნირზე კარიერაში მეთოთხმეტედ გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა ხუთჯერ შეძლო ATP FINALS-ის ტურნირის მოგება (2008,2012, 2013, 2014, 2015) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაცია გაიარა