მამუკელაშვილმა “პელიკანზს” 20 ქულა ჩაუგდო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ერთმანეთს სამხრეთ/დასავლეთ დივიზიონის ორი გუნდი დაუპირისპირდა – “ნიუ ორლეანმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “სან ანტონიოს”. გრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილებით, “სპურსის” რიგებში შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა ფორვარდმა მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. “მამუმ” პარკეტზე გატარებული 25 წუთის განმავლობაში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა… Continue reading მამუკელაშვილმა “პელიკანზს” 20 ქულა ჩაუგდო

მსოფლიო კალათბურთმა ლეგენდა დაკარგა

მსოფლიო კალათბურთის და “ნიუ-იორკის” ლეგენდარული ცენტრი – უილის რიდი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიდმა მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა “ნიქსის” შემადგენლობაში გაატარა (1964-74 წლები). ამ პერიოდის განმავლობაში იგი ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (1970, 1973). რიდი – პირველი კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელიც ერთი სეზონის განმავლობაში იქნა აღიარებული რეგულარული სეზონის, ფინალების და ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (1969/70… Continue reading მსოფლიო კალათბურთმა ლეგენდა დაკარგა

გოგა ბითაძის 15 წუთი “კლიპერსის” წინააღმდეგ

ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება NBA-ს 2022/23 წლების სეზონი. დასავლეთ კონფერენციის ერთერთმა გამორჩეულმა გუნდმა – “კლიპერსმა” საკუთრ მოედანზე უმასპინძლა “ორლანდოს” და მოულოდნელად 108-113 დამარცხდა. “მეჯიქის” რიგებში 15 წუთი იასპარეზა გოგა ბითაძემ. ქართველი ცენტრი თამაშში მეორე ხუთეულიდან ჩაერთო და 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბითაძემ ორჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ, თუმცა ორივე ააცილა (0 ქულა).… Continue reading გოგა ბითაძის 15 წუთი “კლიპერსის” წინააღმდეგ

ჯოელ ემბიდი MVP-ს მთავარი ფავორიტია

“ფილადელფიას” ცენტრმა – ჯოელ ემბიდმა MVP-ს რეიტინგში გადაასწრო “დენვერის” ლიდერ ნიკოლა იოკიჩს და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 3 კვირა დარჩა. “ფილადელფიას” 6 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია. ამ პერიოდის განმავლობაში კამერუნელი კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 36.8 ქულას, 8.5 მოხსნას და 4.7 პასს ასრულებს. ჯოელის თამაშიდან სროლების რეალიზაციის პროცენტი 60-ს უტოლდება. თავისმხრივ, მცირე… Continue reading ჯოელ ემბიდი MVP-ს მთავარი ფავორიტია

გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა

ORLANDO, FL - MARCH 7: Goga Bitadze #35 of the Orlando Magic rebounds the ball during the game against the Milwaukee Bucks on March 7, 2023 at Amway Center in Orlando, Florida. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2023 NBAE (Photo by Fernando Medina/NBAE via Getty Images)

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფინიქსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ორლანდოს” და მეტოქე 116:113 დაამარცხა. ზედიზედ მეოთხე მატჩი გამოტოვა კევინ დურანტმა, რომელიც 1 კვირის წინ გახურებისას დაიმტვრა და ისევ ლაზარეთში იმყოფება. მის გარეშე დარჩენილ “სანზში” 20 ქულიან ზღვარსაც კი ვერცერთი კალათბურთელი შესწვდა, თუმცა გუნდური ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა მაინც მოახერხეს მნიშვნელოვანი მატჩის მოგება. მარკელ ფულცის და პაოლო… Continue reading გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა

“ქართული” გუნდების დაპირისპირება NBA-ში

ქართული პუბლიკისთვის ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა NBA-ში. გოგა ბითაძის “ორლანდო”ტეხასში ესტუმრა სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიოს”. სამწუხაროდ ქართველთა დაპირისპირება უშუალოდ პარკეტზე არ შედგა, რადგან “მეჯიქის” სამწვრთნელო შტაბმა ბოლო წუთამდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა გოგა, სამაგიეროდ სოლიდური სათამაშო დრო მიიღო სანდრომ. “მამუმ” პარკეტზე 21 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა… Continue reading “ქართული” გუნდების დაპირისპირება NBA-ში

ენტონი დევისის 35 ქულა ყოფილ გუნდთან

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ნიუ ორლეანმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ლეიკერსს”. შეხვედრას ინტრიგას მატებდა ენტონი დევისის ფაქტორი – A.D დრაფტზე(2012 წლის 1 პიკი) “პელიკანზმა” აირჩია და საკმაოდ დიდი ხნის(7 სეზონი) განმავლობაში სწორედ ამ გუნდის რიგებში თამაშობდა, თუმცა ინდივიდუალური თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს მიაღწია და ტრეიდი მოითხოვა. დევისი საბოლოოდ “ლეიკერსში” გაიცვალა და “ნიუ ორლეანის” გულშემატკივრის ზიზღიც დაიმსახურა.… Continue reading ენტონი დევისის 35 ქულა ყოფილ გუნდთან

სანდროს 6 ქულა და 7 მოხსნა “ოკლაჰომასთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” საკუთარ AT&T CENTER-ში უმასპინძლა “ოკლაჰომას” და 90:102 დამარცხდა. ორივე გუნდი შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდა – “სპურსს” სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდა ტრე ჯონსი, ჯერემი სოჰანი და კელდონ ჯონსონი, ხოლო “თანდერს” მთავარი სუპერ ვარსკვლავის – შაი გილიჯეს ალექსანდერის გარეშე უწევდა ასპარეზობა. სოჰანი+ჯონსონის არყოფნის ფონზე, გრეგ პოპოვიჩმა სათამაშო დრო… Continue reading სანდროს 6 ქულა და 7 მოხსნა “ოკლაჰომასთან”

მამუკელაშვილის 11 ქულა და გამარჯვება “დენვერთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” საკუთარ მოედანზე დასავლეთ კონფერენციის ლიდერ – “დენვერს” უმასპინძლა. მიუხედავად ნიკოლა იოკიჩის 37 ქულისა, “სპურსმა” მაინც დაამარცხა “ნაგეთსი” 128:120 და სეზონში მე-17 გამარჯვება მოიპოვა. მოგებულ მატჩში თავისი წვლილი შეიტანა “სან ანტონიოს” ქართველმა ფორვარდმა – სანდრო მამუკელაშვილმა. “მამუ” პარკეტზე მეორე ხუთეულიდან ჩაერთო, 12 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 2… Continue reading მამუკელაშვილის 11 ქულა და გამარჯვება “დენვერთან”

“ბრუკლინის” მეორე ხუთეულმა 98 ქულა დააგროვა

Brooklyn Nets' Mikal Bridges drives past Milwaukee Bucks' Jrue Holiday during the first half of an NBA basketball game Thursday, March 9, 2023, in Milwaukee. (AP Photo/Morry Gash)

საინტერესო მატჩი გაიმართა მილუოკიში, სადაც ადგილობრივი “ბაქსი” “ბრუკლინს” დაუპირისპირდა. უხვქულიანი შეხვედრა  მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 118:113. მიუხედავად წაგებული მატჩისა, “ნეთსის” სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა კალათბურთელებმა გასაოცრად ითამაშეს – “ბრუკლინის” მეორე ხუთეულმა ჯამში 98 ქულა ჩაუგდო მეტოქეს და ამით NBA-ს რეკორდი დაამყარა. ლიგაში, 1970-71 წლების სეზონიდან დაიწყეს დეტალური სტატისტიკის წარმოება და მას შემდეგ პირველად დაფიქსირდა, რომ მეორე ხუთეულის… Continue reading “ბრუკლინის” მეორე ხუთეულმა 98 ქულა დააგროვა