“ვიმედოვნებ, კონორი კვლავ გახდება ჩემპიონი” – ჟოსე ალდო

კონორ მაკგრეგორისა და ჟოსე ალდოს დაპირისპირება UFC-ს ისტორიაში უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეპიკურია. მათ შორის გამართულმა ძალიან დაძაბულმა პრესკონფერენციებმა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით იმართებოდა, ორგანიზაციის და უშუალოდ სპორტის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. იმ დროისთვის, კონორი ახლადგამოჩენილი ვარსკვლავი იყო, ალდო კი წლების მანძილზე იცავდა ქვემსუბუქი წონის ქამარს. ირლანდიელი მთელი წინასაბრძოლო პერიოდი, სხვადასხვა შეურაწმყოფელი ხერხებით ცდილობდა ალდოს… Continue reading “ვიმედოვნებ, კონორი კვლავ გახდება ჩემპიონი” – ჟოსე ალდო

UFC-ში ზვიად ლაზიშვილის პირველი ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია

UFC-ში გადასვლიდან სულ რამდენიმე საათში ქართველ მებრძოლს, ზვიად ლაზიშვილს უკვე ჩაენიშნა სადებიუტო ბრძოლა 5 სექტემბრისთვის. ორგანიზაციამ ზვიადს საკმაოდ რთული მეტოქე, ბრიტანელი ამომავალი ვარსკლავი, ჯეკ შოური შეურჩია. ეს ბუნებრივიცაა, ზვიადი UFC-ში LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუსით, დაუმარცხებელი მოვიდა, რაც საკმაოდ დიდი განაცხადია. აღსანიშნავია, რომ მისი მეტოქეც საკმაოდ ძლიერი ევროპული ორგანიზაციის, Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონია, ჯეკი ზვიადის… Continue reading UFC-ში ზვიად ლაზიშვილის პირველი ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია

ოფიციალურად – კიდევ ერთი ქართველი UFC-ში!

მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი შეუერთდა. 29 წლის დაუმარცხებელი მებრძოლი რიგით მეშვიდე ქართველია UFC-ში. გასული წლის სექტემბერში ლაზიშვილი საკმაოდ პოპულალური ამერიკული ორგანიზაციის, LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც უკვე სერიოზული საუბრები იყო მის UFC-ში გადასვლასთან დაკავშირებით. ზვიად ლაზიშვილის ანგარიშზე 13 მოგება და არცერთი მარცხია. იგი მერაბ დვალიშვილის წონაში, სუპერმსუბუქ დივიზიონში… Continue reading ოფიციალურად – კიდევ ერთი ქართველი UFC-ში!

ფული თუ დიდება – პორიე კვლავ დილემის წინაშეა

UFC-ს მსუბუქი წონა კვლავ დიდი ყურადღების ეპიცენტრშია. ამის მიზეზი დივიზიონის ელიტური მებრძოლების გარდა, საინტერესოდ განვითარებული მოვლენებია. ხაბიბი დივიზონის ყველაზე დომინანტი ჩემპიონი იყო, კონტენდერები ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხა და კარიერაც დაუმარცხებლად დაასრულა. ეს კი იყო შანსი, რომ სხვებსაც მოერგოთ მსუბუქი წონის ოქროს ქამარი. ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლის ყველაზე გამოკვეთილი პრეტენდენტი პორიე იყო, თუმცა მან ქამარზე ჩხუბს… Continue reading ფული თუ დიდება – პორიე კვლავ დილემის წინაშეა

სკანდალი UFC-ში – მებრძოლი ბრძოლისას სავარაუდოდ ორსულად იყო

ბოლო დღეებში, 31 წლის რუსი მებრძოლის, იანა კუნიცკაიას ირგლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. საქმე იმაშია, რომ იანამ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა ფოტო, სადაც გულშემატკივრებს ამცნო, რომ ორსულადაა. არადა მან სულ რაღაც 1 თვის წინ, 11 ივლისს, UFC 264-ზე იბრძოლა. საქმე ისაა, რომ ფოტოზე იანას მუცელი საკმაოდ დიდია, რაც ბადებს ეჭვს, რომ იგი 1 თვეზე დიდი ხანია რაც… Continue reading სკანდალი UFC-ში – მებრძოლი ბრძოლისას სავარაუდოდ ორსულად იყო

