საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ VTB ბანკთან კონტრაქტი გაწყვიტა. ეს დღევანდელი სიახლეა. VTB-ს სფფ-სთან კონტრაქტი რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ჰქონდა: ბოლო პერიოდში გენერალური სპონსორი გახლდათ და ეს ხელშეკრულება 2020 წლის 1 სექტემბერს იყო გაფორმებული 2 წლის ვადით. ანუ წელს გასდიოდა ვადა… გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ აგრესიის გამოა მიღებული.