როლან გაროსის ფინალისტები ცნობილია

52-ე ცდით, დიდი სლემის ტურნირის ფინალში
როლან გაროსის ნახევარფინალში რუსმა ანასტასია პავლუჩენკოვამ 7:5 6:3 სძლია სლოვაკ ტამარა ზიდანშეკს და კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში.

როლან გაროსის გადამწყვეტ შეხვედრაში 29 წლის პავლუჩენკოვას მეტოქე ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა იქნება, რომელმაც თავისმხრივ, ურთულეს, 3 საათიან ბრძოლაში 7:5 4:6 9:7 სძლია ბერძენ მარია საკარის.
მესამე სეტის მიმდინარეობისას ბარბორამ 3:5-ზე მეტოქის მატჩპოინტი მოიგერია.
პავლიუჩენკოვა და კრეიჩკოვა აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან WTA-ს ტურნირებზე.

საინტერესო ფაქტები
პავლუჩენკოვამ 52-ე მცდელობით შეძლო დიდი სლემის ტურნირის ფინალში გასვლა.
ანასტასია 21-ერთედ გავიდა WTA-ს ტურნირების ფინალში(12 მოგება, 8 მარცხი).
უკანასკნელი ტიტული პავლუჩენკოვამ 2018 წელს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მოიგო.
როლან გაროსზე ნაჩვენები შედეგების ფონზე, ორშაბათიდან პავლუჩენკოვა რეიტინგის ტოპ 20-ში დაბრუნდება.
პავლუჩენკოვა გახდა მეშვიდე რუსი ქალი, რომელიც დიდი სლემის ტურნირის(ერთეულთა თანრიგი) ფინალში გავიდა (შარაპოვა, კუზნეცოვა, დემენტიევა, მისკინა, საფინა, ზვონარევა).
კრეიჩიკოვა კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში, WTA-ს ტურნირებზე კი ჯამში მეოთხე ფინალი იქნება.
როლან გაროსზე ნაჩვენები შედეგების ფონზე, ორშაბათიდან ბარბორა რეიტინგის ტოპ 25-ში დაბრუნდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *