uefa-მ მანუელ ნოიერის სამკლაურის შესახებ ძიება შეწყვიტა

ფერადი სამკლაურით მანუელ ნოიერის ევროპის ჩემპიონატზე გამოჩენამ სხვადასხვა მითქმა მოთქმა გამოიწვია, საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა ნოიერი ასპარეზობას ამავე სამკლაურით გააგრძელებს.

 

როგორც რამდენიმე დღის წინ გაირკვა, აღნიშნული საკითხით უეფაც დაინტერესდა და გარკვეული შიდა გამოძიებებიც ჩაატარა, საბოლოოდ მეკარეს სამკლაურის ტარების უფლება მისცეს. სხვადასხვა მოსაზრებებით ფეხბურთელს აღნიშნულის უფლება არ ქონდა, რადგან ჩემპიონატზე არანაირი მსაგვსი კამპანია ან აქტივობა არ მიმდინარეობს, ის კი ერთადერთი ფეხბურთელია ვინც წისარტყელას ფერებში გაწყობილი სამკლაურით ასპარეზობს, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით ისინი მხარს უჭერენ უმცირესობებს და ამბობენ რომ აღნიშნული გზავნილის გასავრცელებლად ფეხბურთი და ჩემპიონატი საუკეთესო საშუალებაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *