მელბურნში დასრულდა 2023 წლის პირველი დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობის, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6:3 7:6 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს და კარიერაში მეათედ მოიგო Australian Open. შეხვედრის სტარტი ნოვაკს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. სერბმა ჩოგბურთელმა უპრობლემოდ შეინარჩუნა 3 გეიმიანი ჰანდიკაპი და 38 წუთში პირველი სეტიც მოიგო… Continue reading ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ის ჩემპიონია
Tag: australian open 2023
საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია
ავსტრალიის ღია პირველობის, ქალთა ერთეულთა თარიგის ფინალურ შეხვედრაში არინა საბალენკამ 4:6 6:3 6:4 სძლია ელინა რიბაკინას და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. საბალენკა 2023 წლის სტარტზე იდეალურად გამოიყურებოდა – ბევრად დამაჯერებლად მოქმედებდა კორტზე, უკეთესად აწვდიდა და ფსიქოლოგიურ წონასწორობასაც ინარჩუნებდა. ფინალურ შეხვედრაში ბელორუსმა ჩოგბურთელმა სამივე ეს კომპონენტი იდეალურად გამოიყენა. პირველ სეტში რიბაკინა უკეთს ჩოგბურთს თამაშობდა… Continue reading საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია
Australian Open-ის ფინალისტები ცნობილია
მელბურნში დასასრულს უახლოვდება ავსტრალიის ღია პირველობა. ქალთა ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალურ სტადიაზე ელინა რიბაკინამ 7:6 6:3 სძლია ვიქტორია აზარენკას, ხოლო არინა საბალენკამ მაგდა ლინეტი დაამარცხა 7:6 6:2. ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ორშაბათიდან საბალენკა მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი გახდება, ხოლო რიბაკინა ტოპ 10-ში შეაბიჯებს, გამოაძევებს რა იქიდან რუს – ვერონიკა კუდერმეტოვას. საბალენკა დიდი სლემის ტურნირზე პირველად გავიდა ფინალში.… Continue reading Australian Open-ის ფინალისტები ცნობილია
მაგდა ლინეტის ავსტრალიური “ზღაპარი” გრძელდება
მელბურნში დასასრულს უახლოვდება ავსტრალიის ღია პირველობის რიგით 111-ე გათამაშება. მსოფლიო რეიტინგის 45-ე ჩოგანი მაგდა ლინეტი აგრძელებს სენსაციურ სვლას. 30 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:3 7:5 სძლია კაროლინა პლიშკოვას და კარიერაში პირველად გავიდა Australian Open-ის 1/2 ფინალში. მაგდა 30-ედ ასპარეზობს დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში, თუმცა წლევანდელი “მოგზაურობა” ყველაზე წარმატებულია. 2023 წლამდე ლინეტის საუკეთესო… Continue reading მაგდა ლინეტის ავსტრალიური “ზღაპარი” გრძელდება
რიბაკინა Australian Open-ის 1/2 ფინალშია
მელბურნში დასასრულს უახლოვდება Australian Open-ის რიგით 111-ე გათამაშება. ქალთა ერთეულთა ბადეში აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ელენა რიბაკინა. უიმბლდონის მოქმედმა გამარჯვებულმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:2 6:4 სძლია ალიონა ოსტაპენკოს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ელენამ კარიერაში პირველი მატჩი მოუგო ალიონას და ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 1:2 გახდა. ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში რიბაკინა პეგულია/აზარენკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.… Continue reading რიბაკინა Australian Open-ის 1/2 ფინალშია
ჯოკოვიჩის გამანადგურებელი გამარჯვება
მელბურნში გრძელდება ავსტრალიის ღია პირველობა. მეოთხე რაუნდის მატჩის რანგში ნოვაკ ჯოკოვიჩი კორტების მასპინძლე ალექს დე მინორს დაუპირისპირდა. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ერთერთი ყველაზე სწრაფია ATP TOUR-ში და გულშემატკივარს სწორედ ამის იმედი ქონდა, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა. ნოვაკმა მეტოქეს მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო და გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა 6:2 6:1 6:2. 2019 წლის შემდეგ ჯოკოვიჩმა ყველაზე დიდი სხვაობით მოიგო… Continue reading ჯოკოვიჩის გამანადგურებელი გამარჯვება
პლიშკოვა Australian Open-ს 1/4 ფინალშია
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი – კაროლინა პლიშკოვა აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ავსტრალიის ღია პირველობაზე. მეოთხე რაუნდის მატჩში, ჩეხმა სპორტსმენმა 55 წუთში 6:0 6:4 გაანადგურა ჩჟენ შუაია და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – კაროლინა პირველიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა კორტზე და ერთხელაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა. პლიშკოვას სტარტი იდეალური გამოუვიდა –… Continue reading პლიშკოვა Australian Open-ს 1/4 ფინალშია
იგა შვიონტეკი Australian Open-ს გამოეთიშა
მელბურნში გრძელდება ავსტრალიის ღია პირველობის რიგით 111-ე გათამაშება. მეოთხე რაუნდის მატჩის რანგში ერთმანეთს იგა შვიონტეკი და ელინა რიბაკინა დაუპირისპირდნენ. შეხვედრას ინტრიგას მატებდა ის ფაქტიც, რომ ამ ჩოგბურთელებს უკანასკნელი 3 დიდი სლემის ტურნირი ქონდათ მოგებული (პოლონელს როლან გაროსი, ამერიკის ღია პირველობა, ყაზახს – უიმბლდონი). სტარტი ელენას უკეთესი გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და… Continue reading იგა შვიონტეკი Australian Open-ს გამოეთიშა
როდესაც ჯოკოვიჩის 35 წელი 25 ხდება
დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ავსტრალიის ღია პირველობაზე. სერბმა ჩოგბურთელმა მესამე რაუნდის მატჩში 7:6 6:3 6:4 სძლია გრეგ დიმიტროვს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი ნოვაკს იდეალური გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და 2:0 დაწინაურდა. სერბი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოპოვებულ ორგეიმიან ჰანდიკაპს, თუმცა მეათე გეიმში მცირე ჩავარდნა დაეწყო და… Continue reading როდესაც ჯოკოვიჩის 35 წელი 25 ხდება
ძალამიძე Australian Open-ს გამოეთიშა
მელბურნში გრძელდება Australian Open-ის რიგით 111-ე გათამაშება. ქალთა წყვილთა თანრიგში, სამწუხაროდ პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა ასპარეზობას ნათელა ძალამიძე. ძალამიძე/პანოვას დუეტმა 3 საათიან, უმძიმეს ბრძოლაში 7:6 4:6 5:7 წააგო ფრუხვირტოვა/რიშკეს ტანდემთან. პირველი პარტიის სტარტზე ქართულ/რუსულმა დუეტმა საწყისი 3 გეიმიდან 2 მეტოქის ჩაწოდებაზე მოიგო და ბრეიკიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა. ძალამიძე/პანოვას ტანდემი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოპოვებულ უპირატესობას, თუმცა 5:4-ზე მეტოქეებმა უკუბრეიკი… Continue reading ძალამიძე Australian Open-ს გამოეთიშა