UFC-მ კევინ ლი გაათავისუფლა

29 წლის ამერიკელი მებრძოლი, კევინ ლი UFC-მ გაათავისუფლა. ლიმ UFC-ში 7 წელი გაატარა და 2016-2017 წლებში მსუბუქი წონაში ქამრის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტიც იყო. 2017 წელს მან ტონი ფერგიუსონთან, მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის იბრძოლა, თუმცა დამარცხდა. 2017 წლამდე, 11 გამართული ბრძოლიდან მან 9 მოიგო, თუმცა ფერგიუსონთან მარცხის შემდეგ, მისი კარიერული დაღმასვლაც დაიწყო. ბოლო 7 ბრძოლიდან კევინმა მხოლოდ 2-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ ლი ჯერ მხოლოდ 29 წლისაა, სავარაუდოდ სწორედ ეს წარუმატებელი სერია გახდა მიზეზი მისი გაშვებისა. UFC-ს კარიერის მანძილზე მან ედსონ ბარბოზას, მაიკლ კიეზასა და გრეგორ გილესპის დამარცხება მოახერხა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *