რიბაკინამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გაანადგურა

უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს ინდიან-უელსის მასტერსი ქალთა ერთეულთა თანრიგში. ნახევარფინალურ სტადიაზე, უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ელენა რიბაკინამ 6:2 6:2 გაანადგურა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იგა შვიონტეკი და ფინალის საგზური მოიპოვა. ყაზახმა ჩოგბურთელმა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა უპირატესობა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. 6 გეიმიან დისტანციაზე შვიონტეკი ინტრიგას ინარჩუნებდა (2:4), თუმცა სეტის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ დაბრეიკდა და პარტიაც… Continue reading რიბაკინამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გაანადგურა

მედვედევი და საბალენკა ნახევარფინალურ სტადიაზე

ინდიან-უელსში გრძელდება საჩოგბურთო მასტერსი. 1/4 ფინალურ სტადიაზე, დანილ მედვედევმა ყველანაირი პრობლემების გარეშე 6:3 7:5 სძლია ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. რუს ჩოგბურთელს იდეალური სტარტი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა. ფოკინა ცდას არ აკლებდა, თუმცა მედვედევის მძლავრ ჩაწოდებას ვერაფერი დაუპირისპირდა და სეტიც 3:6 წააგო. მეორე პარტიაში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა –… Continue reading მედვედევი და საბალენკა ნახევარფინალურ სტადიაზე

დონა ვეკიჩის ტრიუმფი მონტერეიში

მექსიკის ქალაქ მონტერეიში დასრულდა WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში დონა ვეკიჩმა 6:4 3:6 7:5 დაამარცხა კაროლინა გარსია და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი ხორვატს უკეთესი გამოუვიდა – მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი და 2:1 დაწინაურდა. დონამ პირველი სეტის მიმდინარეობისას წარმატებით შეინარჩუნა მოპოვებული 2 გეიმიანი ჰანდიკაპი და პარტია 6:4 მოიგო. მეორე სეტის სტარტზე, ვეკიჩმა მორიგი… Continue reading დონა ვეკიჩის ტრიუმფი მონტერეიში

მუგურუზამ კარიერული პაუზა აიღო

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – გარბინია მუგურუზამ გადაწყვიტა კარიერული პაუზა აიღოს. ესპანელი ჩოგბურთელი საკუთარი ინიციატივით გამოტოვებს ამერიკულ მასტერსებს – ინდიან უელსს და მაიამის. უკვე ცნობილია, რომ გარბინია მომდევნო ორშაბათს დატოვებს რეიტინგის მოწინავე ასეულს, არადა 1 წლის წინ იგი ტოპ 5-ში იმყოფებოდა. “გადავწყვიტე მცირე ხნიანი, კარიერული პაუზა ავიღო. ინდივიდუალურად უნდა ვიმუშავო საკუთარ თავზე, რათა ძველი… Continue reading მუგურუზამ კარიერული პაუზა აიღო

შვიონტეკმა დოჰას ტურნირი მეორედ მოიგო

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – იგა შვიონტეკმა დოჰას 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო ჯესიკა პეგულიას და კარიერაში მეთორმეტე ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტი “არასტანდარტული” გამოვიდა – ჩოგბურთელები მიღებაზე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საკუთარ ჩაწოდებაზე. პოლონელმა ჩოგბურთელმა საწყის 7 გეიმში ორჯერ მოახერხა ბრეიკით დაწინაურება(2:0, 4:2), თუმცა ორივე შემთხვევაში ამერიკელმა უკუბრეიკით უპასუხა (3:4). მერვე… Continue reading შვიონტეკმა დოჰას ტურნირი მეორედ მოიგო

იგა შვიონტეკი დოჰას ტურნირის ფინალშია

კატარის დედაქალაქ დოჰაში დასასრულს უახლოვდება WTA-ს 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/2 ფინალურ სტადიაზე, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – იგა შვიონტეკმა 6:0 6:1 გაანადგურა ვერონიკა კუდერმეტოვა და ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – პოლონელმა ჩოგბურთელმა 57 წუთში გაანადგურა მოწინააღმდეგე და ყველა საჩოგბურთო ასპექტში დაჯაბნა რუსი. შვიონტეკი, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის… Continue reading იგა შვიონტეკი დოჰას ტურნირის ფინალშია

ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვება

საფრანგეთის ქალაქ ლიონში გრძელდება ქალთა 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე რაუნდის მატჩში ალისია პარკსმა მძიმე ბრძოლაში 2:6 7:6 6:2 სძლია პეტრა მარტიჩს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის ფავორიტად ხორვატი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, რომელმაც შეხვედრა იდეალურად “გახსნა” – ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და უდიდეს უპირატესობას მიაღწია. ალისია მოგვიანებით გამოფხიზლდა, თუმცა სეტი მაინც დათმო 2:6. მეორე პარტიაში თამაშის… Continue reading ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვება

მუგურუზას წაგებათა სერია გრძელდება

მსოფლიო რეიტინგის, ყოფილი პირველი ჩოგნის – გარბინია მუგურუზას წაგებათა სერია გრძელდება… ესპანელმა ჩოგბურთელმა ლიონის ტურნირის პირველ წრეში 1:6 4:6 წააგო ლინდა ნოსკოვასთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი 18 წლის ჩეხ თინეიჯერს იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. გარბინია “ვერ გამოფხიზლდა” – სეტის მეორე ნახევარში კიდევ ერთი გეიმი დათმო საკუთარ ჩაწოდებაზე და მასთან… Continue reading მუგურუზას წაგებათა სერია გრძელდება

ფავორიტები 1/4 ფინალში გავიდნენ

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში გრძელდება ქალთა 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ADELAIDE 2-ის სტარტზე ოთხმა განთესილმა ჩოგბურთელმა სხვადასხვა მიზეზების გამო უარი თქვა ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე,რაც დიდი დანაკარგი გახლდათ მაყურებლისთვის :იგა შვიონტეკი (1), ონს ჟაბერი (2), ჯესიკა პეგულია (3), მედისონ ქიზი (7). შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ადელაიდა 2-ის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი კაროლინ გარსია გახდა (4), ხოლო უკანასკნელი – პეტრა… Continue reading ფავორიტები 1/4 ფინალში გავიდნენ

ზედიზედ მოგებული 12 გეიმი

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაშ გრძელდება WTA-ს 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე რაუნდის მატჩში ვერონიკა კუდერმეტოვა ბიანკა ანდრეესკუს დაუპირისპირდა. შეხვედრის სტარტი კანადელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც ზედიზედ 2 ბრეიკი შეასრულა და 4:0 დაწინაურდა. თითქოს ბიანკას არ უნდა გასჭირვებოდა სეტი გასამაჯრვებამდე მიყვანა, თუმცა მოულოდნელად “დიდ ჩავარდნა” დაეწყო, ზედიზედ 12 გეიმი წააგო და მასთან ერთად მატჩიჩ 4:6 0:6. კუდერმეტოვამ კარიერაშ… Continue reading ზედიზედ მოგებული 12 გეიმი