UFC-მ გიგა ჭიკაძეს საზოგადოებისთვის გაღებული სიკეთისთვის პრიზი გადასცა

UFC-მ გიგა ჭიკაძე გამოარჩია. ქართველმა მებრძოლმა 2022 წლის Forrest Griffin Community Awards-ის პრიზი მიიღო. ეს პრიზი UFC-ს იმ მებრძოლებს გადაეცემათ, რომლებიც საქველმოქმედო საქმიანობითა და საზოგადოებისთვის გაღებული სიკეთით გამოირჩევიან. აღნიშნული პრიზის მფობელს თავად UFC-ს პრეზიდენტი, დენა უაითი ირჩევს.

გიგამ საქველმოქმედო ფონდი სახელწოდებით Knockout Cancer (დაამარცხე სიმსივნე) 2014 წელს დააფუძნა. ამ დროის მანძილზე ფონდი ასობით სიმსივნით დაავადებულ ადამიანს დაეხმარა. ზემოთხსენებული პრიზი ასევე ითვალისწინებს შემდეგ პუნქტს – გიგა ჭიკაძე მიიღებს 25.000$-ს, რა თანხასაც თავისი სურვილისამებრ შესწირავს ნებისმიერი სახის ქველმოქმედებას.

“გიგა ჭიკაძე სამაგალითო სპორტსმენია, მას სურს რომ დაეხმაროს საზოგადოებას. იგი სისმივნით დაავადებულ ადამიანებს უდიდეს დახმარებას უწევს, თანაც ამას ჩუმად აკეთებს, ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშე. გიგა ქველმოქმედებას იმიტომ არ ეწევა რომ ხალხმა ამის შესახებ გაიგოს, არამედ იმიტომ, რომ იცის, ეს სწორი ქმედებაა.” – დენა უაითი

“მადლობა დაფასებისთვის, ეს დიდი პატივია. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ რას ვგრძნობ ახლა” – გიგა ჭიკაძე

Leave a comment

Your email address will not be published.