UFC-ს ვარსკლავმა, სუპერმსუბუქი წონის #2 კონტენდერმა, შონ ომალიმ თავის პოდკასტში მერაბის და იანის ბრძოლაზე ისაუბრა. გარდა ბრძოლის ტექნიკური ნაწილისა და მერაბის პერფორმანსის შექებისა, ამერიკელმა მებრძოლმა მერაბს გარეგნობაზე დასცინა. “გულის სიღრმეში იანი ძალიან შემეცოდა. ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივის სტატუსი ჰქონდა, Pound For Pound-ის სიაში იყო, დივიზიონის ყველაზე სახიფათო მებრძოლად ითვლებოდა… არალეგალური დარტყმა ალჯოსთან, შემდეგ მარცხი რემატჩში, მარცხი… Continue reading შონ ომალიმ დვალიშვილს გარეგნობაზე დასცინა [VIDEO]
Tag: UFC
“ვფიქრობ, რომანი ვეტორის დაამარცხებს” – ისრაელ ადესანია [VIDEO]
UFC-ს საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ, თავის იუთუბ არხზე ახალი ვიდეო განათავსა, სადაც მოახლოვებულ UFC 286-ის ბრძოლებზე წინასწარი პროგნოზი გააკეთა. ადესანიამ მისი წონის კონტენდერების, რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის ბრძოლაზეც ისაუბრა: “რომანს ეტყობა, რომ თუ დაგარტყა, ძალიან გატკენს. იგრძნობა, რომ იგი დარტყმაში მის მთელს წონას დებს. როცა ვეტორი ფეხზე ჩხუბობს, იგი უბრალოდ გპრესავს, წნეხში… Continue reading “ვფიქრობ, რომანი ვეტორის დაამარცხებს” – ისრაელ ადესანია [VIDEO]
“მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიბრძოლებდი” – მაკგრეგორმა ტრავმაზე ისაუბრა [VIDEO]
მაკგრეგორი ბრუნდება, თანაც მართლა – ამ დასკვნის გამოტანა გარდა ოფიციალური განცხადებებისა, მხოლოდ იმითაც შეგვიძლია, რომ კონორმა ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრ ინტერვიუში გამოჩნდა. გამოსარჩევი იყო არიელ ჰელვანისთან სტუმრობა, სადაც კონორმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ჰელვანიმ კონორს პორიესთან მიღებულ ტრავმაზეც ჰკითხა. “იმ დროს მეგონა, რომ ბრძოლას ვეღარასდროს შევძლებდი. იმაზე არ მიფიქრია, გავილიდი ან სავარძელს მივეჯაჭვებოდი თუ არა… Continue reading “მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიბრძოლებდი” – მაკგრეგორმა ტრავმაზე ისაუბრა [VIDEO]
“უნდა ვიბრძოლოთ, პროფესიონალები ვართ” – დოლიძე ვეტორიზე [VIDEO]
წლის ერთ-ერთი გამორჩეული ივენთი, UFC 286 გვიახლოვდება. ქარდის მთავარი ბრძოლა უსმანსა და ედვარდს შორის გაიმართება. ტრილოგია საბოლოოდ გაარკვევს, თუ ვინ არის ქვესაშუალო წონის მეფე. კო-მეინ ივენთზე კი მსუბუქი წონის სუპერ ბრძოლას ვიხილავთ ჯასტინ გეიჯი VS რაფაელ ფიზიევი. აღნიშნული ივენთის მეინ ქარდზე იბრძოლებს ასევე რომან დოლიძეც, ქართველი ფალავანი იტალიელ მარვინ ვეტორის დაუპირისპრიდება, რომელიც საშუალო წონის მე-4… Continue reading “უნდა ვიბრძოლოთ, პროფესიონალები ვართ” – დოლიძე ვეტორიზე [VIDEO]
ადესანიას დვალიშვილი vs იანის ყურებისას ჩაეძინა [VIDEO]
UFC-ს სუპერვარსკლავი, საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, ისრაელ ადესანია თავის იუთუბ არხზე ახლა ვიდეოს ავრელებს. აღნიშნულ ვიდეოში ადესანია UFC Vegas 71-ს უყურებს, რომლის მთავარი ბრძოლაც, კარგად მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორსი გაიმართა. ბრძოლა საკმაოდ დაძაბულად, მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. მერაბმა იანს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, ამ ბრძოლის ყურებისას რთულია მოდუნებულიყავი, თუმცა ადესანია არა თუ უბრალოდ… Continue reading ადესანიას დვალიშვილი vs იანის ყურებისას ჩაეძინა [VIDEO]
