UFC გიგა ჭიკაძისთვის მორიგ მოწინააღმდეგეს ეძებს. ქართველის ნაჩვენებმა შედეგებმა დენა ვაითის დიდი მოწონება დაიმსახურა. გიგამ ბოლო ბრძოლაში Performance of the Night-ის ბონუსიც მოიპოვა.
ქართველ მებრძოლს UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა აქვს მოგებული, მისი ბოლო მოწინააღმდეგე ედსონ ბარბოსა იყო, რომელიც ნოკაუტით დაამარცხა.
მომდევნო ბრძოლისთვის გიგას მოწინააღდმეგე კელვინ კატარი იქნება, რომელიც დივიზიონის მეხუთე ნომერია. როგორც იუწყებიან ბრძოლა 2022 წელს გახსნის და მთავარ ბრძოლად მოგვევლინება. ბრძოლა სავარაუდოდ 16 იანვარს ჩატარდება.