მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ეშლი ბარტი მიიჩნევა (ქალთა ერთეულთა თანრიგი). მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ბრწყვინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება და ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს მეტოქეებს. პირველ რაუნდში ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა 54 წუთში მოუგო უკრაინელ ლესია ცურენკოს 6:0 6:1. ეშლის ანგარიშზე 5 ეისი და 5 ბრეიკი იყო, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ დაუკარგავს. მეორე წრეში ბარტიმ… Continue reading ფანტასტიკური ეშლი ბარტი
Tag: australian open 2022
ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი ენდი მარეისთან
ავსტრალიის ღია პირველობის პირველი რაუნდის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ენდი მარეი და ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდნენ. მარათონული მატჩი 3 საათი და 55 წუთი გაგრძელდა, რომლის გამარჯვებულიც სამწუხაროდ ბრიტანელი ჩოგბურთელი გახდა 6:1 3:6 6:4 6:7 6:4. შეხვედრის სტარტი მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც 23 წუთში სამჯერ დააბრეიკა ნიკა და პირველი სეტი 6:1 მოიგო. მეორე პარტიაში ქართველმა… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი ენდი მარეისთან
რაფაელ ნადალის წარმატებული სტარტი ავსტრალიის ღია პირველობაზე
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სტარტი აიღო წლის პირველმა გრანდ სლემის ტურნირმა. Australian Open-ზე პირველი რაუნდი უპრობლემოდ გადალახა მსოფლიო რეიტინგის მე-5 ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. ესპანელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:1 6:4 6:2 სძლია ამერიკელ მარკოს ხირონს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩი 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ესპანელის ანგარიშზე 7 ეისი, 2 ორმაგი… Continue reading რაფაელ ნადალის წარმატებული სტარტი ავსტრალიის ღია პირველობაზე
მტკივნეული მარცხი 664-ე ჩოგანთან
საქართველოს პირველი ჩოგანი ეკა გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა. საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალურ ეტაპზე ეკომ უშანსოდ – 2:6 1:6 წააგო მსოფლიო რეიტინგის 664 ჩოგან კიმბერლი ბირელისთან. შეხვედრის სტარტზე ავსტრალიელმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და ზედიზედ 4 გეიმი მოიგო. ეკამ გაიბრძოლა, საკუთარ ჩაწოდებებზე 2 გეიმის მოგება შეძლო, თუმცა სეტი მაინც წააგო 2:6. მეორე პარტიაც დაახლოვებით… Continue reading მტკივნეული მარცხი 664-ე ჩოგანთან
ეკა გორგოძეს წარმატებული სტარტი Australian Open-ზე
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სტარტი აიღო წლის პირველი გრანდ სლემის ტურნირის – Australian Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა – ეკა გორგოძემ(N 143) კვალიფიკაციის1/4 ფინალურ ეტაპზე, მძიმე ბრძოლაში 6:3 1:6 6:3 სძლია შვეიცარიელ ლეონიე კუნგს (N 165) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი საკმაოდ „მძიმე“ გამოვიდა – პირველივე გეიმი, შვეიცარიელის ჩაწოდებაზე დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა,… Continue reading ეკა გორგოძეს წარმატებული სტარტი Australian Open-ზე