ხაბიბ ნურმაგომედოვის საქართველოში ვიზიტის თარიღი ცნობილია

დღეს გამართულ Gorilla Energy-ს პრესკონფერენციაზე UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურაგომედოვმა საქართველოში ვიზიტი დაანონსა. “26 სექტემბერს, ტურნირი გვექნება საქართველოში, სადაც რენატ ხავალოვი ქამარს დაიცავს”. რენატი Eagle FC-ს მებრძოლია, ორგანიზაციის რომლის პრეზიდენტიც ხაბიბ ნურმაგომედოვი გახლავთ. ხაბიბი საქართველოში ერთხელ უკვე არის ნამყოფი. იგი დედაქალაქს 2018 წლის ზაფხულში ესტუმრა. ბოლო პერიოდშიც განსაკუთრებით იყო მოხშირებული მისი მეორე ვიზიტის… Continue reading ხაბიბ ნურმაგომედოვის საქართველოში ვიზიტის თარიღი ცნობილია

ხორხე მასვიდალის ყველაზე სულელური შენაძენი [VIDEO]

ხორხე მასვიდალი UFC-ს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკლავია, რომელმაც ძალიან გრძელი გზა განვლო რათა წარმატებისთვის მიეღწია. იგი ჩხუბობდა ყველგან, სადაც მას გადაუხდიდნენ – იქნებოდა ეს ქუჩა, ეზო, მიტოვებული შენობა თუ სხვა… ბუნებრივია, ასეთ თავგადასავლებით სავსე გზაზე ხორხეს ბევრი რამ გადახდენია. ერთ-ერთი ასეთია ყელსაბამის ისტორია, რომელზეც ხორხემ American Top Team-ის პოდკასტში ისაუბრა: “ნამდვილი იდიოტი ვიყავი, ერთხელ ყელსაბამში 10.000$… Continue reading ხორხე მასვიდალის ყველაზე სულელური შენაძენი [VIDEO]

ხაბიბ ნურმაგომედოვი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა

ხაბიბ ნურმაგომედოვის სპორტულ კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. მიუხედავად იმისა, რომ დაღესტანელმა მთელი ცხოვრება საბრძოლო სპორტებს მიუძღვნა, ბევრისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ მას ძალიან უყვარს ფეხბურთი. იგი მეგობრობს კრიშტიანუ რონალდუსთან, თამაშობს ფეხბურთს რუსეთის ლიგის ფეხბურთელებთან ერთად, ესწრება ჩემპიონთა ლიგის მატჩებს და ა.შ. ხაბიბმა ფეხბურთის თამაშს განსაკუთრებით მოუხშირა მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში საბრძოლო კარიერა დაასრულა.… Continue reading ხაბიბ ნურმაგომედოვი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა

ხაბიბმა კარიერა დაასრულა, თუმცა დარტყმას ახლა სწავლობს [VIDEO]

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა გასული წლის ოქტომბერში, ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ დაასრულა. მიუხედავად ამისა, იგი ყოველდღიურად აგრძელებს აქტიურ ვარჯიშს. ხაბიბი მწვრთნელის ამპლუასაც ხშირად ირგებს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საბრძოლო კლუბში “AKA”-ში. AKA-ს მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც ხაბიბის წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის, გაავრცელა ვიდეო, სადაც ხაბიბი ე.წ ჰუკის დარტყმას სწავლობს. View this post on… Continue reading ხაბიბმა კარიერა დაასრულა, თუმცა დარტყმას ახლა სწავლობს [VIDEO]

ხაბიბმა გაამხილა, თუ რატომ გადახტა კონორთან ბრძოლის შემდეგ ოქტაგონიდან

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის პოდკასტს ესტუმრა. ხაბიბმა არაერთ თემაზე ისაუბრა, თუმცა განსაკუთრებულად საინტერესო იყო საუბარი კონორის ბრძოლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. “როცა კონორი დამბნებდა, გაკვირვებული ვიყავი. მის გამო ათასობით ირლანდიელი ჩამოვიდა ბრძოლის სანახავად და მან რა გააკეთა? დამნებდა… ამას ჯობდა დასძნებოდა. გავიმარჯვე, მაგრამ მივხვდი რომ ეს არ იყო ჩემთვის… Continue reading ხაბიბმა გაამხილა, თუ რატომ გადახტა კონორთან ბრძოლის შემდეგ ოქტაგონიდან