მერაბ დვალიშვილი უკვე თვეების მანძილზეა მეტოქის ძიებაშია, მან ბოლო ბრძოლა გასული წლის სექტემბერში გამართა. მას შემდეგ მერაბის სახელს ბევრ ტოპ კონტენდერს უკავშირებდნენ, თუმცა ბრძოლის ჩანიშვნამდე საქმე არ მიდიოდა. ახლა კი, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილისა და ჟოსე ალდოს დაპირისპირების გაოფიციალურებამდე მხოლოდ 1 ნაბიჯია დარჩენილი. ცნობილი ჟურნალისტი წერს, რომ UFC ამ ბრძოლის ჩანიშვნას 20 აგვისტოს, (საქართველოს დროით 21 აგვისტოს) UFC 278-ზე გეგმავს.
ჟოზე ალდო UFC-ს ყოფილი ჩემპიონი და უდაოდ ლეგენდარული მებრძოლია. იგი ამ მომენტში, სუპერსმუბუქი წონის #3 კონტენდერია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა დიდ სახელთან ჩხუბისა, მერაბი რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურების შანსსაც მიიღებს. ქართველი ახალ მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ალდოს დამარცხებით, ფაქტობრივად გაინაღდებს ტიტულისთვის ორთაბრძოლას.