“მინდა მერაბი ალჯოს შემცვლელი მებრძოლი იყოს” – ჰენრი სეხუდო [VIDEO]
პიოტრ იანის დამარცხებით მერაბ დვალიშვილს ზედიზედ 9 მოგება დაუგროვდა და რეიტინგის #2 ნომერი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი სატიტულო ბრძოლა უნდა იყოს. ამჟამად, წონის ჩემპიონი მერაბის ახლო მეგობარი, ალჯო სტერლინგია რომელიც ყოფილ ორმაგ ჩემპიონს, ვეტერან ჰენრი სეხუდოს 7 მაისს, UFC 288-ზე უპირისპირდება. სეხუდომ მერაბის გამარჯვების შემდეგ დენა უაითს მიმართა რათა მერაბი სატიტულო ბრძოლის შემცვლელ… Continue reading “მინდა მერაბი ალჯოს შემცვლელი მებრძოლი იყოს” – ჰენრი სეხუდო [VIDEO]
“მოდი ახლავე ვილაპარაკოთ” – დვალიშვილი იანს შეხვდა [VIDEO]
5 დღეზე ნაკლები რჩება მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებამდე. ეს ქართულ-რუსული დაპირისპირება გარდა კონტექსტისა, სარეიტინგო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია – მერაბი გამარჯვების შემთხვევაში ქამარზე ბრძოლას ინაღდებს. მერაბსა და იანს შორის დაძაბულობა ყოველთვის იყო, თუმცა ეს ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში არასდროს გადაზრდილა. მებრძოლები ერთმანეთს ივენთების პერიოდში ხშირად ეკვეთებოდნენ და მათ შორის დიალოგიც მშვიდად დგებოდა. ახლაც ასე მოხდა, მერაბი… Continue reading “მოდი ახლავე ვილაპარაკოთ” – დვალიშვილი იანს შეხვდა [VIDEO]
ნახეთ რა თანხები გამოიმუშავეს UFC 285-ის მებრძოლებმა
ლას ვეგასში გამართული UFC 285 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ივენთი გახლდათ. ამ ქარდზე იბრძოდა ბევრი გამორჩეული მებრძოლი – მეთიუშ გამროტი, შავკატ რახმანოვი, ბო ნიკალი და ა.შ. თუმცა ყურადღების ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ჯონ ჯონსის დაბრუნება იყო. ჯონსს 2019 წლის შემდეგ არ უბრძოლია, ქვემძიმე წონის გაწმენდის შემდეგ ამერიკელმა მძიმე წონაში გადაბარგება გადაწყვიტა და ამისთვის წლები ემზადებოდა.… Continue reading ნახეთ რა თანხები გამოიმუშავეს UFC 285-ის მებრძოლებმა
ჯონ ჯონსმა განი პირველივე რაუნდში დააფინიშა [VIDEO]
ჯონ ჯონსი დაბრუნდა ისე, როგორც ჯონ ჯონსს შეეფერება – კლასი, დომინაცია, გამარჯვება. ჯონსმა სირილ განი ზედმეტი სირთულეების გარეშე, პირველივე წუთებზე დააფინიშა. ბრძოლა დგომში დაიწყო, მებრძოლებმა დასაზვერი დარტმები გაცვალეს, თუმცა შემდეგ ჯონსმა განი პარტერში ჩაიყვანა, სადაც პოზიციის გაუმჯობესებისთანავე გილიოტინით დააფინიშა. View this post on Instagram A post shared by EAGLES MMA (@eagles_.mma)
კონორი ბრუნდება! ჯერ სამწვრთნელოდ, შემდეგ საბრძოლველად
კონორი ბრუნდება. თავდაპირველად, იგი როგორც მწვრთნელი, The Ultimate Fighter-ში მიიღებს მონაწილეობას. შოუს 31-ე სეზონში იგი და მაიკლ ჩენდლერი გაუძღვებიან ახალგაზრდა მებრძოლებით დაკომპლექტებულ გუნდებს. სეზონის დასრულების შემდეგ კი ჩენდლერი და კონორი ერთმანეთს ოქტაგონზეც დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დენა უაითმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჯერ-ჯერობით ლოკაცია და თარიღი გადაწყვეტილი არ არის. The Ultimate Fighter-ის სეზონი აგვისტოში… Continue reading კონორი ბრუნდება! ჯერ სამწვრთნელოდ, შემდეგ საბრძოლველად