The Best FIFA – ლევანდოვსკი საუკეთესო ფეხბურთელია! (+სხვა მოგებულები)

The Best FIFA – საუკეთესოები. რობერტ ლევანდოვსკი წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამ ვერსიით. სხვებზეც.

გაიმართა FIFA-ს დაჯილდოვება. 2021 წლის საუკეთესოები… მივყვეთ?  გასაგები მიზეზების გამო, დაჯილდოვება ონლაინ-ფორმატში ჩატარდა.

გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ნაკრების კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრებიც (საუკეთესო გოლის გამოვლენისას).

როგორც ყოველწლიურად, მედიიდან „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია იყო  ფიფას პარტნიორი საქართველოდან. აი, ფოცხვერიას რჩეულები: მეკარე – დონარუმა, მწვრთნელი – მანჩინი, ფეხბურთელი – ლევანდოვსკი.

წლის საუკეთესო მეკარე გახდა ედუარ მენდი… ჩელსის სენეგალელი. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო… მენდის კონკურენტები იყვნენ ჯანლუიჯი დონარუმა და მანუელ ნოიერი.

საუკეთესო გოლი (ანუ პუშკაშის პრიზი): ქომაგების რჩეულია ერიკ ლამელას შემოქმედება… არგენტინელი როცა ტოტენჰემში იყო, მაშინ გაიტანა ეს სუპერგოლი

საუკეთესო მწვრთნელი: თომას ტუხელი (ჩელსი, გერმანია)… ტუხელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2020 წელს პსჟ-ის მწვრთნელის რანგში ფინალი წააგო ბაიერნთან, მაგრამ 2021-ში ფინალში აჯობა პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის. ტუხელის კონკურენტები სამეულში იყვნენ გვარდიოლა და რობერტო მანჩინი.

გუნდი. წლის სიმბოლური თერთმეტეული (FiFPro):

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა;

მცველები: რუბენ დიაში, ლეონარდო ბონუჩი, დავიდ ალაბა;

ნახევარმცველები: ჟორჟინიო, ნგოლო კანტე, კევინ დე ბრუინი;

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი,ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ერლინგ ჰოლანდი;

საუკეთესო ფეხბურთელი – რობერტ ლევანდოვსკი! ვერ მოიგო ოქროს ბურთი? მოიგო FIFA The Best. სამეულში იყვნენ ლეო მესი და მოჰამედ სალაჰიც.

ლევანდოვსკიმ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა… ზოგადად, 2016 წლიდან ტარდება და ორჯერ კრიშტიანუ რონალდუ გახდა საუკეთესო, თითოჯერ ლუკა მოდრიჩი და მესი, აი, ზედიზედ ორჯერ კი პოლონელი.

ფიფას სპეციალური პრიზი მიიღო რონალდუმაც… ნაკრებში ამდენი გატანილი გოლისთვის. როგორც იცით, რონალდუ ყველა დროის ბომბარდირი გახდა სანაკრებო გოლების მხრივ. ირანელ ალი დაეის რეკორდი დაამხო.

და კიდევ, FAIR PLAY-ს პრიზი მიიღო დანიის ნაკრებმა. კრისტიან ერიქსენის შემთხვევა ევროპის ჩემპიონატის დროს… და როგორ მოახერხა დანიამ ამის შემდეგ მობილიზება და რა თამაშები ჩაატარა.

Leave a comment

Your email address will not be published.