ა.შ.შ-ს ქალაქ მაიამიში სტარტი აიღო საჩოგბურთო მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 132-ე საფეხურს იკავებს, შესაბამისად ქართველ ჩოგბურთელს ძირითად ბადეში მოსახევდრად 2 რაუნდიანი კვალიფიკაციის გავლა უწევდა. სამწუხაროდ, ნიკამ პირველივე ეტაპზე 4:6 6:1 1:6 წააგო ფელიპე მელიგენთან(N 164) და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი ბრაზილიელს უკეთესი გამოუვიდა – საწყისი 6 გეიმიდან ხუთი მოიგო და სოლიდური… Continue reading ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა
Tag: ATP
ალკარასის ტრიუმფი ინდიან-უელსის მასტერსზე
ინდიან-უელსში დასრულდა ATP-ის საჩოგბურთო სეზონის პირველი მასტერსი. ფინალურ მატჩში კარლოს ალკარასმა 6:3 6:2 სძლია დანილ მედვედევს და კარიერაში მერვე ტურნირი მოიგო. ესპანელმა ჩოგბურთელმა რუს მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და უსიტყვოდ მოიგო შეხვედრა. პირველი სეტის სტარტზე კარლოსმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ალკარასმა უპრობლემოდ შეინარჩუნა 3 გეიმიანი ჰანდიკაპი და პარტია 6:3 მოიგო. მეორე სეტში ტურნირზე… Continue reading ალკარასის ტრიუმფი ინდიან-უელსის მასტერსზე
43 წლის ბოპანამ ინდიან-უელსის მასტერსი მოიგო
აგრძელებს მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიის გადაწერას როჰან ბოპანა. 43 წლის ინდოელმა მეტიუ ებდენთან ერთად ინდიან უელსის მასტერსი მოიგო. ფინალურ მატჩში, ავსტრალიურ/ინდოურმა ტანდემმა 6:3 2:6 10-8 სძლია უესლი კულჰოფს და ნილ სკუპსკის. კორტზე მყოფი 4 ჩოგბურთელიდან ბოპანა ყველაზე გამორჩეული იყო – ინდოელი ერთნაირად კარგი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. როჰანმა არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოიგო ბადესთან და პირველი… Continue reading 43 წლის ბოპანამ ინდიან-უელსის მასტერსი მოიგო
მედვედევი და საბალენკა ნახევარფინალურ სტადიაზე
ინდიან-უელსში გრძელდება საჩოგბურთო მასტერსი. 1/4 ფინალურ სტადიაზე, დანილ მედვედევმა ყველანაირი პრობლემების გარეშე 6:3 7:5 სძლია ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. რუს ჩოგბურთელს იდეალური სტარტი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა. ფოკინა ცდას არ აკლებდა, თუმცა მედვედევის მძლავრ ჩაწოდებას ვერაფერი დაუპირისპირდა და სეტიც 3:6 წააგო. მეორე პარტიაში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა –… Continue reading მედვედევი და საბალენკა ნახევარფინალურ სტადიაზე
კარლოს ალკარასის მეასე გამარჯვება
ინდიან-უელსის მასტერსის მესამე წრის მატჩში, 19 წლის კარლოს ალკარასმა 7:6 (3) 6:3 დაამარცხა ტალონ გრიკსპური და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანს, კარიერის განმავლობაში ATP TOUR-ზე ჯამში 132 მატჩი აქვს ჩატარებული და უკვე საიუბილეო – მე-100 გამარჯვება მოიპოვა. ჩოგბურთის ისტორიაში, მხოლოდ ჯონ მაკინროუმ შეძლო უფრო სწრაფად 100 მატჩის მოგება, ვიდრე ეს ესპანელმა თინეიჯერმა… Continue reading კარლოს ალკარასის მეასე გამარჯვება
მედვედევის მოგებათა სერია გრძელდება
დანილ მედვედევი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ინდიან უელსის მასტერსზე. რუსმა ჩოგბურთელმა მესამე რაუნდის მატჩში 6:2 3:6 6:1 სძლია ილია ივაშკას და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი დანილს იდეალური გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და ლიდერობა მოიპოვა. სეტის მიწურულს მედვედევმა კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და პარტიაც “დახურა” – 6:2. მეორე პარტიაში ბელარუსი ჩოგბურთელი გამოფხიზლდა… Continue reading მედვედევის მოგებათა სერია გრძელდება
ალკარასი 1/8 ფინალშია
ინდიან-უელსში გრძელდება ATP-ს საჩოგბურთო სეზონის პირველი მასტერსი. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი – კარლოს ალკარასი. მეორე რაუნდის მატჩში, ესპანელმა თინეიჯერმა 6:3 6:3 სძლია ტანასი კოკინაკისს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი კარლოსს იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ყველანაირად ცდილობდა თუნდაც ბრეიკპოინტამდე მისვლას, თუმცა… Continue reading ალკარასი 1/8 ფინალშია
დომინიკ ტიმის კრიზისი გრძელდება
ინდიან-უელსში გრძელდება 2023 წლის, ATP-ის პირველი საჩოგბურთო მასტერსი. ტურნირზე ასპარეზობა პირველი რაუნდიდან დაიწყო მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მესამე ჩოგანმა – დომინიკ ტიმმა. ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დრამატულ ბრძოლაში 6:4 4:6 6:7 წააგო ადრიან მანარინოსთან და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი დომინიკისთვის იდეალური გამოვიდა – პირველი სეტი 6:4 მოიგო, ხოლო მეორე პარტიაში 4:1 დაწინაურდა. თითქოს ყველაფერი დასრულდა და ავსტრიელი… Continue reading დომინიკ ტიმის კრიზისი გრძელდება
ბასილაშვილის მარცხი პირველივე რაუნდში
ინდიან-უელსში სტარტი აიღო ATP-ის საჩგბურთო სეზონის პირველმა მასტერსმა. სამწუხაროდ, საწყის რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი 5:7 3:6 დამარცხდა პედრო კაჩინთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი ქართველს უკეთესი გამოუვიდა – მესამე გეიმში ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 2 გეიმიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა 3:1. სეტის მეორე ნახევარში არგენტინელი ჩოგბურთელი “გამოფხიზლდა” – პედრომ ჯერ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-12… Continue reading ბასილაშვილის მარცხი პირველივე რაუნდში
დანილ მედვედევის მოგებათა სერია გრძელდება
დუბაიში დასრულდა ATP-ს მორიგი 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორი რუსი ჩოგბურთელი შეხვდა – დანილ მედვედევი ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგ. სანახაობრივი კუთხით, ფინალურმა შეხვედრამ არ გაამართლა, რადგან დანილმა ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაჯაბნა თავისი თანამემამულე და საკმაოდ მარტივად 6:2 6:2 იმარჯვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 5:2 გახდა მედვედევის სასარგებლოდ. დანილმა ATP TOUR-ზე ზედიზედ მე-14 მატჩი… Continue reading დანილ მედვედევის მოგებათა სერია გრძელდება