გასული თვის მიწურულს, UFC-ს მძიმე წონის ჩემპიონმა, ფრენსის ნგანუმ, ქამარი სირილ განის წინააღმდეგ დაიცვა. კამერუნელი ჩემპიონისთვის ეს კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო ბრძოლა იყო, რომელშიც 600.000$ გამოიმუშავა (ტრანსლაციების წილის გარეშე). ფრენსისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ასეთი დაბალი თანხისთვის მეტჯერ აღარ იბრძოლებდა და ახალ კონტრაქტში მოითხოვა პუნქტის დამატება, რითიც იგი შეძლებდა კრივში ბრძოლების გამართვას.
აღნიშნულ სიტუაციას UFC-ს ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლეგენდარული ხმა, ბრიუს ბაფერი საკუთარ პოდკასტში გამოეხმაურა: “სხვა ორგანიზაციებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, თუმცა შენ არაფერი იქნები მას შემდეგ, რაც UFC-ს დატოვებ.” მართალია, აღნიშნულ პოდკასტში სტუმრად ნგანუც იყო, თუმცა ბაფერმა ეს განცხადება ნგანუს ჩართვის შემდეგ გააკეთა. კამერუნელ ჩემპიონს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.