მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს საქართველოს მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობრები – UFC-ს ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი და ერთ-ერთი საუკეთესო მსუბუქწონოსანი, ალ იაკინტა ესტუმრნენ. მერაბმა ამერიკელ მეგობრებს ქართული კულტურა გააცნო. მათ ჯერ თბილისის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, შემდეგ ყაზბეგის ბუნება მოინახულეს. ასევე ესტუმრნენ მერაბის მშობლიურ მხარეს, ვანს, კერძოდ სოფელ სულორს. წასვლის დღეს კი ზღვისპირა ბათუმიც მოინახულეს. მოკლე დროში ამერიკელბმა მებრძლემა მოახერხეს ქართული სამზარეულოს თითქმის ყველა გამორჩეული კერძის დაგემოვნება, ასევე ისწავლეს ქართული სიტყვები და ტრადიციული ქართული ცეკვაც არაერთხელ შეასრულეს.
“როცა საქართველოში ჩავედი, გმირების დახვედრა მოგვიწვევს. მერაბი მერი გეგონებოდათ, იმდენი ცნობდა და იმდენს უყვარდა… საქართველოში გატარებული სამუდამოდ გვემახსოვრება” – ამბობს ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი.