პოპულარულმა სპორტულმა ინტერნეტ საიტმა Transfermarkt-მა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთლების ფასები განაახლა.
TOP-10 სიაში მხოლოდ 2 ქართველის ფასი გაიზარდა. ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძის ფასი, 700.000-ით გაიზარდა და ახლა 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება მეორე ქართველს, საბა ლობჟანიძეს, მისი პროგრესი არავის გამორჩენია და ფასი 300.000-ით მოემატა, ამჟმად მისი ფასი 3.7 მილიონი ევროა. ჰატაიასპორის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში 20 მატჩი, 4 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.
რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კი სამწუხაროდ 2 მილიონით დაეცა და ამჟამად 16 მილიონ ევროს შეადგენს. დიდ რეგრესს განიცდის ბელგიურ გენტში მოასპარეზე გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის ფასიც კვლავ დაეცა და ახლა 2.3 მილიონს შეადგენს. რამდენიმე ხნის წინ ის 9 მილიონად იყო შეფასებული. 500.000-ით დაეცა რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე, ჯიმი ტაბიძის ფასიც. “უფას” ლეგიონერი 2 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ათეული კი ასე გამოიყურება:
- ხვიჩა კვარაცხელია – 16 მილიონი €
- საბა ლობჟანიძე – 3.7 მილიონი €
- დავით ხოჭოლავა – 3 მილიონი €
- ოთარ კიტეიშვილი – 3 მილიონი €
- გიორგი მამარდაშვილი – 3 მილიონი €
- ზურიკო დავითაშვილი – 2.5 მილიონი €
- გიორგი მიქაუტაძე – 2.5 მილიონი €
- გიორგი ჩაკვეტაძე – 2.3 მილიონი €
- ჯიმი ტაბიძე – 2 მილიონი €
- გიორგი ქვილითაია – 1.8 მილიონი €